ევროპის ჩემპიონი სპონსორის გარეშე - ინტერვიუ ნანა ძაგნიძესთან
დიდოსტატ ნანა ძაგნიძისთვის წლევანდელი სეზონი საჭადრაკო კარიერის გვირგვინია. თუმცა წელიწადი ჯერ არ დასრულებულა და წინ კიდევ სამი უმაღლესი რანგის შეჯიბრება ელის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ძაგნიძემ - ქართველ მოჭადრაკე ქალთაგან პირველმა მოიგო ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის ოქროს მედალი, მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში კი მესამე ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონი გაზეთ "ლელოს" სტუმარია:

- 2017 წლის სეზონი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებით დავიწყე. ამ შეჯიბრებას თებერვალში ირანის დედაქალქმა უმასპინძლა. თეირანში ტურნირი ნოკაუტსისტემით გაიმართა. ასპარეზობისთვის ხვიჩა სუპატაშვილი მამეცადინებდა.

სამი წრე წარმატებით გავიარე - ზედიზედ ვძლიე მონა ხალედს, ოლგა ზიმინასა და შენ იანს. მეოთხედფინალში ჰარიკა დრონავალის შევხვდი. შავებით მოსაგებ პოზიციაში უხეშად შევცდი - ფიგურა "დავსვი", რაც ძვირად დამიჯდა. მეორე დღეს თეთრებით წონასწორობა აღვადგინე, მაგრამ ტაიბრეიკებში 0,5:1,5 დავმარცხდი და შეჯიბრებას გამოვეთიშე.

- სამაგიეროდ, მსოფლიოს ჩემპიონატი ევროპისთვის მოსამზადებლად გამოგადგათ...

- გარკვეულწილად ასეც გამოვიდა. რიგაში გამგზავრებამდე ისევ ხვიჩასთან ვვარჯიშობდი. ვამუშავებდით შესაძლო ვარიანტებს. მწვრთნელი ჩემპიონატზე არ მყოლია, თბილისიდან სკაიპით მეხმარებოდა. შეჯიბრება კარგად დავიწყე - სამი პარტიიდან ყველა მოვიგე.

ტურნირს კარგად რომ იწყებ, მერე ხალისიც გემატება და ბრძოლის ჟინიც. ლატვიაშიც ასე იყო. ისე დავასრულე ჩემპიონატი, პარტია არ წამიგია - ექვსი შეხვედრა მოვიგე და ხუთი ყაიმით დავამთავრე. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მერვე და მეათე ტურების პარტიები სომეხ ელინა დანიელიანსა და პოლონელ მონიკა სოჩკოსთან არა მარტო იმიტომ, რომ ორივე მოვიგე, არაედ შემოქმედებითადაც.

- ჩემპიონატში როგორი განწყობით ჩაებით?

- საერთოდ, შეჯიბრებების გამორჩევას არ ვარ ჩვეული - ყველა პარტიაში ბოლომდე ვიხარჯები. სხვა საქმეა, როდის როგორ გამომდის. მთავარია, განწყობა და ჟინი გქონდეს, ყველა პარტიაში მოსაგებად იბრძოლო და, ამას თუ შეძლებ, წარმატებაც მოვა.

- რიგაში როდის იგრძენით, ჩემპიონობის მოპოვება რომ შეგეძლოთ?

- როცა ოქროს მედალი ჩამომკიდეს... ცხადია, ეს ხუმრობით. ისე, ბოლო სამი ტური ძალიან დაძაბული იყო. ოდნავ წაფორხილებასაც შეეძლო მიზნისგან ჩამოვეშორებინე. მე-11 ტურში რუს ნატალია პოგონინას შევხვდი. ანგარიშები მქონდა მასთან გასასწორებელი - თეირანში ფიდეს ქალთა გრან პრის ეტაპზე ბოლო ტურში სწორედ მასთან დავმარცხდი და პირველი ადგილი დავკარგე.

რიგაში პოგონინასთან შეხვედრისას ლაზიერი დამრჩა მისი სამი ფიგურის წინააღმდეგ. მუდმივი ქიშით ყაიმის მიღწევა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ პარტიას ვაჭიანურებდი, რადგან ბევრი რამ იყო დამოკიდებული მეორე ადგილზე მყოფ რუს ნატალია გორიაჩკინას და გერმანელ ელიზაბეტ პეტცის ორთაბრძოლაზე. როცა ისინი დაზავდნენ, მეც მალევე შევუთანხმდი მეტოქეს ყაიმზე და 8.5 ქულით ჩემპიონობა მოვიპოვე.

ამ გამარჯვებით, კიდევ ერთხელ, ევროპის მასშტაბით, ჩვენი ქვეყნის აღიარება მოხდა. ამით ძალიან კმაყოფილი და ამაყი ვარ. იმედია, რომ ეს წარმატება ახალ გამარჯვებებს ჩაუყრის საფუძველს.

- და მაინც, პროლოგი კურიოზული და სევდიანი გამოდგა...

- სამწუხაროდ, ასე იყო... ყველაზე დიდი წარმატება და ყველაზე მწარე დანაკარგი ერთდროულად მოვიდა. სასტუმრო "რედისონ ბლუს" საკონფერენციო დარბაზში მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიალზე ორგანიზატორებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ვერ ააჟღერეს. ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, ქართველი დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილი იძულებული გახდა, ჰიმნი საკუთარი მობილურიდან ჩაერთო.

ცერემონიის დასრულების შემდეგ ნომერში რომ დავბრუნდი, ტრაგიკული ამბავი გავიგე - მამა გარდამცვლია. რამდენიმე წელიწადი იავადმყოფა. 2015 წელს ჩაქვში სწორედ მის გამო ქალთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი მესამე ტურიდან მივატოვე. რიგაში ეს უმძიმესი ტრაგედია შეგნებულად დამიმალეს მეუღლის თხოვნით. მამა მაშინ გარდაცვლილა, მეცხრე ტურში უკრაინელ მსოფლიოს ექსჩემპიონ მარია მუზიჩუკს რომ ვხვდებოდი.

მამა იყო და დარჩება ჩემს უპირველეს ქომაგად. გული მწყდება, რომ ჩემს დიდ წარმატებას ვერ მოესწრო...

- ნანა, ხანტი-მანსიისკსაც ხომ ვერ გაიხსენებდით?

- მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა რუსებისა და ჩინელების შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა, რაშიც უდიდესი წვლილი ჩვენს გოგონებს მიუძღვით. ჩემი თამაშით კი უკმაყოფილო ვარ. ეტყობა, ტრაგედიას ბოლომდე ვერ მოვერიე.

- წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრება გელით - ვაჟთა მსოფლიოს თასი...

- ეს ასპარეზობა 2 სექტემბრიდან საქართველოს დედაქალაქში გაიმართება და პლანეტის უძლიერეს დიდოსტატებს მოუყრის თავს. ჯერ უცნობია, ვის შევხვდები, მაგრამ ტურნირისთვის ამ პაპანაქებაში ჩემს მწვრთნელთან ერთად უკვე ვემზადები თბილისში.

ფედერაციას სახსრები არა აქვს, სადმე შეკრებაზე გამგზავნოს, სპონსორი კი დღემდე ვერ გამოიძებნა. არადა, მსოფლიოს თასის შემდეგ წლის ბოლომდე კიდევ ორი შეჯიბრებაა - ევროპის გუნდური (საბერძნეთი) და საკლუბო (თურქეთი) ჩემპიონატები. ამ ტურნირებისთვისაც ხომ მჭირდება მომზადება?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სტატუს ქუო
უდიდესი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ამ ნიჭიერ, სამშობლოს და მშობლების მოყვარულ ღირსეულ ქალბატონს...
Vasili
Vaha she Kai kaco, chemi mogvare mainc Ar ayo! Ra arii Es satauri?! Cota orazrovnad xo ar gechveneba?! Saqartveloshi arapropesionalizmi absoliturad yvelgan da yvela speroshi igrznoba, (titqmis yvegan)....
ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2026" გაიმართა
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
ერთა ლიგაზე ფორმატი შეიცვალა - რა ახალი წესი დაამტკიცა UEFA-მ გუშინ გამართულ ყრილობაზე
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
სკანდალი - უკრაინელმა ფეხბურთელმა გუნდი თვითნებურად დატოვა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
უარი უკრაინას - ქოჩორაშვილის თანაგუნდელმა შოტლანდიის ნაკრებში თამაში არჩია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
დრესკოდი, შორტი და კოვალიოვი - ინტერვიუ ზურაბ აზმაიფარაშვილთან
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
პირველად ევროპის საჭადრაკო სამყაროში - დაჯილდოება "ევროპის ოქროს პაიკი" გაიმართება
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ჭადრაკი - მსოფლიო თბილისში, ოლიმპიადა ბათუმში
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
სკანდალი თბილისის მსოფლიოს თასზე: რატომ გააძევეს კანადელი დიდოსტატი?
ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირს მეორე ვადით უხელმძღვანელებს