ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვინჩენცო მონტელა: "მილანში" ახალი ერა იწყება!

ვინჩენცო მონტელა: "მილანში" ახალი ერა იწყება!

მწვრთნელი ოპტიმისტია
დღეს, ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "მილანი" რუმინულ "კრაიოვას" უმასპინძლებს. "როსონერის" პირველი მატჩი 1:0 აქვს მოგებული და, დიდი ალბათობით, ამ წყვილში ყველაფერი გადაწყვეტილია, მაგრამ თუ იტალიურ მედიას ვენდობით, სტადიონზე სანთლით საძებარი იქნება თავისუფალი ადგილი.

საქმე ის არის, რომ ბოლო წლებში პირველად, "მილანს" ნაყოფიერი სატრანსფერო კამპანია ჰქონდა და, წესით, მომავალ სეზონში მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს. რუმინულ კლუბთან საშინაო მატჩი კი ახალი "მილანის" ერთგვარი საშინაო პრეზენტაციაა. აი, რას ამბობს გუნდის თავკაცი ვინჩენცო მონტელა:

"აქ დიდი ხანია, ვარ და ზუსტად ვიცი, რას ითხოვენ ჩვენგან გულშემატკივრები. ბოლო წლებში "მილანი" ვერ თამაშობდა ისე, როგორც ეს მის ისტორიას ეკადრება და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, ველოდები კარგ და ბოლო სეზონებისგან განსხვავებულ კამპანიას ჩვენი დიდი კლუბისთვის.

სატრანსფერო ბაზარზე ძალიან ვიაქტიურეთ და ახლა ეს ყველაფერი მინდორზე უნდა აისახოს. ჩვენ შეგვწევს ამის ძალა. მოხარული ვარ, რომ ყველანი ვართ მონაწილენი იმ ახალი ერისა, რომელიც იწყება კლუბის ცხოვრებაში. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს აქ მუშაობა, თუმცა ვიცი ისიც, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა გაზრდილია და ჩვენი თამასა ძალიან მაღლაა აწეული. ყველას მუშაობა, ფეხბურთელისა თუ მწვრთნელის, ფასდება შედეგით და ნებისმიერ შემთხვევაში ეს შედეგი უნდა იყოს კარგი, მით უმეტეს, იმ ფეხბურთელებით, რომლებიც დავიმატეთ...

რაც შეეხება მეტოქეს, პირველმა მატჩმა დაგვარწმუნა, რომ საქმე გვაქვს კარგად ორგანიზებულ მოწინააღმდეგესთან, რომელიც სივრცეებს არ გიტოვებს დაცვაში და უპირატესობას ანიჭებს სწრაფ კონტრშეტევებს. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი კვლავ გამარჯვებაა, მით უმეტეს, ჩვენი გულშემატკივრის თვალწინ, რომელიც ბევრს იმსახურებს.

...კაპიტანი აქამდე ყოველთვის გუნდის შიგნით ირჩეოდა. კლუბის ახალმა მეპატრონეებმა მთხოვეს მე, რომ აგვერჩია კაპიტანი იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც "მილანს" ახლა შეუერთდნენ. ეს იქნება იმ კურსის სარგებლიანობის ხაზგასმა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. ჯერ დრო მჭირდება, ამ თემაზე არ ჩამოვყალიბებულვარ...

...დონარუმა? ის ძალიან მონდომებულია. როგორც იცით, მან ძალიან ბევრი გადაიტანა მთელი ზაფხულის განმავლობაში. სულ ყურადღების ქვეშ იყო და, ცხადია, ამას თან სდევს გარკვეული სტრესი. ამასთან ერთად, ეს იყო ერთობ სასარგებლო გამოცდილება მისთვის. ვამჩნევ, რომ დონარუმა აშკარად გაიზარდა...

რაც შეეხება სატრანსფერო ამბებს, ჩვენ ვმუშაობთ კიდევ ერთი თავდამსხმელის მოსაყვანად, მაგრამ არ ვჩქარობთ. გვინდა, ყველაფერი გავაანალიზოთ და ისე მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. ანდრე სილვა ახლახან შეუერთდა გუნდს და მას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დრო ადაპტაციისთვის. პატარა პრობლემა ჰქონდა თითზე, მაგრამ ყველაფერი მოგვარდა...

...ჰაკან ჩალჰანოღლუს ბოლოს სათამაშო პრაქტიკა აკლდა, მაგრამ ის თავდადებით მუშაობს ამ ხარვეზის გამოსასწორებლად და მჯერა, რომ შედეგს მივიღებთ. ჰაკანი დიდი ტალანტია - ამის თქმა ახლავე შემიძლია!..

სუსო გუნდთან ერთადაა. მას ჰქონდა ტრავმა და ეს ხელს უშლიდა ვარჯიშში. ახლა ის ბოლომდე იტვირთება და მე მომწონს, თუ როგორ იხარჯება ვარჯიშებზე. მას სჭირდება სათამაშო პრაქტიკა და სუსო ხელს მიწყობს იმაში, რომ უფრო მეტი არჩევანი მქონდეს...

...ისევ დონარუმას დავუბრუნდები. დარწმუნებული ვარ, როგორც მისთვის, ისე მთელი გუნდისთვის, ძალიან სასარგებლო და წარმატებული იქნება "კრაიოვასთან" მატჩი. დონარუმამ თავისი საქციელით ნათლად აჩვენა, რომ მას ძალიან უყვარს "მილანი" და ის ამისთვის დიდ პატივისცემას იმსახურებს - როგორც ჩვენი, ისე გულშემატკივრების მხრიდან...

ანშლაგი "სან სიროზე"? ეს დიდებული იქნება! ეს იქნება დამატებითი მოტივაცია როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ფეხბურთელებისთვის. მინდორზე გავლენ ფეხბურთელები, რომლებიც ბოლომდე იქნებიან მზად. ამასთან, არ მინდა, ეს იყოს ზედმეტი წნეხი ფეხბურთელებისთვის.

დარჩება თუ არა პატრიკ კუტრონე? ბევრს გაუკვირდა, რომ პირველ მატჩში ის ძირითადში დავაყენე. მე მომწონს მასთან მუშაობა, ის სწრაფად იზრდება და გაცილებით უკეთესია, ვიდრე თუნდაც შარშან იყო", - თქვა ვინჩენცო მონტელამ პრესკონფერენციაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს

ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს

მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა

ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს

"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს

თურქეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ

ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!

გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს

ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო

მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა