ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ბორჯომში ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ვარჯიშის დროს ფეხი იტკინა
ცუდი ამბავი მოვიდა ბორჯომში მიმდინარე ვაჟ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების საწვრთნელი შეკრებიდან: 8 აგვისტოს ვარჯიშზე ფეხი იტკინა ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), რომელიც გუშინვე გამოგზავნეს თბილისში გამოსაკვლევად.

მწვრთნელები შიშობენ, რომ ტრავმა სერიოზულია და ჯერჯერობით კარგი დასკვნის მოლოდინი არ აქვთ, თუმცა დაზიანების ხარისხი საბოლოოოდ სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდება.

იმედია, ვითარება საგანგაშო არ აღმოჩნდება და ოლიმპიური ჩემპიონი შეძლებს 28 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე ბუდაპეშტში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩვენთვის აუნაზღაურებელი დარტყმა იქნება გუნდურ ტურნირზე.

ცხადია, პირადშიც წარმატების დიდ შანსს ვკარგავთ, მაგრამ გუნდურში მთლად უიმედოდ ვრჩებით. მოგეხსენებათ, ის ახალი ფორმატით ჩატარდება - ვაჟებისა და ქალების შერეული გუნდი იქნება, რომელშიც 73 კილოგრამი ვაჟთა წონად შედის. ქალებში ისედაც არ გვაქვს დიდი იმედი და ახლა ვაჟთა წონაშიც თუ ამ დონის მონაწილე დაგვაკლდა, შანსები მნიშვნელოვნად გვიმცირდება.

იმედია, საქმე აქამდე არ მივა და დაველოდოთ ექიმების დასკვნას. ძალიან ცუდი, რომ ნაკრების ლიდერი კიდევ ერთხელ დაშავდა, მაგრამ ორმაგად ცუდია, ეს ყველაფერი ასეთ საკვანძო მომენტში რომ ხდება.

თავად ვაჟთა ეროვნულ ნაკრებს რაც შეეხება, ის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ბოლო ფაზაშია. გუნდი ამჯერად ბორჯომში გადის შეკრებას, თუმცა იმ კვირის დასაწყისიდანვე ყვარელში გადაინაცვლებს და დასკვნით შეკრებას იქ გაივლის. საბედნიეროდ, ირაკლი ცირეკიძის ყველა სხვა შეგირდი ჯანმრთელადაა და სერიოზული ტრავმა არავის აწუხებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jano janiashvili
ლაშა იმედია გამოჯანმრთელდები, უფალი გფარავდეს შენ და სრულიად საქართველოს, წარმატებები შენ და სიხარული ჩვენ.
tengocie
ვინმემ თუ იცით დაწერეთ როგორაა ლაშას საქმე
ლელო
ლაშა შენი იმედი გვაქვს!
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა