ინდიან უელსის ტურნირის ქალთა ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი ფრანგ მარიონ ბარტოლს ხვდება
ინდიან უელსის ტურნირის ქალთა ფინალში დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი და ფრანგი მარიონ ბარტოლი ითამაშებენ.

შაბათს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა მსოფლიოს პირველი ჩოგანის ვოზნიაცკისა და მარია შარაპოვას შეხვედრა. აქამდე მათ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარეს ერთმანეთში და უპირატესობა რუსს ჰქონდა, თუმცა ბოლო შეხვედრა ორი წლის წინ ამერიკის ღია პირველობაზე დანიელის გამარჯვებით დასრულდა.

ამ მატჩშიც მარიას აუთსაიდერის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ვოზნიაცკი პირველი ჩოგანია, მარია კი მეორე ათეულში იმყოფებდა. დანიელმა შესანიშნავი ფორმა აკრიფა - ავსტრალიის ღიას ნახევარფინალი, ფინალი დოჰაში, გამარჯვება დუბაიში... ინდიან უელსშიც კაროლინმა ძალიან დამაჯერებლად მიაღწია ნახევარფინალამდე.

შარაპოვასთვის ეს იყო პირველი ნახევარფინალი შარშანდელი აგვისტოს შემდეგ. ინდიან უელსში საუკეთესო ოთხეულში შესვლამ მას რეიტინგში მე-13 ადგილი მოუტანა, მაგრამ თუ ვოზნიაცკის დაამარცხებდა, საუკეთესო ათეულში შევიდოდა.

საინტერესო იყო ორი განსხვავებული სტილის მოთამაშის დაპირისპირება - შარაპოვას შეტევა ვოზნიაცკის დაცვის წინააღმდეგ. პირველივე გეიმში რუსმა გამოაჩინა თავისი სერიოზული განწყობა და მაშინვე ბრეიკი გააკეთა, შემდეგ კი ბრძოლაში წააგო საკუთარი მოწოდება. ამის შემდეგ კი მატჩის მსვლელობა მთლიანად გამოვიდა მისი კონტროლიდან. ვოზნიაცკი მარტივად მოქმედებდა და თამაშის უფრო გართულება არც იყო საჭირო, რადგან შარაპოვა უამრავი შეცდომით დიდ დახმარებას უწევდა მეტოქეს. საკმარისია აღინიშნოს, რომ პირველ სეტში დანიელს მხოლოდ ერთი "ვინერსი" ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქულათა უმეტესი ნაწილი მან მეტოქის უზუსტობების ხარჯზე მოიპოვა.

მეორე სეტში რუსს იმედი გაუჩნდა - შეწყვიტა შვიდი წაგებული გეიმისგან შემდგარი სერია და წინ გასვლაც მოახერხა. თუმცა ეს დროებითი "გამონათება" იყო, რომელიც ძალიან მალე ჩაქრა. გათამაშებების დროს შეცდომებს ორმაგი შეცდომებიც დაემატა. მაგალითად, ორჯერ შარაპოვამ ორმაგი შეცდომა ბრეიკ-პოინტის დროს დაუშვა და შესაბამისად, ორი საკუთარი გეიმი აჩუქა ვოზნიაცკის. საბოლოოდ, საათსა და 20 წუთში შარაპოვას 41 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა. მართალია, მას შეეძლო უფრო ღირსეული ანგარიშით წაგება, მაგრამ ამდენი შეცდომით მსოფლიოს პირველი ჩოგანის ძლევა არარეალურია - 1:6, 2:6.

მეორე ნახევარფინალური წყვილის შემადგენლობა მოულოდნელი აღმოჩნდა. ფინალის საგზურისთვის მარიონ ბარტოლი და იანინა ვიკმაიერი ეცილებოდნენ ერთმანეთს. თუ ბარტოლის ჰქონდა ასეთ დონეზე თამაშის გარკვეული გამოცდილება, ვიკმაიერი (2009 წელს აშშ-ის ღიას ნახევარფინალში გასვლას თუ არ ჩავთვლით) ასე კარგად დიდ ტურნირებზე, როგორც წესი, არ თამაშობს ხოლმე.

ეტყობა ამ ფაქტორმა ითამაშა გარკვეული როლი იმაში, რომ ბელგიელმა დაძაბულობას ვერ გაუძლო და ძალიან შორს იყო თავისი საუკეთესო თამაშისგან. პირველი სეტის თითქმის უბრძოლველად წაგების შემდეგ, იანინამ ოდნავ გამოასწორა თამაში, მაგრამ ფრანგი გადამწყვეტ მომენტებში უფრო ძლიერი იყო. გარდა ამისა, შეიძლება გამოვყოთ ბარტოლის 10 ეისი. გუშინ მას თავისი მეექვსე ტიტულისთვის უნდა ებრძოლა ვოზნიაცკის წინააღმდეგ.

WTA

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

1/2 ფინალი

მარიონ ბარტოლი (საფ, 15)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 23) 6:1, 6:3; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-მარია შარაპოვა (რუს, 16) 6:1, 6:2.

თამუნა
ეჰ,მაშა როგორ მონდოდა მოეგო:(მაგრამ არაუშავს იმედია მაიამის ტურნირზე გამოიჩენს თავს
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა