გუშინ გლდანში ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის სპორტ-კომპლექსში საქართველოსMეროვნული ჩემპიონატის მე-3 წრის ბოლო შეხვედრები დასრულდა.

გუშინ გლდანში ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის სპორტ-კომპლექსში საქართველოსMეროვნული ჩემპიონატის მე-3 წრის ბოლო შეხვედრები დასრულდა. პირველობაში მონაწილე 6 გუნდიდან გორის ხელბურთელებმა ფინანსური პრობლემების გამო მონაწილეობა ვერ მიიღეს. კონკურსგარეშე ტურნირში მეექვსე გუნდად მონაწილეობდა აზერბაიჯანის ახალგაზრდული ნაკრები.

მესამე ტურში ლიდერობა არავის დაუთმო ბოლო წლების გამარჯვებულმა “თბილისისა” და აგრარული უნივერსიტეტის გაერთიანებულმა გუნდმა. 18 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს ქუთაისელმა ხელბურთელებმა, თსუ-მ და “ქარიშხალამ” 13-12 ქულით მე-3 და მე-4 ადგილები გაინაწილეს, მე-5 ადგილს დასჯერდა “ბათუმი” – 11 ქულით. ტურნირში კონკურსგარეშე მონაწილე აზერბაიჯანელებმა მხოლოდ 7 ქულა მოაგროვეს.

საქართველოს ჩემპიონატზე, ქართველ ხელბურთელთა მომზადებასა და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ ამავე ტურნირის მთავარ მსაჯ გურამ ძაგანიას ვესაუბრეთ.

- სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურში გორის გუნდმა უსახსრობის გამო ვერ იასპარეზა. უმთავრესი მიზეზი, რის გამოც მათ ტურნირში მონაწილეობა ვერ მიიღეს, საჭირო თანხის არქონა იყო. სამწუხაროდ, გორში შესაბამისი სახსრები ვერ გამოინახა.

- აზერბაიჯანის ახალგაზრდული ნაკრები საქართველოს პირველობაზე როგორ მოხვდა?

- აზერბაიჯანის ხელბურთის ფედერაციასთან მჭიდრო კავშირები გვაქვს. როდესაც მათ გაიგეს, რომ გორის გუნდი უფულობის გამო ტურნირს გამოეთიშა, პირველობაში მონაწილეობის მიღების თხოვნით მოგვმართეს. მათი ნაკრები მონაწილეობას დარჩენილ ორ ტურშიც მიიღებს.

- საქართველოს პირველობას ხელბურთის ფედერაცია თავად ხელმძღვანელობდა?

- ტურნირში მონაწილე გუნდების მიღება, მათი დაბინავება, კვება - ყველაფერი საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ უზრუნველჰყო.

- თუმცა, ქართული ხელბურთს ნამდვილად არ ულხინს.

- იმის მიუხედავად, რომ ხელბურთი საქართველოში დიდ გასაჭირშია, სასიკეთო ძვრებიცაა.

- წარმატებისთვის საჭიროა ნიჭიერი თაობა. ამ ხრივ რა მდგომარეობა?

- ცუდი ისაა, რომ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობენ პატარა ასაკის ხელბურთელები, 17-18 წლის ბიჭები, არადა ჩემპიონატი მოწიფული ხელბურთელებით უნდა შეივსოს.

- სკოლებში სპორტის გაკვეთილების შეტანა ხელბურთის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს?

- განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტი, ქართული ხელბურთის გამოცოცხლებას ხელს შეუწყობს. საქართველოს მაშტაბით 200-მდე სკოლამ არჩევანი ხელბურთზე გააკეთა. გუნდები აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონად დაყოფილ ჯგუფებში გადანაწილდებიან და ტურნირში ჩაებმებიან.

- ეს სიახლე ნიჭიერი თაობების გამოვლენას შეძლებს?

- დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. მთავარია, თაობებს შორის ჩავარდნა არ მოხდეს. სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა ქართულ ხელბურთში მოწიფული ასაკის ვაჟები, თავისი საქმის პროფესიონალები მონაწილეობდნენ. ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობა ლეგიონერია, თუმცა ნაკრების წევრები საქართველოს პირველობაშიც ასპარეზობენ. ლეგიონერები, როგორც პროფესიონალები წლის განმავლობაში ადგილობრივ ხელბურთელებისგან განსხვავებით გაცილებით მეტ შეხვედრებს მართავენ.

- სეზონის განმავლობაში 25 შეხვედრა ხელბურთელისთვის ცოტა არაა?

- 25 მატჩი ხუთი წრის ფარგლებში იმართება, რა თქმა უნდა, ცოტაა. იმისათვის, რომ ძლიერი ტურნირი გვქონდეს საჭიროა 50 შეხვედრის ჩატარება.

- პირველობის ლიდერი გუნდები საერთაშორისო ტურნირებზეც ასპარეზობენ?

- საქართველოს პირველობაზე გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში ჩაებმება. მეორე ადგილოსანი თასების თასებზე იასპარეზებს, ხოლო მესამე ადგილოსანი ევროპის საერთაშორისო ფედერაციის თასზე. ბოლო წლების შედეგებს თუ გადავხედავთ, სამწუხაროდ, ჩვენი ხელბურთელები საერთაშორისო ტურნირებს პირველივე წრეში ეთიშებიან, რადგან მეტოქეებს გაცილებით დიდი გამოცდილება აქვთ.

თ მ წ ფ ქ

1. სსაუ/თბილისი 15 15 0 0 30

2. ქუთაისი 15 9 6 0 18

3. თსუ 15 5 8 2 13

4. ქარიშხალა 15 6 9 0 12

5. ბათუმი 15 4 8 3 11

სალომე ხარატიშვილი

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა