რვა აგვისტოდან თბილისში 24 ქვეყნის 19-წლამდელი ხელბურთელები მოიყრიან თავს მსოფლიოს ჩემპიონატში საასპარეზოდ
რვა აგვისტოდან თბილისში 24 ქვეყნის 19-წლამდელი ხელბურთელები მოიყრიან თავს მსოფლიოს ჩემპიონატში საასპარეზოდ. ისინი ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ. მასპინძლები თავიდან გერმანიას, ისლანდიას, იაპონიას, ჩილეს და ალჟირს გაუწევენ მეტოქეობას.

საქართველოს ნაკრები ამ შეჯიბრებისთვის კარგა ხანია, მონდომებით ემზადება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სახელბურთო ზეიმის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს ბექა ორჯონიკიძეს ვესაუბრეთ.

- საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავს, თუმცა მსოფლიოზე სუსტი ჯგუფი არ არსებობს, წარმატების მისაღწევად ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ბოლომდე უნდა დაიხარჯო. ჩვენც საამისოდ მზად ვართ.

- კონკურენტებს თუ იცნობთ?

- ბევრი რამ ვიცით გერმანიისა და ისლანდიის ნაკრებებზე, ნანახი გვაქვს იაპონელთა რამდენიმე თამაში, ჩილესა და ალჟირზე შედარებით მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება, არადა, 8 აგვისტოს პირველი სწორედ ალჟირელებს უნდა შევხვდეთ. მართალია, რთულად შესასრულებელი ამოცანაა, მაგრამ ჩვენ რეალურად შეგვიძლია ჯგუფური ეტაპის გადალახვა. პროგრამა მინიმუმიც სწორედ პლეი ოფში გასვლაა. მაქსიმალური მობილიზებითა და საკუთარ კედლებში ქომაგთა აქტიური მხარდაჭერით ეს არ უნდა გაგვიჭირდეს. არც ის არის გამორიცხული, ქართველ გულშემატკივრებსა და სტუმრებს სიურპრიზიც შევთავაზოთ.

- უშუალოდ ჩემპიონატისთვის მზადებაზე რას იტყვით?

- შვიდი თვეა, მიზანმიმართულად ვემზადებით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. საამისოდ ფედერაცია დიდად გვიწყობდა ხელს. ეროვნული ჩემპიონატის მსვლელობისას ნაკრების წევრები თავიანთ გუნდებში იმაღლებდნენ ოსტატობას, შესვენებისას კი ერთად ვიკრიბებოდით.

ძალიან დაგვეხმარა ივნისში ბულგარული ტურნირი: ჯგუფში ლუქსემბურგთან წავაგეთ, მაგრამ მერე დიდ ბრიტანეთსა და მალტას ვაჯობეთ და მეოთხედფინალში გავედით, სადაც თურქეთთან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. საბოლოოდ, მე-8 ადგილი დავიკავეთ. მართალია, შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ უცხოურ გუნდებთან პაექრობებში ჩვენმა ბიჭებმა გამოცდილება შეიძინეს, ბრძოლისუნარიან გუნდად ჩამოვყალიბდით.

ვფიქრობ, რომ თბილისში ქომაგებს არ გავაწბილებთ - ბრძოლას, ჟინს და თავდადებას ვპირდებით. როგორც აღვნიშნე, სავსე ტრიბუნების იმედიც გვაქვს, აქტიური მხარდაჭერა მოთამაშების დასამუხტად აუცილებელია.

- ჩემპიონატამდე ოთხი დღეღა დარჩა...

- ამჟამად თბილისში ბაზაზე ვართ და სასტუმრო "ბომონდ გარდენში" ვცხოვრობთ, დასვენებისა და ძალების აღსადგენად იდეალური პირობებია შექმნილი. ჯერჯერობით გუნდში 19 ხელბურთელია. მათგან უშუალოდ შეჯიბრების წინ, 7 აგვისტოს, განაცხადში 16 შევა. ტურნირის მსვლელობისას 3 ცვლილებაა შესაძლებელი. ასეთი მასშტაბური გუნდური შეჯიბრება ჩვენს ქვეყანაში არასდროს გამართულა. დარწმუნებული ვარ, სპორტულ შედეგთან ერთად მის ორგანიზებასაც ღირსეულად შევძლებთ.

ნაკრების კალენდარი

8 აგვისტო: 19:00 საქართველო-ალჟირი

9 აგვისტო: 18:00 იაპონია-საქართველო

11 აგვისტო: 18:00 ისლანდია-საქართველო

12 აგვისტო: 18:00 საქართველო-გერმანია

14 აგვისტო: 18:00 საქართველო-ჩილე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
U19. საქართველო-იაპონია 22:30 - დაუოკებელი სუეოკა და გაწბილებული მასპინძლები
U19. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ნორვეგიასთან წააგო
ჯერ პლეი-ოფი, მერე სიურპრიზიც - დღეს თბილისში 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
U19. საქართველო-გერმანია 25:41- ჩილე ბოლო შანსია
U19. საქართველო-ალჟირი 28:24 - ისტორიული გამარჯვება
U19. საქართველო-ჩილე 24:29 - მხოლოდ პრეზიდენტის თასისთვის იბრძოლებენ