ფაქტია, რომ 25 წლის ქართველი ჩოგბურთელი ცუდ ფორმაშია - ტურზე მან ზედიზედ მეექვსე მატჩი დათმო
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (63) კანადურ მონრეალში "მასტერსის" სერიის ტურნირ "როჯერსის თასზე" ჩაება, რომლის საპრიზო ფონდიც 4,6 მილიონი დოლარია. ჩვენებურის მეტოქე 31 წლის ჩეხი ტომაშ ბერდიხი უნდა ყოფილიყო.

ახლახან ბერდიხმა უიმბლდონის ნახევარფინალში ითამაშა. ახლა კი მას შანსი მიეცა, ქართველთან ოქტომბრის ანგარიში გაესწორებინა - შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა იგი ვენის ტურნირზე სამ სეტში დაამარცხა. მაგრამ ბერდიხმა კანადაში თამაში ვერ შეძლო, ნეკნების ტრავმის გამო ის ბოლო მომენტში მოიხსნა ტურნირიდან და ბასილაშვილს მეტოქედ ამერიკელი ერნესტო ესკობედო ერგო. 21 წლის ვირჯინიელი ამჟამად მსოფლიოს 69-ე ჩოგანია, მან ბასილაშვილთან თამაში იღბლიანი დამარცხებულის სტატუსით დაიბევა. ასე გავიდნენ ქართველი და ამერიკელი მონრეალის ცენტრალურ კორტზე.

I სეტში ბასილაშვილმა 1:2-ზე დათმო საკუთარი მოწოდება, მაგრამ 3:4-ზე მან ამერიკელს წაართვა მოწოდება და ჩოგბურთელები გათანაბრდნენ. სეტის ბედი ტაიბრეიკში გადაწყდა, რომელშიც ნიკოლოზმა ორჯერ საკუთარი მოწოდება დათმო და ტაიბრეიკშიც 4:7 დამარცხდა.

II სეტში დაძაბული ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდა, თუმცა 4:4-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა კიდევ ერთხელ წააგო საკუთარი მოწოდება და საბოლოოდ, მეორე წრეში ამერიკელი გავიდა - 6:7 (4), 4:6. მატჩი საათ-ნახევარს გაგრძელდა. ქართველის ანგარიშზე 2 ეისი, 4 ორმაგი შეცდომაა. ესკობედომ 5 ეისი ჩააგდო და მხოლოდ ერთხელ მოუვიდა ორმაგი შეცდომა.

უკვე ფაქტია, რომ 25 წლის ქართველი ჩოგბურთელი ცუდ ფორმაშია - ტურზე მან ზედიზედ მეექვსე მატჩი დათმო. ბასილაშვილს 3 ივლისის მერე არ მოუგია, როცა უიმბლდონზე კარლოს ბერლოკი დაამარცხა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
ნიკააა,გაიღვიძე ბიჭო!უკვე ნამეტანია.
დინამო
მაგარი ქარაქუცაა :)
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის