ქართველმა ჩოგბურთელმა წინა კვირას სტამბოლში გამართულ ჩოგბურთელ ქალთა 15 000-იანი საერთაშორისო ტურნირის ერთეულთა თანრიგში იმარჯვა
წინა კვირას სტამბოლში გამართულ ჩოგბურთელ ქალთა 15 000-იანი საერთაშორისო ტურნირის ერთეულთა თანრიგში ეკა გორგოძემ (443) გამარჯვება იზეიმა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის პირველი-ორი წრე ძალების დაუძაბავად განვლო. მეოთხედფინალში ხორვატ ენა კაჟევიჩს 63 წუთში მოუგო - 6:1, 6:1, ნახევარფინალში კი ბულგარელი პეტია არშინკოვა დაამარცხა. ორთაბრძოლა საათსა და 47 წუთს გაგრძელდა. პირველი ხელი ჩვენებურმა იოლად მოიგო - 6:2, მეორე სეტში დაძაბული პაექრობით მიაღწია წარმატებას - 7:5. საგულისხმოა, რომ არშინკოვამ 13-დან მხოლოდ 4 ბრეიკპოინტი გამოიყენა, გორგოძემ კი - რვიდან შვიდი.

გადამწყვეტ პაექრობაში გორგოძე ბულგარელ გაბრიელა მიხაილოვას დაუპირისპირდა. პირველ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა სამი გეიმი დათმო, მეორეში - მხოლოდ ერთი. მატჩში ერთი ეისის ჩაგდება გორგოძემ მოახერხა, 10-დან ექვსი ბრეიკპოიტი გამოიყენა (მეტოქემ 4-დან ორი), საბოლოოდ საათსა და 25 წუთში 6:3, 6:1 გაიმარჯვა და მთავარი პრიზიც მოიპოვა.

გორგოძე ისევ სტამბოლში რჩება და ამ კვირას ახალ 15 000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება.

აღსანიშნავია, რომ გორგოძემ კარიერაში მე-11 ტიტული მოიპოვა ერთეულთა თანრიგში. თუ წყვილებსაც ჩავთვლით, ეს ტიტული მისთვის 31-ეა. 2017 წელს მან სამი ტურნირი მოიგო ერთეულებში - ივლისში სტამბოლსა და თელავში იმარჯვა, აგვისტოში - ისევ სტამბოლში.

დიდ ბრიტანეთში იმყოფება მარიამ ბოლქვაძე. გუშინ მან 25 000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო სტარტი. პირველ წრეში მასპინძელ იზაბელ პიარნშავს სძლია - 6:3, 6:4 და მეორეში მთავარ ბადეში მოსახვედრად, ასევე, ბრიტანელ ემა ჰურსტთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა თანამემამულე თარო კიინსი დაჯაბნა - 6:1, 6:0.

გერმანიაში 60 000-იან ტურნირში ითამაშებს სოფიო შაფათავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ბოლქვაძე ყაზახური ტურნირის ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს