ესპანეთი. ლა ლიგა. XXIX ტურის წინ: საჩემპიონო რბოლაში "ბარსას" კვალში ჩამდგარი "რეალის" შეჩერებას "ატლეტიკო" შეეცდება
მიუხედავად იმისა, რომ ესპანურ პრიმერას მორიგ ტურში საინტერესო დაპირისპირებები უხვად გველის, თქვენს ყურადღებას მადრიდულ დერბიზე შევაჩერებთ - "ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკო" შეეცდება საჩემპიონო რბოლაში "ბარსას" კვალში ჩამდგარი "რეალის" შეჩერებას.

კარგ დროს ვხვდებით "რეალსო", ამტკიცებს "ატლეტიკოს" თავკაცი კიკე სანჩეს ფლორესი და რა უფლება გვაქვს, არ დავუჯეროთ. მართლაც, მართალია "ლოს კოლჩონეროსმა" ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, მაგრამ არც ერთი წაააგო. თუმცა არის ერთი ანტირეკორდი, რომელიც "ატლეტიკოს" მხრებზე აწევს და მის ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურ ბარიერს უქმნის - ათლეტებს "სამეფო კლუბისთვის" ამ... ათასწლეულში არ მოუგიათ. ბოლოს ეს 1999 წელს მოხდა, როცა "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ატლეტიკომ" 3:1 მოგება იზეიმა.

ვისი იმედი უნდა ჰქონდეს "ატლეტიკოს"? რა თქმა უნდა დიეგო ფორლანის, რომელმაც, "რეალს" ბოლო 4 შეხვედრაში 3 გოლი გაუტანა. "ატლეტიკოს" სამ ფეხბურთელს, ფილიპე ლუიშს, ხუანფრანსა და ხოსე ანტონიო რეიესს უთამაშიათ "რეალის" მაისურით, "ლოს ბლანკოსს" კი ასეთი ფეცხბურთელი (რომელთაც "ატლეტიკოში") ერთიც არა ჰყავთ.

ჟოზე მოურინიო: "დერბის ძალიან სერიოზულად ვუდგებით, "ვისენტე კალდერონზე" ყველაფერს გავიღებთ წარმატებისთვის. ჩვენ ძალიან მოტივირებულნი ვართ. არადა, ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდეგ დიდი საფრთხეა, ფეხბურთელებმა "გადაწყობა" ვერ მოასწრონ. "ატლეტიკო" დიდებული გუნდია, რის გამოც დერბი ძალიან დაძაბული იქნება. დერბიში მაქსიმალურად საუკეთესო შემადგენლობას გამოვიყვან.

ბენზემა ახლა ისე თამაშობს, მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. მე და ზინედინ ზიდანს ამაში მცირე წვლილი მიგვიძღვის, უმთავრესი დამსახურება კი მისია. ის ძალიან კარგი ბიჭია და ყოველთვის მჯეროდა, რომ ათამაშდებოდა".

მოურინიოს არ უნდა ჰქონდეს კაკას და გონსალო იგუაინის იმედი.

კიკე ფლორესი: "ჩვენ ახლა კარგად ვთამაშობთ. ამიტომ გვაქვს შანსი ეს უსიამოვნო ტრადიცია დავამხოთ და მოვუგოთ "რეალს". მოკლედ, "სამეფო კლუბთან" სათამაშოდ უკეთეს დროს ვერც ვინატრებდით".

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო: დე ხეა - უიფალუში, გოდინი, პერეა, ა. ლოპესი - რეიესი, რ. გარსია, ტიაგო, ასუნსაო - ფორლანი, აგუერო.

რეალი: კასილიასი - სერხიო რამოსი, კარვალიო, პეპე, მარსელო - ჩაბი ალონსო, ხედირა - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა.

დღეს

მალიორკა-სარაგოსა 21:00

დისკვალიფიკაცია: პარედესი (სარ)

ტრავმა: ნადალი, პინა, ვიქტორი - სინამა-პონგოლე, ბუტაჰარი, ლაგუარდია, ლაფიტა

ბარსელონა-ხეტაფე 23:00

დისკვალიფიკაცია: ბოატენგი (ხეტ)

ტრავმა: აბიდალი, პუიოლი, პედრო, დანი ალვეში (?), მაქსველი (?), ადრიანო (?), მესი (?) - მანე, მარიო, პინტოსი, უსტარი, გავილანი

ატლეტიკო-რეალი 01:00

ტრავმა: პულიდო, პერესი - იგუაინი, პედრო ლეონი, კაკა, გარაი (?), გაგო (?), რონალდო (?)

ხვალ

სპორტინგი-ალმერია 20:00

დისკვალიფიკაცია: ხოსე ანხელი, კუელიარი, სასტრე (სპორ)

ტრავმა: ტორე - პიატი, ნიეტო

ერკულესი-ოსასუნა 20:00

დისკვალიფიკაცია: ნეკუნამი, სორიანო (ოსას)

ტრავმა: პენია, ტრეზეგე, დრენტე, ტოტე - ოიერი, პანდიანი, რობერტო, არანდა, რუპერი

დეპორტივო-ლევანტე 20:00

დისკვალიფიკაცია: პ. ალვარესი (დეპ)

ტრავმა: სისკო, ურეტა, კასტრო, პაბლო, საული (?), რიკი, ვალერონი, გუარდადო (?) - ექტორი, გონსალესი, კოლომერი, სერხიო, ლარეა, პერესი

მალაგა-ესპანიოლი 20:00

დისკვალიფიკაცია: კალეხონი (ესპ)

ტრავმა: ასენხო, გამესი, კალა, რუბენი, ბაპტიშტა, მალაგუენო (?), როსარიო (?), მტილიგა (?) - დატოლო, პენია, მატიონი, ოსვალდო, დ. გარსია

რასინგი-რეალ სოსიედადი 20:00

დისკვალიფიკაცია: ენრიკე (რას)

ტრავმა: ციოლისი, კოლტორტი (?), როდრი, სერანო, გონსალესი - დემიდოვი, ხ. ლორენტე

ბილბაო-ვილიარეალი 22:00

ტრავმა: იტურასპე, გომესი, კასტილიო, აურტენეჩე, ტოკერო, რამალიო - სისინიო, ა. ლოპესი, სენა

ვალენსია-სევილია 00:00

დისკვალიფიკაცია: სტანკევიჩიუსი - კასერესი, ფ. ნავარო

ტრავმა: მადურო, მოია, მიგელი, დომინგესი - გუარენტე, აკოსტა, დრაგუტინივიჩი, კონე, პალოპი (?), სანჩესი (?), ჩიგარინი

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა