ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ამბები

ამბები

შარაპოვა სტენფორდს გამოეთიშა
შარაპოვა სტენფორდს გამოეთიშა

რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ განაცხადი გამოიტანა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სტენფორდის ტურნირიდან. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ამის მიზეზად მარცხენა ხელის ტრავმა დაასახელა.

შარაპოვამ მოასწრო სტენფორდში პირველი წრის მატჩის ჩატარება, რომელშიც სამ სეტში მოუგო ამერიკელ ჯენიფერ ბრეიდის (6:1, 4:6, 6:0), მაგრამ მეორე რაუნდში უკრაინელი ლესია ცურენკოს წინააღმდეგ ვეღარ შეძლო კორტზე გასვლა.

ვავრინკა ორ მასტერსს გამოტოვებს

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა, შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ განაცხადები გამოიტანა მონრეალისა და ცინცინატის "მასტერსებიდან". ამის მიზეზი მუხლის ტრავმაა.

"მრავალრიცხოვანი გაუმჯობესებისა და გართულებების შემდეგ, ექიმებთან და ჩემს გუნდთან კონსულტაციების შედეგად, გადავწყვიტე არ გავემგზავრო კანადასა და ცინცინატიში. არ მინდა გავრისკო ჯანმრთელობით, არადა, მონდომებით ვემზადებოდი ამ ტურნირებისთვის", - დაწერა სტენმა "ფეისბუქზე".

ვავრინკამ ბოლო მატჩი ამ სეზონში უიმბლდონზე ითამაშა, როცა პირველივე წრეში წააგო რუს დანიილ მედვედევთან.

მონრეალის ტურნირი 7-13 აგვისტოს გაიმართება, ცინცინატის - 13-20 აგვისტოს.

46 წლის დატე WTA-ს ტურნირზე ითამაშებს

მსოფლიოს ყოფილმა მეოთხე ნომერმა, იაპონელმა კიმიკო დატე-კრუმმა სპეციალური მიწვევა მიიღო WTA-ის იაპონური ტურნირიდან, რომელიც 11-17 სექტემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ტურნირის დასრულებიდან 11 დღის შემდეგ, დატეს 47 წელი შეუსრულდება.

იაპონელ ჩოგბურთელს პროფესიულ ტურში დებიუტი 1989 წელს ჰქონდა. მთელი კარიერის განმავლობაში, დატეს ტოკიოში ოთხჯერ აქვს მოგებული ტიტული.

დღეისთვის, კიმიკოს 1197-ე ადგილი უკავია მსოფლიოს რეიტინგში.

ნიუ ჯერსი ელიაშს დააფასებს

ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბი "ნიუ ჯერსი" სამუდამო მფლობელობაში გადასცემს 26-ნომრიან მაისურას თავის ყოფილ ფორვარდს პატრიკ ელიაშს, - იტყობინება NBC Sports. შესაბამისი ცერემონია 2018 წლის 24 თებერვალს გაიმართება, როცა "დევილზი" საშინაო მატჩს გამართავს "ნიუ იორკ აილენდერსის" წინააღმდეგ.

ჩეხმა ელიაშმა ამა წლის მარტში, ტრავმების გამო დაასრულა კარიერა. ის პირველი ფორვარდი იქნება, რომლის ნომერსაც ხმარებიდან ამოიღებს "დევილზი".

"ნიუ ჯერსის" რიგებში ელიაშმა 20 სეზონი გაატარა, 1240 მატჩი ჩაატარა და 1025 ქულა (408+617) დააგროვა. ჩეხი "ნიუ ჯერსის" რეკორდსმენია ქულების, გოლებისა და შედეგიანი პასების რაოდენობით.

ბოტასს ლუისის ჩრდილში არ უნდა

"მერსედესის" ფინელმა პილოტმა ვალტერი ბოტასმა აღნიშნა, რომ ასევე ფიქრობს წლევანდელ სეზონში ჩემპიონობაზე. მისი სიტყვებით, გუნდი არ ყოფს პილოტებს პირველ და მეორე ნომრებად.

"გუნდმა თავიდანვე მიგვანიშნა, რომ ორივე პილოტს პატივს სცემს, - მოჰყავს Bild-ს ბოტასის სიტყვები. - ერთნაირ ტექნიკას ვიღებთ, ჩვენ არ გვყავს პირველი და მეორე პილოტები. ვიბრძვი ჩემპიონის ტიტულისთვის, რადგან ეს მნიშვნელოვანია ჩემი კარიერისთვისაც. არ მინდა ჰემილტონის ჩრდილში ყოფნა. მეც მაქვს ჩემპიონობის შანსი. წინ ცხრა რბოლაა. ვფიქრობ, შემიძლია გავუსწრო ლუისსა და სებასტიან ფეტელს. ეს უკვე გამიკეთებია მიმდინარე სეზონში. ვგრძნობ, რომ უკეთესი ვხდები. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩემი კონკურენტები ჩემზე ძლიერები არიან".

სიოსტრიომის ახალი რეკორდი

ცოტა ხნის წინ დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა გმირმა, შვედმა სარა სიოსტრიომმა მოსკოვში, მსოფლიოს თასის ეტაპზე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში. მისი შედეგი იყო - 23.10 წამი.

დავამატებთ, რომ ამ მომენტისთვის სიოსტრიომს ეკუთვნის მსოფლიოს კიდევ სამი რეკორდი: 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში და 50 და 100 მეტრზე ბატერფლაიში. ეს საუკეთესო მაჩვენებლია ქალთა ცურვაში.

ჯორდანი ლებრონსა და კობის არ აღიარებს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდამ მაიკლ ჯორდანმა განაცხადა, რომ არ მიაჩნია ლებრონ ჯეიმსი და კობი ბრაიანტი ლიგის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეებად. "ჩიკაგოს" ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ბრაიანტი მისთვის უმცროსი ძმასავითაა.

"განვიხილავ თუ არა ლებრონსა და ბრაიანტს NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეების რანგში? არა, - ამბობს ჯორდანი. - კობიმ ხუთი ტიტული მოიგო, ლებრონმა - მხოლოდ სამი. მე ბრაიანტზე უკეთესი ვარ? ის ჩემთვის უმცროსი ძმასავითაა.

თქვენ გყავთ უმცროსი ძმა? უფროსი? თქვენ უკეთესი ხართ უფროს ძმაზე? აი, ხედავთ. მეც ვფიქრობ, რომ ბრაიანტზე უკეთესი ვარ".

გია თვალაბეიშვილი

შიკის გული

"იუვენტუსის" პოტენციური ახალწვეული, პატრიკ შიკი ორშაბათს კიდევ ერთ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელი 30 მილიონ ევროდ გადავიდა ტურინულ კლუბში, მაგრამ პირველმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ გულთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე ვერ აქვს.

ამასობაში, იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ტურინულ კლუბს ძალიან უნდა, ხელში ჩაიგდოს "პარი სენ ჟერმენის" ცენტრალური ნახევარმცველი ადრიან რაბიო. ეგაა, ფრანგული გრანდი ფეხბურთელის გაყიდვის სასტიკი წინააღმდეგია.

ჯერჯერობით, არ ხმაურდება თანხა, რომელიც "ბებერმა ქალბატონმა" შეიძლება შესთავაზოს ფრანგულ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ. რაბიო პსჟ-ს საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და, წესით, ფრანგები მას იოლად არ შეელევიან.

რამირესი ამაყია

ურუგვაის ნაკრების წევრმა გასტონ რამირესმა სამედიცინო შემოწმება გაიარა "სამპდორიაში" და ახლა ოფიციალურად შეგვიძლია, ამ კლუბის ფეხბურთელად მოვიხსენიოთ. თავის დროზე, რამირესი უდიდეს ტალანტად ითვლებოდა, თუმცა იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა.

სხვადასხვა დროს, მას "პენიაროლში", "ბოლონიაში", "საუთჰემპტონში", "ჰალსა" და "მიდლსბროში" უთამაშია. ფეხბურთელის თქმით, ის ამაყია იმის გამო, რომ გენუელთა ღირსებას დაიცავს.

"ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში ჩარიცხვა. მე ვიცი მისი დიდი ისტორია და ისიც, თუ როგორი შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს ამ კლუბს. ჩემი მიზანია, გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო", - თქვა ურუგვაელმა.

უარი მილანს, მხოლოდ ატლეტიკო!

დიეგო კოშტას ინტერესების დამცველმა რიკარდო კარდოსომ განაცხადა, რომ ბრაზილიელი წარმოშობის ესპანელი არამც და არამც არ წავა "მილანში". არადა, განახლების გზაზე მდგარ "როსონერის" ფეხბურთელის გადაბირების ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რადგან ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ძალიან უჭირს.

"ერთადერთი გუნდი, რომელშიც დიეგო კოშტა ითამაშებს, არის მადრიდის "ატლეტიკო". მისი გული ამ კლუბშია და მას უნდა, რომ კიდევ ერთხელ შეხვდეს ამ გუნდის ქომაგებს, რომელთაც ის უსაზღვროდ უყვართ. ამიტომ, ყველას ძალიან გთხოვთ, დასრულდეს სპეკულაციები ამ თემაზე. კოშტა არამც და არამც არ გადავა "მილანში". ეს თემა ერთხელ და საბოლოოდ დავხუროთ. დიეგო ყოველთვის საკუთარ გულს ეკითხება და არჩევანს ისე აკეთებს", - თქვა კარდოსომ.

ალეკო კაკაურიძე

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა