ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

მიხაილ ფეიმანი: მოგვაჯადოვეთ!

მიხაილ ფეიმანი: მოგვაჯადოვეთ!

შაბათს სპორტის სასახლეში გამართულ პირველ მატჩში მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა - უკრაინის ნაკრებმა რუმინელები დაამარცხა...

თბილისის საერთაშორისო ტურნირი

სპორტის სასახლე. 4 000 მაყურებელი

შაბათს სპორტის სასახლეში გამართულ პირველ მატჩში მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა - უკრაინის ნაკრებმა რუმინელები დაამარცხა. ბოლო პერიოდში ვლახებმა 17-ქულიანი ჩამორჩენა ხუთამდე შეამცირეს და უკრაინელთა თავკაცი ვიტალი ჩერნი ცოტა ანერვიულეს. ბატონ ვიტალის გამარჯვება მივულოცე და ვუთხარი: ხვალ საინტერესო ფინალი გველის მეთქი.

- ვნახოთ, როგორ დასრულდება საქართველოს და ბელარუსის შეხვედრა. თუ, სენსაცია დაფიქსირდა... - ღიმილით მომიგო უკრაინელთა დამრიგებელმა.

- დღეს რა შედეგიც უნდა დაფიქსირდეს, ჩემპიონი მაინც საქართველო-უკრაინის ხვალინდელი დაპირისპირებისას გამოვლინდება - მეთქი.

ქართველებს ბელარუსთან შემთხვევით რომ წაეგოთ, ორი ტურის შემდეგ უკრაინაზე ერთით ნაკლები ქულა მოუგროვდებოდათ და ტურნირის გამარჯვებულს მაინც ამ ორი გუნდის მატჩი გადაწყვეტდა. შეჯიბრების ორგანიზატორებმა სწორად გათვალეს, A დივიზიონის გუნდები ერთმანეთს ბოლო ტურში შეახვედრეს. უკრაინა-საქართველოს მატჩის მიმოხილვას ამავე გვერდზე წაიკითხავთ, აქ იმ შეხვედრას შევეხებით, რომლის სენსაციურად დასრულების იმედიც ვიტალი ჩერნიმ გამოთქვა.

თამაშის დაწყებამდე კიდევ ერთ მწვრთნელს გავესაუბრე, მაინტერესებდა რა დონის მოთამაშეა ბელარუსთა ამერიკელი დანტე სტიგერსი და სად გაატარა გასული სეზონი. ამის შეტყობა იმიტომ მსურდა, რომ გამერკვია - ჩვენი ტორინ გრინი რა დონის კალათბურთელს ეპაექრებოდა, რაც შემდეგში შედარებისთვის გამომადგებოდა.

- სტიგერსი შარშანდელ სეზონში მინსკში თამაშობდა, - მითხრა საქართველოს ნაკრების მეორე მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა. მისი ხუთსიტყვიანი წინადადებიდან ყველაფერი გასაგები იყო - ესპანურ "გრან კანარიაში" გადასულ ტორინ გრინს მინსკელ სტიგერსზე ერთი-ორად უკეთესად უნდა ეთამაშა.

ურთიერთდაპირისპირებაში გრინმა 7 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა, ხოლო სტიგერსმა 6 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა. ესეც სტატისტიკური შედარება... გრინმა სტატისტიკით თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა, რიგ ეპიზოდებში აშკარად დავინახეთ მისი პოტენციალი. იგი ინდივიდუალურ თამაშს ბელარუსთანაც ერიდებოდა, თუმცა ერთი-ორჯერ სწრაფი დრიბლინგით იოლად გავიდა "დამკაში". თუმცა, ძირითადად მაინც გუნდზე თამაშს ცდილობდა. აკი აღნიშნა ნამატჩევს - მონდომებით ვვარჯიშობ და ვცდილობ ნაკრებთან შევთამაშდე. გუნდური გარჯის გარეშე აგვისტოში წარმატების მიღწევა გაგვიძნელდებაო.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებზე ლაპარაკი მაინცდამაინც გრინით იმიტომაც დავიწყე, რომ შაბათს თითქმის მივიღეთ პასუხი კითხვაზე: ნაკრებში ოფიციალური მატჩების განაცხადში უმეტესად გრინის გვარი ჩაიწერება, თუ ქუინტონ ჰოსლის. სავარაუდო პასუხია გრინი. ქუინტონს პოტენციალი კოჭებში ეტყობა, მაგრამ იგი ჯერაც ვერ გაიხსნა, გუშინ მოედანი სულაც უქულოდ დატოვა.

5 საკონტროლო მატჩის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ხუთივე პოზიციის სასტარტო-სათადარიგოები გონებაში უკვე მოხაზა. ბელარუსთან ხუთეულში გამთამაშებლად გიორგი ცინცაძე დააყენა. ამ პოზიციაზე ბუს ხან ლაშა გამყრელიძე ცვლიდა, ხან გრინი. ასე რომ, გამთამაშებლად სამი კანდიდატია.

მსროლელად ბელარუსთან ტორინ გრინი ირჯებოდა. იყო მომენტი, როცა მსუბუქი ფორვარდის ამპლუიდან მანუჩარ მარკოიშვილმა მსროლელად გადაინაცვლა. მეორე ტაიმში მოედანზე კოტე ტუღუში გამოჩნდა... ასე რომ, ტაირონ ელისის "ნაანდერძევ" მეორე ნომრის პოზიციაზეც ვარირების საკმარისი საშუალებაა.

ასევე ასარჩევადაა საქმე მსუბუქი ფორვარდის ადგილზე. ამ პოზიციაზე ხუთეულში ვიქტორ სანიკიძე გამოჩნდა, შემდეგ იგი მანუჩარ მარკოიშვილმა შეცვალა, ბელარუსთან ნიკა ცქიტიშვილიც ძირითადად მესამე ნომერი იყო, ისევე როგორც ქუინტონ ჰოსლი. სხვათა შორის, ტოპ-გუნდების უმეტესობაში მთავარი მექულეები მსუბუქი ფორვარდები არიან. ასეა საქართველოს ნაკრებშიც - მანუჩარ მარკოიშვილი და ნიკა ცქიტიშვილი თითქოს ერთმანეთს სამქულიანების სროლაში ეჯიბრებოდნენ, ხან ერთი ისროდა ზუსტად, ხან - მეორე. საბოლოოდ მანუმ 4-დან 3 სამქულიანი გამოიყენა (სულ 13 ქულა), ხოლო სკიტამ 7-დან 4 (17 ქულა). კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ სწრაფად იზრდება სხვაობა ზედიზედ ჩაგდებული სამქულიანების შედეგად. ჰოდა, მეოთხე რაუნდის დასაწყისში ქართველებმა 17-ქულიანი ფორა მოიპოვეს.

- კარგად დაწყება მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ აუცილებელია საქმის ბოლომდე მიყვანა. ისევე როგორც რუმინეთთან მატჩში გარკვეული ფორის მოპოვების შემდეგ ბელარუსთანაც მოვეშვით და მეტოქეს თამაშის გადარჩენის შანსი მივეცით. ეს, ალბათ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფაქტორების გამო მოხდა, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც მუხლის მცირე ტრავმის მორჩენის შემდეგ სასტარტო ხუთეულში ადგილი დაიბრუნა. ცენტრის პოზიციაზე ყველაფერი გარკვეულია: სასტარტოა ზაზა, სათადარიგო - გიორგი შერმადინი.

დაგვრჩა ერთი პოზიცია, რომელიც ვლადიმერ ბოისას არყოფნის გამო თითქოს ყველაზე სუსტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახალგაზრდა თორნიკე შენგელია ამჯერადაც სასტარტოში გამოჩნდა და შედარებით ასაკოვან მეტოქეებს არაფერი დაუთმო. მწვრთნელს საქმე უკვე ასარჩევად აქვს: ბელარუსთან სხვადასხვა მომენტში მძიმე ფორვარდად შენგელია, ცქიტიშვილი, ჰოსლი და სანიკიძე ათამაშა...

მოკლედ, დუღილის პროცესმა ჩაიარა და შემადგენლობაც დაწკნა. ახლა საინტერესოა, აგვისტომდე როგორ მოახერხებს ერთ მონოლითურ გუნდად ჩამოყალიბებას, თუნდაც ისეთად, როგორიც შარშან იყო. თუმცაღა, ვერც იმას ვიტყვით, რომ გუნდი 2009 წელთან შედარებით ცუდად თამაშობს. ამას თუნდაც ამერიკელით გაძლიერებულ ბელარუსთან მატჩიც ადასტურებს. შარშან "თეთრ რუსებთან" დაპირისპირებები წლევანდელი თამაშისგან ბევრით არაფრით განსხვავდებოდა, გარდა ერთისა - ამჯერად ქართველები ბოლო წუთებზე ძალიან მოდუნდნენ...

- კარგია, რომ ასეთი ჩავარდნები საკონტროლო შეხვედრებში ხდება. ამხანაგური მატჩები სწორედ იმისთვისაა, რომ მსგავსი ლაფსუსები გამოვლინდეს და ოფიციალურ მატჩებამდე გამოვასწოროთ, - აღნიშნა ლაშა გამყრელიძემ.

ნამატჩევს აზრის გამოთქმა ბელარუსის ნაკრების თავკაც მიხაილ ფეიმანს ვთხოვეთ:

- ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც გვსურდა. შარშან თბილისში შესანიშნავად ითამაშა კუდრიავცევმა. ახლა კი შეტევაში ვერც მან იყოჩაღა და ვერც მთავარმა მექულე ულიანკომ (2 ქულა). იგი თითქოს ვიღაცამ მოაჯადოვაო... უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ნაკრების დონის გუნდებთან თამაში ძალიან ძნელია. თქვენ გაცილებით მაღალი კლასის კალათბურთელები გყავთ. მომეწონა 23 ნომერი, შენგელია. იგი თქვენს ნაკრებში წლეულს გამოჩნდა. მანუჩარ მარკოიშვილი იტალიურ "კანტუშია" ხომ? მან და ცქიტიშვილმა დაცვაში დიდი თავსატეხი გაგვიჩინეს. შარშან შედარებით ძლიერი ამერიკელი გყავდათ...

24 ივლისი

საქართველო-ბელარუსი 69:65

20:10, 18:14, 14:13, 17:28

საქართველო: ცინცაძე (24 წ, 7ქ, 1პ, 2ჩ, 5პ, 1შ), გრინი (24 წთ, 7ქ, 3მ, 3პ, 1ჩ, 3ფ, 3შ), შენგელია (17 წთ, 4ქ, 5მ, 1ჩ, 3ფ, 2შ), სანიკიძე (26 წთ, 4ქ, 4მ, 3პ, 3შ), ფაჩულია (26 წთ, 16ქ, 8მ, 3პ, 3ჩ, 3ფ, 1შ), გამყრელიძე (11 წთ, 1პ, 1მ, 1ჩ, 2შ), შერმადინი (14 წთ, 1ქ, 1მ, 1ჩ, 2დ), ტუღუში (3 წთ, 2ფ, 1შ), მარკოიშვილი (24 წთ, 13ქ, 2მ, 1პ, 1ჩ, 1ფ, 2შ), ჰოსლი (12 წთ, 2მ, 2ჩ, 1დ, 1ფ, 2შ, ცქიტიშვილი (19 წთ, 17ქ, 3მ, 1პ, 1შ)

ბელარუსი: კუდრიავცევი (5ქ), კორშუკი (14ქ), ულიანკო (2ქ, 8მ, 4პ), ტრასინეცკი (3ქ), ალექსეევი (6ქ, 5მ, 5ფ), სტიგერსი (6ქ, 4პ), განდლინი (4ქ), კუზმინი (2ქ), კუჩინსკი (4ქ), ლაშკევიჩი (6ქ), პუსტავარი (6ქ), პალიაშუკი (7ქ, 3ჩ)

მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, ვ. პედიევი

უკრაინა-რუმინეთი 80:63

16:9, 20:13, 14:23, 30:18

უკრაინა: გლადირი (19), პუსტოზვანოვი (15), კრავცოვი (13)

რუმინეთი: მოლდოვანუ (13), სილვასანი (10)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს

შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია

[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა

ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა

ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა

კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის

[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა

მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს

[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....

18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა

16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება

დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა

მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა

"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია

"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია

საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა

მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება