სარაევოში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე კარელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მაშ, ასე - სარაევოში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ისტორია დაიწერა: გორელმა მარიამ კარელიძემ (40) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი ქალი რაგინდარა ასაკში, ვინც საქართველოს ქალთა ჭიდაობაში პირველი ოფიციალური მედალი მოუტანა.

საერთაშორისო ტურნირებზე ჯილდოები მასაც მოუპოვებია და - თამარ ხოჯაშვილსაც (56), თუმცა პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე ეს პირველი მედალია საქართველოსთვის.

დავით პოღოსიანის შეგირდმა კარელიძემ ამ წარმატებას სათავე ხუთშაბათს დაუდო, როცა მეოთხედფინალში ბელორუსი ვალერია იაკუტა დააწვინა ბეჭებზე, ნახევარფინალში კი 1-1-ზე, ბოლო ქულის წესის გამო დასანანად წააგო ფრანგ იუსტინე ფანი ვიგორუსთან. პარასკევს კი ქართველმა სპორტსმენმა საკმაოდ იოლად, 8:2 დაამარცხა უკრაინელი მარია კოვალენკო, ვისაც მარცხენა ხელი იდაყვს ქვემოთ... ამპუტირებული ჰქონდა.

თუმცა ამის აღნიშვნით სულაც არ ვაკნინებთ კარელიძის გამარჯვებას. უბრალოდ, ქედს ვიხრით პატარა შეუდრეკელი უკრაინელი გოგოს წინაშე, რომელიც ასეთ მდგომარეობასაც არ უშინდება და ცხოვრების მეგზურად სპორტი, მის მრავალ სახეობათაგან კი საბრძოლო სახეობა ამოირჩია.

კარელიძეს მასთან ილეთები დგომში არც გაუკეთებია, ფეხიდან აყვანით მოიპოვა - 4-ჯერ შეძლო ეს. ამასთან, სულით ძლიერი კოვალენკოც ისე მედგრად იბრძოდა, სულაც არ ეტყობოდა ეს ნაკლი და დასაწყისში ჩვენებურს ჩოქბჯენში აართვა ის ორი ქულა, როცა დატრიალების მცდელობა დაუხურა - კარელიძე მაშინ ბეწვზე გადაურჩა ბეჭებზე დაწვენას, ძლივს გაექცა. თან, გორის ციხესავით უტეხმა გორელმა ამ შეხვედრაშიც ისეთივე შემტევი და ჟინიანი ხასიათი, გამარჯვების დიდი სურვილი გამოავლინა, რითაც წინა პაექრობებშიც გამოირჩა.

ერთი სიტყვით, ისტორიის ათვლა უკვე დავიწყეთ - ქალთა ჭიდაობის ისტორიისა. დიდ შედეგებამდე, უფროსებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის, ოლიმპიადის მოგებამდე ჯერ ძალზე დიდი გზაა, მაგრამ ყამირი გატყდა, გზის გაკვლევა კი დროის საქმეა. ამ პირობებში მედლის მოპოვებაც საგმირო საქმე ჩანდა, ჭიდაობაში იმდენად ცოტა გოგო ვარჯიშობს. მათ აკლიათ სპარინგები, თუმცა მედლის მოპოვება მაინც შეძლეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] მესის მე-900 გოლი - მაიამის "ინტერი" კონკაკაფს გამოეთიშა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
[VIDEO] გასაოცრად გარდასახულმა "ლივერპულმა" "გალათასარაი" "ნოკაუტში გაგზავნა" და 1/4-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
ტრავმა სერიოზულია - პსჟ მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ბევრჯერ მითხრეს, ევროპის ორგზის ჩემპიონს, მეტი საქმე არ გაქვს, ამ ბავშვებს რომ დასდევო..."
დავით პოღოსიანი: კუდუხოვმა ხინჩეგაშვილს ისე უკბინა, სისხლი სდიოდა
ჭიდაობა. კარელიძემ ისტორიული მედალი აიღო, შოთაძე ოქროსთვის იჭიდავებს
მსოფლიოს ჩემპიონატი. ჭაბუკები: ვუქომაგოთ გოგონებს
ოლიმპიადამდე შეცდომებზე ვიმუშავებთ - ინტერვიუ დავით პოღოსიანთან
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: გოგონების დუეტიდან ბიჭებამდე
ახლოს ისტორიის შექმნასთან - მარიამ კარელიძის მედლის შანსი
მადრიდის ტურნირი: სანდრო ამინაშვილმა ყველა კითხვის ნიშანი მოხსნა [VIDEO]
ბეგი დარჩია დააბრუნეს, რევაზ მინდორაშვილი დატოვეს?
"მასთან შეხვედრის შემდეგ მივხვდი..."