აზერბაიჯანის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ნაწილი მსოფლიოს ჩემპიონატში გამოსვლაზე უარს აცხადებს
ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბები მოდის აზერბაიჯანიდან: ჯერ ხომ უფულობის გამო თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მფლობელი ტოგრულ ასკეროვი (65) თურქმენეთში გაურბით, ახლა ისევ დაუფინანსებლობის მიზეზით ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ნაწილი 21-26 აგვისტოს პარიზში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატში გამოსვლაზე აცხადებს უარს და აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციას პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებას სთხოვს.

საპასუხოდ ფედერაციამ განაცხადა, რომ სპორტი არაა ბინძური თამაშის ადგილი, თუმცა არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა ამ ტერმინში, ან ვინ ეწევა ამ მიუღებელ თამაშს.

ულტიმატუმის ავტორთა ვინაობას არც აზერბაიჯანული წყაროები ასახელებენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ სპორტსმენთა მოთხოვნას გუნდის მთელი პერსონალი უერთდება: ექიმები, სამწვრთნელო შტაბის წევრები, მასაჟისტები და სხვა.

სამაგიეროდ, იხტიბარს არ იტეხს იქაურ "ბერძენ-რომაელთა" ნაკრების თურქი მთავარი მწვრთნელი შაბან დონატი და აცხადებს, რომ ყურადღებას არ აქცევს რამდენიმე კაცის პროტესტს და დაგეგმილი გრაფიკით აგრძელებს მზადებას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც მისთვის სადებიუტო პირველობა იქნება ამ პოსტზე.

ბოიკოტის მიზეზი უფულობაა - სპორტსმენთა თქმით, მათ რამდენიმე თვეა, არ მიუღიათ კუთვნილი ანაზღაურება. იმავე პრობლემის წინაშეა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც, მაგრამ, თურმე, ისინი საკუთარი ხარჯით მაინც აპირებენ პარიზში წასვლას.

თურმე, ახალგაზრდა "თავისუფლებიც" ასე წასულან ახლახან ფინეთში, თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატზე. "ბერძენ-რომაელები" იქაც უარს აცხადებდნენ გამოსვლაზე, თუმცა საბოლოოდ წავიდნენ, მაგრამ არცთუ წარმატებით იჭიდავეს: მხოლოდ ორი ბრინჯაო მოიპოვეს.

უფულობის გამო მოხვდა აზერბაიჯანული მედიის ფურცლებზე თავისუფალ ჭიდაობაში იქაურთა მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რასულ ჩუნაევი (71). მან თურმე ჯერ კიდევ ივნისში ბაქოში გამართულ ისლამიადამდე მოინდომა სპორტკლუბ "ნეფთჩიდან" წასვლა, მიზეზად კი ხელფასების დაგვიანება დაასახელა. კლუბის ხელმძღვანელობამ მის ამ განცხადებას დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უწოდა, თან განაცხადა, რომ ჩუნაევი ყოველთვიურად იღებდა 2 000 მანათს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანაზღაურება იყო მათ კლუბში, ხოლო არ მისცეს მხოლოდ ბოლო სამი თვის ხელფასი, რაკი სხვაგან წასვლა დააპირა და არ სურდა ჩვენთან დარჩენაო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა