ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიჟური კვირის საინტერესო ბოლო

გიჟური კვირის საინტერესო ბოლო

გერმანია. ბუნდესლიგა. XXVII ტურის წინ: იურგენ კლოპი და ”მაინცი” ანუ, დიდი ინტრიგა ტოპ-მატჩში
გერმანიის ჩემპიონატის 27-ე ტურში მთავარი თემა გადარჩენისთვის ბრძოლაა. ტრილოგია ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად გუშინ, მიონხენგლადბახის „ბორუსიასა“ და „კაიზერსლაუტერნის“ დაპირისპირებით დაიწყო, დღეს „აინტრახტისა“ და „ზანკტ პაულის“ ჯახით გაგრძელდება და ხვალ, „შტუტგარტისა“ და „ვოლფსბურგის“ დუელით დამთავრდება.

ტურის ცენტრალური მატჩი კი დღეს საღამოს გაიმართება, რომელშიც ლიდერი „დორტმუნდი“ მეხუთეადგილოსან „მაინცს“ მასპინძლობს. გარდა ამისა, ამ ტურში ორი დროებითი მწვრთნელის, ორი ყოფილი ასისტენტისა და ერთი ყოფილი მწვრთნელის დებიუტი შედგება ახალი დამრიგებლის რანგში: არმინ ფეეს გაგდების შემდეგ „ჰამბურგი“ დროებით მიხაელ იონინგმა ჩაიბარა, „შალკეს“ კი, სადაც ფელიქს მაგათი ოთხშაბათს დაიფრინეს (ხუთშაბათს ვოლფსბურგში დაინიშნა), ორშაბათამდე ზეპო აიხკორნი წვრთნის. ორშაბათიდან კი, როგორც იცით, გელზენკირხენულ კლუბს რალფ რანგნიკი მიხედავს. მაგათი კი „ვოლფსბურგში“ დაბრუნდა და მისი განმეორებითი დებიუტი ხვალ, ექს-კლუბ „შტუტგარტთან“ მატჩში შედგება...

ტრილოგიის მეორე ეპიზოდი: აინტრახტი თუ ზანკტ პაული?

მეცამეტედან, მეთექვსმეტე ადგილის ჩათვლით, ოთხ გუნდს ქულების თანაბარი რაოდენობა აქვთ, მათ შორის არიან „აინტრახტი“ და „ზანკტ პაული“, რომლებიც დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ფრანკფურტელებმა წინა ტურში, 2011 წელს პირველი გოლის გატანა მოახერხეს, მაგრამ ეს წარმატების მისაღწევად არ ეყოთ - „შალკესთან“ 1:2 დამარცხდნენ. ფრანკფურტელთა დამრიგებელ მიხაელ სკიბეს არაერთი საკადრო პრობლემა აქვს და გუშინ საღამომდე მან თვითონაც არ იცოდა, რომელი წამყვანი მოთამაშეები შეძლებენ დღეს მოედანზე გასვლას. სკიბემ მხოლოდ ის თქვა, იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა გამოჯანმრთელებას მოასწრებსო. „ზანკტ პაულიმ“ კი ერთი კვირის წინ „შტუტგარტთან“ წააგო და კიცელებიც ერთობ მძიმე მდგომარეობაში არიან.

ნიურნბერგი კურორტი არ არის

ბრემენის „ვერდერს“ ორი კვირის წინ თითქოს გამოცოცხლება დაეტყო, მაგრამ თომას შააფის გუდმა წინა ტურში აუტსაიდერ „გლადბახთან“ ორი ქულა დაკარგა და შესაბამისად, ბრემენელები ისევ დაზაფრულები არიან. შააფის გუნდი ამჯერად ნიურნბერგში ჩადის და რეაბილიტაცია სჭირდება, მაგრამ მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში ნიურნბერგი ყველაფერია, გარდა კურორტისა. თვითონ განსაჯეთ: მეორე წრის ცხრილში ფრანკები პირველ ადგილზე არიან, რვამატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და იმდენი ქნეს, რომ ახლა ევროპის ლიგის საგზურზეც კი ოცნებობენ. თანაც, „ნიურნბერგი“ სეზონის მეორე ნახევარში მაშინაც იგებს, როცა ცუდად თამაშობს ხოლმე. მაგალითად, მწვრთნელმა დიტერ ჰეკინგმა აღიარა, წინა ტურში ვოლფსბურგელებმა ნაღდად გვაჯობეს, მაგრამ ჩვენ უფრო გაგვიმართლა და მთავარიც ეგაა, რომ სამი ქულა ჩავიჯიბეთო.

რას იზამს ბაიერნი?

დეპრესიული მდგომარეობაა მიუნხენის „ბაიერნშიც“ - „ინტერთან“ წაგებისა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ რეკორდმაისტერში ყველამ ცხვირი ჩამოუშვა. საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს „ბაიერნი“ ამხელა იმედგაცრუების შემდეგ? ლუის ვან გაალის სამწყსოს მეტოქე დღეს აზრიანად მოთამაშე, დალაგებული გუნდი „ფრაიბურგია“. ბრაისგაუელები ნიურნბერგელებზე მეტად ოცნებობდნენ საუკეთესო ხუთეულზე, მაგრამ ბოლოს ზედიზედ სამი თამაში წააგეს და ხუთეულს მაგრად ჩამოშორდნენ - „ფრაი“ ცხრილში ახლა მეშვიდეა. ვან გაალი დაცვის ცენტრს ალბათ ისევ შეცვლის და ბრენოს, რომელმაც „ინტერთან“ ამაზრზენად ითამაშა, სკამზე დასვამს, მის ნაცვლად კი უკრაინელ ანატოლი ტიმოშჩუკს ათამაშებს.

სლომკას ია კონანი დაუბრუნდა

მიუნხენელთა მიზანი მინიმუმ მესამე ადგილის დაკავებაა, სადაც ახლა „ჰანოვერია“ წამოსკუპებული. თუმცა, ერთი კვირის წინ მირკო სლომკას გუნდმა სენსაციური სვლა შეწყვიტა, განადგურდა რა კიოლნში ანგარიშით 0:4. „წითლები“ ამჯერად იმ „ჰოფენჰაიმს“ მასპინძლობენ, რომელმაც წინა ტურში დორტმუნდის „ბორუსიას“ ამ სეზონში მესამე მარცხი აგემა. „ჰანოვერს“ მთავარი დამრტყმელი ძალა, დიდიე ია კონანი გამოუჯანმრთელდა.

რას მოიფიქრებს იონინგი?

ამ კვირაში ჰამბურგშიც აირია მონასტერი: „ბაიერნთან“ 0:6-ის შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელი არმინ ფეე გაათავისუფლეს და ჩრდილოგერმანული კლუბი სეზონის ბოლომდე მის ასისტენტ მიხაელ იონინგს ჩააბარეს. ფეესთან ერთად, HSV სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნდ ჰოფმანმა და ვიცე-თავმჯდომარე კატია კრაუსმაც დატოვეს, რამაც „ჰამბურგის“ ფანობა მაგრად გაახარა. თუმცა ეს ყველაფერი დროებით მწვრთნელ იონინგს საქმეს ნამდვილად არ უადვილებს - პირიქით. საინტერესოა, რას მოიფიქრებს მიხაელი „კიოლნთან“ მატჩისთვის.

კლოპი და მაინცი - ანუ, დიდი ინტრიგა ტოპ-მატჩში

გარდა იმისა, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ თავკაცი იურგენ კლოპი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა „მაინცს“, ეს გუნდი მშობლიურ კლუბად მიაჩნია და მას მაინცშიც დღემდე აღმერთებენ, ტურის ცენტრალური მატჩი სხვა რამის გამოცაა ძალიან საინტერესო: „ბორუსიამ“ ამ სეზონში საკუთარ მოედანზე ჩატარებულ შეხვედრებში 27 ქულას მოუყარა თავი - ზუსტად იმდენს, რამდენსაც „მაინცმა“ გასვლით მატჩებში. ბინგო!!! „ბორუსია“ მასპინძელია, „მაინცი“ კი სტუმარი...

აიხკორნი რანგნიკამდე აქა, ფელიქსი იქა

მაგათი „შალკედან“ გააგდეს და „ვოლფსბურგში“ დაბრუნდა, გელზენკირხენულ კლუბს ორშაბათიდან რალფ რანგნიკი მიხედავს, ხვალ კი, ევროპის ლიგიდან გამოვარდნილ „ლევერკუზენთან“ მატჩისთვის, ტრავმირებული ლევან ყენიას გუნდს მაგათის ასისტენტი ზეპო აიხკორნი მოამზადებს და ათამაშებს. „ვოლფსბურგი“ კი „შტუტგარტს“ უკვე მაგათთან ერთად სტუმრობს - „დესპოტი ფელიქსის“ განმეორებითი დებიუტი „მგლების“ დამრიგებელ-მენეჯერის რანგში.

გუშინ

ბორუსია (მ)-კაიზერსლაუტერნი

დღეს

ჰამბურგი-კიოლნი 18:30

დისკვალიფიკაცია:

ტრავმა: დრობნი, კასტელენი - ჟერომელი, მაკენა, შორხი

აინტრახტი-ზტ. პაული 18:30

ტრავმა: ნიკოლოვი, კრისი, ბაირამოვიჩი - მორენა, ოჩიპკა, როთენბახი, სამბრანო

ფრაიბურგი-ბაიერნი 18:30

ტრავმა: პუპლინი, როზენტალი, ვილიამსი, ბეხმანი - ოლიჩი

ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 18:30

ტრავმა: ცილერი, ავევორი, ანდრეასენი - გულდე, იბერტსბერგერი, ვაისი, ობასი

ნიურნბერგი-ვერდერი 18:30

დისკვალიფიკაცია: ბარგფრედე (ვერდერი)

ტრავმა: იუდტი, ფრანტცი, ბუნიაკუ, შიბერი - ფანდერი, ბიონიში, ნალდო, დ. იენსენი

ბორუსია (დ)-მაინცი 21:30

ტრავმა: კაგავა, კრინგე, ზიდანი - კალიჯური, კარჰანი, შალაი

ხვალ

ლევერკუზენი-შალკე 18:30

დისკვალიფიკაცია: ფარფანი (შალკე)

ტრავმა: მ. ფრიდრიხი - ჰუგლანდი, პანდერი, ყენია, მორიტცი

შტუტგარტი-ვოლფსბურგი 20:30

დისკვალიფიკაცია: დელპიერი, ჰარნიკი (ორივე შტუტგარტი)

ტრავმა: ციგლერი, ბოკა, ბულარუზი, აუდელი, ფუნკი, კაკაუ - ჩიგერჩი, ჰელმესი

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 26 19 4 3 53-15 61

2. ლევერკუზენი 26 15 7 4 54-34 52

3. ჰანოვერი 26 15 2 9 37-36 47

4. ბაიერნი 26 13 6 7 57-33 45

5. მაინცი 26 14 1 11 41-33 43

6. ნიურნბერგი 26 12 6 8 41-33 42

7. ფრაიბურგი 26 11 4 11 33-36 37

8. ჰამბურგი 26 11 4 1 37-42 37

9. ჰოფენჰაიმი 26 9 9 8 42-37 36

10. შალკე 26 9 6 11 31-31 33

11. კიოლნი 26 9 5 12 35-43 32

12. ვერდერი 26 7 8 11 34-52 29

13. შტუტგარტი 26 8 4 14 45-48 28

14. კაიზერსლაუტერნი 26 7 7 12 35-43 28

15. აინტრახტი 26 8 4 14 25-36 28

16. ზანკტ პაული 26 8 4 14 28-45 28

17. ვოლფსბურგი 26 6 8 12 30-39 26

18. ბორუსია (მ) 26 6 5 15 38-60 23

ბომბარდირები: 18 - გომესი (ბაიერნი); 17 - სისე (ფრაიბურგი); 14 - გეკასი (აინტრახტი); შიურლე (მაინცი).

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს

უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!