ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად დღეს მეორე ვადით აირჩიეს ზურაბ აზმაიფარაშვილი.

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ არჩევნებში ქართველ მაღალჩინოსანს 50 დელეგატიდან 44-მა დაუჭირა მხარი.

აზმაიფარაშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2014 წლიდან მოღვაწეობს, დღეს გამართულ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი გახლდათ. ის თავის ახალ გუნდთან ერთად 2022 წლის ჩათვლით უხელმძღვანელებს ევროპის საჭადრაკო კავშირს.

ზურაბ აზმაიფარაშვილის გუნდში გენერალური მდივანი თოდოროს ჯორბაზოღლუ იქნება, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას გუნარ ბიორნსონი დაიკავებს, ვიცე-პრეზიდენტები კი დანა რეზნიცე-ოზოლა და იოჰან პოკშტაინერი იქნებიან.

„ყველა თქვენგანს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. განვლილი ოთხი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის გაანალიზების შემდეგ, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მეყარა კენჭი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე და მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მოვიპოვე თქვენი ნდობა.

ჩემს გუნდთან ერთად კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია და სწორედ აქედან მომდინარეობს ჩემი გუნდის სლოგანიც: „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“. თქვენ იცნობთ ჩემს პროგრამას და პროექტებს. ესკ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მოღვაწეობისას მე და ჩემმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით დავასრულეთ, ჩემს მთავარ მიღწევად კი მიმაჩნია ის, რომ ჩვენი ორგანიზაცია გახდა ერთსულოვანი.

დარწმუნებული ვარ მომდევნო ოთხი წელი უკეთესი იქნება. გამოწვევები დიდია, თუმცა ჩემს გვერდით დღეს ის ადამიანები არიან, რომლებთან ერთად წარმატება გარდაუვალია. მომდევნო ოთხ წელიწადში ჩვენ ევროპის საჭადრაკო კავშირს სხვა სიმაღლეზე გავიყვანთ“! - განაცხადა ზურაბ აზმაიფარაშვილმა.

მომზადებულია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საიტის მიხედვით

ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2026" გაიმართა
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"მამა მაშინ გარდაცვლილა, მსოფლიოს ექსჩემპიონ მუზიჩუკს რომ ვხვდებოდი..."
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
დრესკოდი, შორტი და კოვალიოვი - ინტერვიუ ზურაბ აზმაიფარაშვილთან
ჭადრაკი - მსოფლიო თბილისში, ოლიმპიადა ბათუმში
პირველად ევროპის საჭადრაკო სამყაროში - დაჯილდოება "ევროპის ოქროს პაიკი" გაიმართება
სკანდალი თბილისის მსოფლიოს თასზე: რატომ გააძევეს კანადელი დიდოსტატი?