იტალიურ მედიაში დაიბეჭდა წერილი, რომელშიც ავტორი ასაბუთებს, რომ იტალიაში ვიდეორეფერის დანერგვას, შესაძლოა, ნეგატიური შედეგები მოჰყვეს...
იტალიურ მედიაში დაიბეჭდა წერილი, რომელშიც ავტორი ასაბუთებს, რომ იტალიაში ვიდეორეფერის დანერგვას, შესაძლოა, ნეგატიური შედეგები მოჰყვეს...

...ვიდეორეფერი, ეს არის იდეა, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, იტალიაშიც განხორციელდება. იდეა, რომლისგანაც ხალხი ძალიან ბევრს ელის. ზოგიერთის აზრით, ის დაასრულებს იტალიურ საკლუბო ფეხბურთში "იუვენტუსის" ჰეგემონიას, რომელსაც ვიდეორეფერი ადამიანი-რეფერის დარად ვეღარ დაეხმარება. ბევრი მიიჩნევს, რომ ასევე დაესმება წერტილი საეჭვო მატჩებსა და ასეთივე ეპიზოდებს. სოლიდური ნაწილი კი ფიქრობს, რომ ვიდეორეფერის დანერგვა სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს.

აქ არ არის ლაპარაკი პრინციპულ წინააღმდეგობაზე. შეიძლება არც ვიდეოგანხილვის გამო თამაშის შეწყვეტა იყო ტრაგედია, მაგრამ მთავარი მინუსი ის არის, რომ ნდობის დეფიციტი, რომელიც იტალიურ ფეხბურთში ძალიან აშკარაა, უფრო გამძაფრდება და გაღრმავდება.

იტალიაში არაერთი საფეხბურთო გადაცემა კეთდება და მათი ძირითადი განხილვის საგანი საფეხბურთო მატჩებია. თითოეული საეჭვო ეპიზოდი 10 რაკურსით მაინც შუქდება და საზოგადოება ბოლოს მაინც ვერ მიდის ერთიან გადაწყვეტილებამდე, რა და როგორ იყო, მართალი გახლდათ თუ არა მსაჯი ამა თუ იმ ეპიზოდში და ასე შემდეგ.

და რა მოხდება მაშინ, თუ ვიდეორეფერის გამოყენების შემდეგ მიღებული იქნება კვლავ არაერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება? ეს ხომ კიდევ გამოიწვევს განხილვების ახალ ნაკადს? იქ ხომ მსაჯი მხოლოდ ერთი რაკურსიდან ხედავს ეპიზოდს? განა, ეს გამორიცხავს შეცდომების დაშვების ალბათობას? მაშინაც ხომ გაგვიჩნდება შეგრძნება, რომ მსაჯი მიკერძოებულია?

ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ ფეხბურთში ყველა ინციდენტი ერთნაირი შინაარსის არ არის. ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო შეცდომა და მერე მცდელობა ამ შეცდომების მინიმუმამდე დაყვანისთვის. ზოგადად, თამაშის წესები არ არის ისეთი ერთმნიშვნელოვანი, როგორც სხვა სპორტულ სახეობებში, მაგალითად - ხელბურთში.

ახლახან ვიდეოგამეორება უკვე გამოიყენეს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატსა და კონფედერაციათა თასზე. კითხვის ნიშნები მაინც დარჩა. მაგალითად, კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში ჩილეს უარი ეთქვა 11-მეტრიანზე.

ასევე ყველას ახსოვს, რა მოხდა ფინალში, რომელშიც ერთმანეთს გერმანიისა და ჩილეს ნაკრებები შეხვდნენ. ვგულისხმობთ გონსალო ხარასთან დაკავშირებულ ეპიზოდს, როცა არბიტრმა მიორად მაჟიჩმა ვიდეორეფერით ისარგებლა, მაგრამ... მაინც არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ეს მაინც კონფედერაციათა თასი იყო, თუმც მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც არა - ტოპ-ტურნირი. და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რამ გაცილებით მნიშვნელოვან ტურნირებზე მოხდება? აი, მაშინ კი ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და გულშემატკივრების რეაქცია გაცილებით მკაცრი იქნება. სასწორზე ხომ ბევრი რამ დაიდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველა დიდ სტადიონზე უკვე დამონტაჟებულია ეკრანები და ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, თანაც - რამდენიმე რაკურსით.

იმავე კონფედერაციათა თასმა ისიც გამოაჩინა, რომ ვიდეორეფერის გამოყენების წესები ძალიან არაერთგვაროვანია. ძალიან ხშირად მსაჯები არ უყურებენ იმ ეპიზოდს, რომელიც აშკარად მოითხოვს ყურადღების გამახვილებას. შეუიარაღებელი თვალითაც კი ცხადად ჩანდა, რომ ყურადღება ნაკლებად მახვილდებოდა იმ ეპიზოდებზე, რომლებიც ხდებოდა საჯარიმო მოედნიდან მოშორებით.

ერთი სიტყვით, იტალიურ ფეხბურთში ვიდეორეფერის დამკვიდრება ვერ იქნება პრობლემის ბოლომდე მოგვარების გზა. ვიღაც უთუოდ ჩათვლის, რმ მსაჯი-რობოტი კვლავ "იუვენტინოა" და ტურინული კლუბის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს...

ალბათ, კიდევ მეტი ზრუნვა და ფიქრია საჭირო იმისთვის, რომ ადამიანური რესურსი ტექნოლოგიებს შევუხამოთ. თუნდაც იმისთვის, რომ კიდევ უფრო ნაკლები კითხვის ნიშანი დარჩეს ზოგადად ფეხბურთში, ვიდრე დღეს არის.

დღევანდელ მსოფლიოში ყველაფერი უმჯობესდება და სულაც არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ამ საკითხშიც გავხდეთ პროგრესის მოწმენი. ეს საქმეს სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

oooooo
მეც მაგას ვამბობ, მიბაძონ რაგბს
Jeko
ვიდეო რეფერი აუცილებლად უნდა დაინერგოს. მინიმუმამდე დაიყვანს შეცდომებს
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება