ბალტიის თასზე გამოსვლა დაასრულა საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ

ბალტიის თასზე გამოსვლა დაასრულა საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ, რომლის'"ტარტუ როკმა" შინ ლატვიის "ვენტსპილსთან" 61:62 დათმო. ეს გახლდათ მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი. პირველი შეხვედრა ლატვიაში მასპინძლებს ჰქონდათ მოგებული 84:77, სერია კი 2 გამარჯვებამდეა.

ტარტუში გამართული მატჩი ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა სირენამდე 3 წუთით ადრე მარეკ დორონინის სამქულიანის შემდეგ "როკერებმა" 6-ქულიანი ფორა მოიპოვეს. ასე არ უნდაო - თქვეს ვენტსპილსელებმა და ერთმანეთს სამი სამქულიანი მიაყოლეს. ამის მიუხედავად "როკი" გამარჯვებასთან მაინც ახლოს იყო: სირენამდე 7 წამით ადრე ცინცაძე საჯარიმოს ხაზზე დადგა, ორივე ტყორცნა ზუსტად შეასრულა და - 61:60. ლატვიელთა მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო, დარჩენილ 7 წამში "ვენტსპილსის" სწრაფი შეტევა რაშად ანდერსონმა ორქულიანით დაასრულა და სტუმრები ბალტიის თასის ნახევარფინალში გაიყვანა.

გიორგი ცინცაძემ მოედანზე 19 წუთი გაატარა, 6 ქულა (7-დან 2 ორქულიანი, 3-დან 0 სამიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 2-2 ჩაჭრა-პასი და 1 მოხსნა მოაგროვა. საინტერესოა, რომ მატჩის ბომბარდირი "როკერი" ტიმო ეიჩფუსი 12 ქულით გახდა.

აქვე გაგაცნობთ ბალტიის ლიგაზე ცინცაძის სრულ მონაგარს: 23 მატჩი, საშუალოდ 21:40 წუთი, 9.5 ქულა, 2.9 მოხსნა, 2.9 პასი, 1.2 ჩაჭრა, 2.1 ფოლი, 2.7 შეცდომა.

ევროჩელენჯისა და ბალტიის თასის მოსტუმრების შემდეგ "ტარტუ როკი" ესტონეთის ჩემპიონატს შერჩა, სადაც მთავარ ფავორიტად ითვლება.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა