სავარაუდო ტრანსფერი და ახალი ჭორები ნეიმარზე
ნეიმარის სავარაუდო ტრანსფერზე, რომელიც ნამდვილ "საპნის ოპერად" იქცა, კვლავ ბევრს წერენ. თანაც, მედია ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს გვთავაზობს - მარტივად რომ ვთქვათ, მედიამ გუშინ მას ერთი ნაბიჯი გადაადგმევინა "პარი სენ-ჟერმენისკენ" და ორით უკან, "ბარსელონაში" დააბრუნა...

L'Equipe ამტკიცებს, რომ ნეიმარ ჯუნიორის ტრანსფერი ოფიციალურ სახეს მომდევნო ორშაბათს (7 აგვისტოს) მიიღებს. მას მერე, რაც 25 წლის ფეხბურთელი ლიგა 1-ის გრანდს დაუკავშირეს, ეს სავარაუდო ტრანსფერი საფეხბურთო მედიის მთავარი განსახილველი თემაა. შეგახსენებთ, რომ პსჟ ნეიმარის გამოსასყიდი თანხის გადახდას აპირებს, ეს კი 222 მილიონი ევროა.

გუშინ არ გამართლდა მედიის პროგნოზები - ესპანური და ფრანგული წყაროები ამტკიცებდნენ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი, როგორც კი შანხაიში მოდის ჩვენებაში მონაწილეობას მიიღებდა, ყატარში გაემგზავრებოდა, სადაც გადაწყდებოდა კიდევაც ტრანსფერის ბედი. ამის საპირისპიროდ, ბრაზილიელი ბარსელონისკენ გაემართა და დღეს მას გუნდის ვარჯიშზე ელიან. ყატარში არა, მაგრამ დუბაიში ნეიმარი ნამდვილად მოხვდა, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ თვითმფრინავმა საწვავი შეივსო.

ელ პრატის აეროპორტში ნეიმარს უამრავი რეპორტიორი ელოდა, თუმცა ნეიმარმა ყველა მათგანი გააწბილა. იგი სულ სხვა კარიდან გააპარეს და ჟურნალისტებმა ფეხბურთელს მხოლოდ შორიდან მოჰკრეს თვალი. "მარკა" ამტკიცებს, რომ თავად ფეხბურთელს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.

ამასობაში, პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ მაროკოს ტელევიზია Medi 1 TV-სთან ნეიმარის ტრანსფერის თემაზე დუმილი დაარღვია:

"ეს ყველაფერი ხმებია, სინამდვილეში ნეიმარი "ბარსელონას" ფეხბურთელია და ვნახოთ, რა მოხდება მასთან დაკავშირებით მომავალში. პსჟ პატივს სცემს ნებისმიერ კონტრაქტს, რომლებიც აკავშირებს სხვა კლუბებსა და ფეხბურთელებს. იმედი მაქვს, რომ ამ თემაზე სხვა დროს დაგელაპარაკებით, ახლა კი შეუფერებელი დროა. პსჟ-ს გააჩნია ამბიცია, რომ გუნდში ჰყავდეს საქვეყნოდ ცნობილი ვარსკვლავები, ეს ჩვენი რეპუტაციისთვის ძალიან კარგია. კლუბი მუდმივად ძიებაშია, რათა ისეთი შემსრულებლები ჰყავდეს, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი ოცნებების რეალობად ქცევა", - განაცხადა ყატარელმა ფუნქციონერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
ნამდვილად არ მშურს ნეიმარისა,აქეთ ბარსელონა და ზღაპრული ტრიო,იქით უზარმაზარი შემოსავალი,აირჩიე,თუ ბიჭი ხარ.
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ორი ამოცანა - რას გეგმავს პსჟ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე?
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
"მას, როგორც ფეხბურთელსა და როგორც ადამიანს, ვაღმერთებ" - პსჟ-ის პრეზიდენტი თავისი გუნდის მოთამაშეზე
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"მას ჩემი ცოლი უფრო აინტერესებდა, ვიდრე მე" - ხესემ ალ ხელაიფზე ისაუბრა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
პსჟ-ს პრეზიდენტმა სუპერლიგის დახურვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ" - ალ-ხელაიფიმ პსჟ-ს მოთამაშე გამოარჩია
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა