ქალაქ პრესტონში ქარხანა ისე გუგუნებდა, თითქოს მის მიერ დამზადებული ჭურვები იქვე ფეთქდებოდნენ

ქალაქ პრესტონში ქარხანა ისე გუგუნებდა, თითქოს მის მიერ დამზადებული ჭურვები იქვე ფეთქდებოდნენ. სმენა რომ არ დაქვეითებოდათ, დაზგებთან მომუშავე მამაკაცებსა და ქალებს ყურსასმენები ეკეთათ. ქარხნის მეპატრონეები - დიკ და ჯონ კერები ერთმანეთში ყვირილით კამათობდნენ. ჯონს არ მოსწონდა დიკის იდეა ქალებსა და კაცებს შორის საფეხბურთო მატჩის შესახებ, რადგან ფეხბურთი ქალის ორგანიზმისთვის მავნებელია. ისინი ხომ ისედაც ფრონტზე წასული ქმრების ნაცვლად მუშაობენ. მაგრამ მეორე ძმა ამბობდა: სევდიან სამხედრო წლებში სპორტია ის, რაც აღმაფრენას მისცემს დაღლილი მუშების სულს და დაზგებთან მოხრილ სხეულებს წელში გამართავს. მით უმეტეს, რომ ქალები ბურთის თამაშში კაცებს არ ჩამოუვარდებოდნენ, - მიაჩნდა დიკს. ჯონს მაინც ეჭვი ეპარებოდა. ის ქარხანაში მომუშავე პირველ შემხვედრ გოგონას მიადგა და ყურში ჩაჰყვირა: "ფეხბურთის თამაში იცი?" ყავისფერთმიანმა მაღალმა გოგომ თავი დაუქნია.

"მართლა?" - არ დაიჯერა კერმა.

გოგონამ ბოსს შეხედა, შემდეგ მეზობელ დაზგასთან მომუშავე ძმას ხელი დაუქნია და ჟესტით ბურთი მოსთხოვა. ბიჭი ბურთსა და კედებს ჩანთით სულ თან დაათრევდა - სამუშაოს შემდეგ რომ ეთამაშა. გოგონამ კერს ქარხნის მაღალ ჭერთან გაღებული ფანჯარა დაანახა. მან ბურთი მიწის იატაკზე გაასწორა, დაზგებს შორის გამოიქცა და ბურთი პირდაპირ ცაში გაუშვა. ჯონმა პირი დააღო, გადაგდებული ბურთისთვის გაბრაზებულმა ძმამ კი ხელები გაშალა.

"რამდენი წლის ხარ?" - ჰკითხა კერმა.

"13, - უპასუხა გოგონამ და იქვე მორიდებით დაამატა. - სიგარეტი ხომ არ გაქვთ?"

ლილიან პარი 1905 წელს სენტ-ჰელენსში დაიბადა. ლილი - ჯორდი და სარა პარების შვიდი შვილიდან მეოთხე იყო. გოგონას მამა მეშუშედ მუშაობდა, დედა ბავშვებს უვლიდა. პატარაობიდანვე მაღალ, ფართომხრებიან და მრისხანესახიან ლილის თოჯინები და მათთვის კაბების კერვა არ აინტერესებდა. ამის ნაცვლად, ის ბურთს თამაშობდა საფეხბურთო მოედანზე ან რაგბიში ებრძოდა ბიჭებს. ლილის პირველი მწვრთნელი მისი უფროსი ძმა გახდა, რომელიც შეურიგდა იმას, რომ ბიჭებთან ყველანაირ გარჩევასა თუ თამაშობებზე მისი დაც თან წაყვებოდა.

დიკ კერის ქარხნის ქალებმა 8:2 გაანადგურეს მამაკაცები. პრესტონის ქარხანა პირველი არ იყო, რომელმაც ამგვარი შეხვედრა მოაწყო. ქალთა საქარხნო გუნდები მთელ ქვეყანაში ყალიბდებოდა და ყოველთვის აგროვებდა მაყურებელს - ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ და ომისგან დაღლილ ქვეყანას ახალისებდნენ. გაყიდული ბილეთებისგან შემოსული ფული მთლიანად ფრონტზე დაჭრილთა დასახმარებლად მიდიოდა. დიკი და ჯონი გოგონებს 10-10 შილინგს უხდიდნენ. გოგონები თამაშობდნენ, როგორც ქალთა გუნდებში, ასევე მამაკაცების მხარდამხარ. თამაშები კი ინგლისის მთავარ სტადიონებზე იმართებოდა: ომის ბოლო წელს, საშობაო მატჩზე პრესტონში 10 ათასი მაყურებელი მივიდა.

ლილიმ პროფესიული კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო - პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ერთი წლის თავზე. სადებიუტო სეზონში 43 გოლი გაიტანა, მათ შორის, მამაკაცთა გუნდების კარშიც. 1920 წელს, პარი მოედანზე ისტორიაში ქალებს შორს პირველ საერთაშორისო მატჩზე გავიდა. ინგლისმა და საფრანგეთმა ოთხ შეხვედრაზე მოილაპარაკეს. მოიგეს ორ-ორი მატჩი, ხოლო ბოლო თამაშზე "სტემფორდ ბრიჯი" სავსე იყო - 25 ათასი მაყურებელი.

ამ მატჩების სერიას დიდი წარმატება ჰქონდა, ამიტომაც, ფრანგულმა მხარემ თავისთან დაპატიჟა და ტურნე მოუწყო "დიკ კერ ლედისს" - ქალთა პირველ გუნდს. გოგონები მაშინვე იქცნენ საერთაშორისო ვარსკვლავებად - ლილი პარის გუნდს ერთი შეხვედრაც არ წაუგია. წლის ყველაზე დასწრებადი მატჩი გახდა ბრძოლა "დიკ კერ ლედისსა" და "სენტ ელენ ლედისს" შორის: Boxing Day-ზე 53 ათასი მაყურებელი მივიდა "გუდისონ პარკზე", კიდევ 12 ათასმა მაყურებელმა ვერ შეძლო სტადიონზე შეღწევა, რადგან ბილეთის აღება ვერ მოასწრო. ქალთა ფეხბურთი გაიზარდა და უკვე აღარ მიიჩნეოდა მხოლოდ ომის დროს გართობის საშუალებად. ის პოპულარულ შოუდ გადაიქცა.

16 წლის პარი მინდორზე ბრწყინავდა და ქალთა ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი იყო. გოგონამ მამისგან მემკვიდრეობით ბრწყინვალე ფიზიკური მონაცემები მიიღო: 178 სანტიმეტრი, რაც მაშინ ინგლისელი ქალისთვის ექსტრაორდინარული სიმაღლე იყო. ამასთან, ლილი ძალისა და დარტყმის ტექნიკის დასახვეწად 13 წლიდან ვარჯიშობდა. რობერტ გელვინის წიგნში - "ფეხბურთის დიდების დარბაზი" (2011) მოყვანილია მეკარის ციტატა, რომელიც ლილის დარტყმისგან დაზარალდა: "სასწრაფოდ წამიყვანეთ საავადმყოფოში! მან ისე დაარტყა, რომ ხელი მომტეხა!"

უდიდესმა პოპულარობამ პარს სპონსორული კონტრაქტი მოუტანა. ეს, სავარაუდოდ, სპონსორული დახმარების პირველი შემთხვევაა ისტორიაში. გოგონა ბავშვობიდან ეწეოდა და მატჩებისთვის ანაზღაურებას ემატებოდა საყვარელი სიგარეტის -Woodbine-ის ერთი კოლოფი.

1920 წელს, ადგილობრივი გაზეთი წერდა: "არ არსებობს მასზე უფრო დიდი საფეხბურთო ვუნდერკინდი მთელ ქვეყანაში. არა მხოლოდ სისწრაფე და ბურთის კარგი კონტროლი, არამედ შესაშური აღნაგობაც ხელს უწყობს მას ნებისმიერი მცველის მოგერიებაში. ბრბო ყოველთვის შოკშია, როცა ის ფლანგიდან მეტოქის კარისკენ სვლას იწყებს".

1921 წლის თებერვალში, "დიკ კერ ლედისმა" 9:1 დაამარცხა ბრიტანეთის ნაკრები. 16 წლის პარმა ხუთი გოლი გაიტანა. შემდეგი მსხვერპლი იყო საფრანგეთის ნაკრები - 5:1 და ისევ ხუთი გოლი ლილის ანგარიშზე იყო. გუნდი სულ უფრო და უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებდა. გოგონა, ძირითადად, ფულს ქველმოქმედებაზე ხარჯავდა - ეხმარებოდა პირველი მსოფლიო ომის ვეტერანებს.

1921 წელს, მშიერმა ინგლისელმა მეშახტეებმა, რომლებსაც თითქმის არაფერს უხდიდნენ, გაფიცვა მოაწყვეს. ლილის გუნდმა ღიად დაუჭირა მხარი მუშებს და ბოლო მატჩებიდან მიღებული შემოსავალი მათ შესწირა. ქალებს მაშინ ხმის მიცემის უფლებაც არ ჰქონდათ, ასე რომ, ამგვარმა პოლიტიკურმა აქტივობამ ხელისუფლება შეაშინა. ქალთა ფეხბურთის წინააღმდეგ პროპაგანდისტული კამპანია მთელ ქვეყანაში აგორდა.

1921 წლის დეკემბერში, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გამოუშვა განცხადება: "ქალთა ფეხბურთის წინააღმდეგ საჩივრების განხილვის შემდეგ, გამოვთქვამთ აზრს, რომ ფეხბურთი არ შეეფერება ქალებს და არ ღირს მათი წახალისება. საჩივრები მოდიოდა თამაშების ორგანიზებასა და ბილეთებიდან მითვისებულ თანხებზე. საბჭოს მიაჩნია, რომ ძალიან ბევრი ფული იხარჯება გუნდზე და ძალიან ცოტა - ქველმოქმედებაზე. ამ მიზეზებით, საბჭო სთხოვს საფეხბურთო ასოციაციაში შემავალ კლუბებს, უარი უთხრას ქალთა გუნდებს მათი სტადიონების გამოყენებაზე".

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მამაკაცთა ფეხბურთის წინააღმდეგ საფრთხე იგრძნო და ქალთა ფეხბურთის გაუქმება გადაწყვიტა. პროტესტის ნიშნად, "დიკ კერ ლედისი" აშშ-სა და კანადაში ტურნეში გაემგზავრა, სადაც, ძირითადად, მამაკაცებთან თამაშობდა. ლილი პარის გუნდმა მხოლოდ სამი მატჩი წააგო ცხრიდან. "ეს არის უბრწყინვალესი გუნდი მთელ მსოფლიოში", - წერდნენ ამერიკული გაზეთები.

1923 წელს, დიკ და ჯონ კერებმა საკუთარი ქარხანა კომპანია English Electronic-ს მიჰყიდეს, რომელმაც მაშინვე აცნობა საქარხნო გუნდს, რომ სპონსორული თანხები ამოწურული იყო. მაგრამ გუნდი არ მომკვდარა, არამედ, სახელი შეიცვალა - "პრესტონ ლედისი" დაირქვა. ლილი პარი ქარხანაში შემცირებაში მოყვა და ახალი სამუშაო იშოვა საავადმყოფოში. იქ ფეხბურთის ვარსკვლავმა ვინმე მერი გაიცნო. გოგონებმა ერთად ცხოვრება დაიწყეს - როგორც შეყვარებულებმა, მოგვიანებით კი ერთად შეიძინეს სახლი. "პრესტონ ლედისი" კი სპონსორული მხარდაჭერის გარეშეც, ინგლისის საუკეთესო გუნდად რჩებოდა.

გუნდში ლილის ერთ-ერთი პარტნიორი ჯოან უოლი მოგვიანებით იხსენებდა: "პარს მომაკვდინებელი დარტყმა ჰქონდა. ფლანგიდან მისნაირად ჩაწოდება არავის შეეძლო. ბურთი ტყვიასავით მოფრინავდა. ერთხელ, მისი ჩაწოდების შემდეგ, ბურთის თასმებმა შუბლის კანი გამიჭრა".

1946 წლამდე ლილი პარი კაპიტნის სამკლავურს ატარებდა - 26 წლის განმავლობაში, მან მხოლოდ ხუთი მატჩი გამოტოვა. მაშინდელი სტატისტიკოსების გამოთვლებით, პარმა "პრესტონ ლედისის" 3022 გოლიდან 967 თავის ანგარიშზე მიითვალა. ბოლო თამაში 1950 წელს ჩაატარა - 45 წლის ფეხბურთელმა ერთი გოლით მიიღო მონაწილეობა შოტლანდიის ნაკრების განადგურებაში - 11:1. კლუბი "პესტონ ლედისი" 15 წლის შემდეგ დაიშალა. კიდევ ხუთი წლის შემდეგ კი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას ეყო გამჭრიახობა იმისთვის, რომ ქალთა ფეხბურთის აკრძალვა გაეუქმებინა.

ლილი პარმა მთელი ცხოვრება მერისთან გაატარა, იყო ღია ლესბოსელი და ლგბტ-მოძრაობის ნამდვილი ლიდერი. ფეხბურთელი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა - სიგარეტის დიდ მოყვარულს ფილტვების კიბო აღმოაჩნდა. 2002 წელს, როცა ინგლისის ფეხბურთის დიდების დარბაზში პირველი წევრები შეჰყავდათ, ლილი პარი ისეთი ლეგენდების სიაში აღმოჩნდა, როგორებიც იყვნენ ჯორჯ ბესტი, ბობი მური, ბობი ჩარლტონი, გორდონ ბენქსი, დენის ლოუსი და სხვები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა