საბა კვირკველიას გოლი და "რუბინთან" მისი დამოკიდებულება რუსეთში დღის თემა გახდა
საბა კვირკველიამ რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი დიდებულად დაიწყო და 4 ტურის შემდეგ სიმბოლურ ნაკრებში ორჯერ მოხვდა. 18 ივლისს, სეზონის პირველ ტურში, მან "ლოკომოტივს" ტულის "არსენალის" კარში გატანილი მატჩის ერთადერთი გოლით მოაგებინა.

- ლეგიონი: "ლოკომოტივმა" საბა კვირკველიას გოლით მოიგო! [VIDEO]

მერეც კარგად გამოიყურებოდა და ლოგიკური იყო, კლუბის გულშემატკივრებმა ივლისის საუკეთესო ფეხბურთელად რომ დაასახელეს...

...მაგრამ საქართველოს ნაკრების მცველმა ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა 9 აგვისტოს ჩაატარა: პრემიერლიგის მეხუთე ტურში, ყაზანში, თავის ყოფილ კლუბ "რუბინთან" პრინციპულ დაპირისპირებაში, მეტოქის რამდენიმე სახიფათო მომენტი განმუხტა, 92-ე წუთზე კი, შეტევაში ჩართულმა, ჩინებულად ითამაშა დასწრებაზე და საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კარში გაგზავნა. ამ გოლით კვირკველიამ ანგარიში გაათანაბრა და "ლოკომოტივს" "ზენიტთან" ერთად ლიდერობა შეუნარჩუნა.

- ლეგიონი გუშინ: საბა კვირკველიას გოლი და შურისძიება "რუბინთან" [VIDEO]

რუსმა კომენტატორმა ეს გოლი კვირკველიას შურისძიებად მონათლა, რადგან 2016 წელს "რუბინის" ესპანელი მთავარი მწვრთნელი ხავი გრასია აუხსნელი მოტივებით არ ათამაშებდა. თამაშამდე მიცემულ ინტერვიუში კვირკველიამ ყაზანელთა ყოფილ დამრიგებელს "კლოუნი" უწოდა...

ცხადია, თამაშის შემდეგ კვირკველიას გოლი და "რუბინთან" მისი დამოკიდებულება დღის თემა გახდა და ყველა რუსულმა გამოცემამ ქართველის გოლსა და მოტივებზე დაწერა.

ლოკომოტივის ტოპ-შენაძენი

championat.com-ი მიმდინარე სეზონში მოსკოველ "რკინიგზელთა" წარმატებული სტარტის ანალიზს შეეცადა და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქართველი მცველის აყვანა დაასახელა.

ლოკომოტივმა რუსული მასშტაბის ტოპ-მცველი შეიძინა

"კვირკველიასთვის ყაზანში თამაში განსაკუთრებული მოვლენა იყო. ერთი წლის წინ ის ხავი გრასიამ "რუბინის" სკამზე ისე დასვა, ამის მიზეზი არც აუხსნია, მის ნაცვლად კი ახალწვეულებს აყენებდა. წლეულს, დროებით, საბა ყაზანში ვარჯიშობდა, სანამ "ლოკომოტივი" მის ტრანსფერს გამოისყიდიდა. გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ყურბან ბერდიევი ქართველში ახალ სესარ ნავასს (გუნდის ყოფილი ესპანელი მცველი) ხედავდა, მაგრამ კვირკველია "ლოკომოტივმა" გამოისყიდა - ახლა ეს ტრანსფერი ზაფხულის ერთ-ერთ საუკეთესო გარიგებად ითვლება. მაგრამ მისი წასვლის შემდეგ რუსეთის საუკეთესო მცველი, სავარაუდოდ, სწორედ კვირკველიაა.

Wyscout-ის სტატისტიკით, 2016 წლის მარტიდან, საშუალოდ, ქართველი მეტოქეთა გადაცემის ჩაჭრას თამაშის დროს 9.96-ჯერ ახერხებს. რუსეთის პრემიერლიგაში მეტოქის სვლებს ასე ვერც ერთი სხვა მცველი ვერ კითხულობს. კვირკველიას სხვა მონაცემებიც წესრიგში აქვს: მატჩის დროს მეტოქის დარტყმაზე გადაფარებას, საშუალოდ, 1.8-ჯერ ახერხებს, ხოლო შეტევების წამოწყებისას ოთხ შორეულ გადაცემას აკეთებს, რაც ასევე საუკეთესო მონაცემია. ის "ლოკომოტივის" გულშემატკივრებმა ივლისის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ბერდიევმა შეცდომა უკვე აღიარა და მიხვდა, რომ ზაფხულში "ლოკომოტივის" წარმატების მთავარი მიზეზი სწორედ ქართველის აყვანაა".

დრამა იგრძნობოდა

მოსკოვის "ლოკომოტივის" პრეზიდენტმა ილია გერკუსმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში "რუბინთან" გადარჩენილი ქულა შეაფასა.

"თამაში სამმა მოთამაშემ გადაარჩინა და ცხადია, მათ შორის მთავარი კვირკველია იყო. ის ჩვენთან "რუბინიდან" გადმოვიდა და ყოფილ კლუბს გაუტანა. რა თქმა უნდა, დრამა იგრძნობოდა. კვირკველია რუსეთის პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია, მთლად საუკეთესო თუ არა", - ამბობს გერკუსი.

სპორტ-ექსპრესი: ლოკომოტივის ახალი გმირი

"რომ არა ცეცხლი, რომელიც კვირკველიას სულში ბობოქრობდა და იური სიომინის გადაწყვეტილება, ქართველი თავდასხმაში გადაეწია, მოსკოველები ქულას ვერ გადაარჩენდნენ.

მან თავად მოისურვა მოსკოვში დარჩენა - ტრავმირებული ხორვატის, ვედრან ჩორლუკას არყოფნაში ეს მოსკოველებისთვის სასურველი ტრანსფერი აღმოჩნდა. ქართველმა პირველ ტურში გუნდს გამარჯვება მოუტანა, ახლა კი ყაზანში ქულა გადაარჩინა.

სხვა სოლომონს, ისრაელის ლეგენდარულ მეფეს, ბეჭედზე სიბრძნე ეწერა - "ესეც გაივლის!" ალბათ, ასე ფიქრობდა კვირკველიაც, როდესაც ერთი წლის წინ "რუბინის" სკამზე დასვეს. ახლა კი ენდომება, რომ ყაზანის სტადიონზე ბოლო წუთს მომხდარი ამბავი სამუდამოდ გაგრძელდეს".

სად იყავით ექვსი თვე?!

იმავე გამოცემის სხვა ჟურნალისტი წერს:

"როდესაც საბა ყაზანში ჩავიდა, "რუბინში" ყველა ღიმილით შეეგება. ეკითხებიან, რუსეთის თასი ხომ არ ჩაიტანა, რასაც ხავი გრასიას საგაზეთო ინტერვიუში შეჰპირდა. ხასიათზე თუ იყო, შეეძლო ყაზანურ კლუბში განწყობა შეექმნა.

ახლა მოსკოვის "ლოკომოტივშიც" დაახლოებით იმავეს აკეთებს. ქართველი ფრთაშესხმულია, მას მთავარი მწვრთნელი ენდობა და ახალმა პარტნიორებმაც კარგად მიიღეს, თავად კი თამაშიდან აშკარად სიამოვნებას იღებს. ის ყოველ მოგერიებულ შეტევაზე თანაგუნდელებს ამხნევებს და ნამდვილ ყოჩად გამოიყურება...

"რუბინმა" შექმნა არაერთი მომენტი, მაგრამ გაუშვა გოლი მოთამაშისგან, რომელმაც გრასიას მხურვალე მოკითხვა ისევ გადასცა - არა მხოლოდ პრესის საშუალებით, არამედ - მოედანზეც. კვირკველია გოლს ისე აღნიშნავდა, თითქოს, ახალ გუნდთან მორიგი ტიტული მოიპოვა და ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ის მოსკოველთა მეკარესთანაც კი მივარდა და გაამხნევა.

ასეთი ემოციური არ ყოფილა რიფათ ჟამალეტდინოვი, რომელიც "ლოკომოტივმა" ზაფხულში გაუშვა და რომელმაც ამ მატჩში "რუბინი" დააწინაურა. აშკარა იყო, "რუბინისა" და ყაზანის მიმართ კვირკველიას დიდი წყენა დაუგროვდა. როცა მიქს-ზონაში შესულს ყაზანელმა ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს, ამაყმა ქართველმა გამოსცრა: "თქვენ ჩემთან ექვსი თვე არ მოდიოდით, ახლა კი"...

საჭირო კაცი

"რუსფუტბოლინფო":

"მოსკოველებს ძალიან სჭირდებოდათ ადამიანი, რომელიც შეხვედრის ბედს შეცვლიდა. ალბათ, გიგანტი კვირკველია საჯარიმოში იმის იმედად ჩავიდა, რომ შური ეძია ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც ნახევარი წლის განმავლობაში ცდილობდნენ, პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ფსიქოლოგიურად გაეტეხათ".

მატჩის შემდეგ თავად კვირკველიამ ახალი გუნდის მიზნებზე ილაპარაკა და თქვა, რომ "ლოკომოტივს" ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია. თუმცა, მანამდე თანაგუნდელ დმიტრი ბარინოვზე ჰკითხეს, რომელსაც მთელი თამაშის განმავლობაში კარნახობდა თუ უყვიროდა.

"ბარინოვს უხეშად მივმართავდი? არა, რას ვუყვიროდი?! მეც ისევე ვკარნახობდი, როგორც ის - მე. უბრალოდ, სტადიონზე 15 ათასამდე მაყურებელი იყო და ასეთ დროს მშვიდად ვერ ვილაპარაკებდით - ამ ხმაურში ერთმანეთის კარგად არ გვესმოდა...

რაც შეეხება მიმდინარე სეზონში გუნდის მიზნებს, ეს რუსეთის ჩემპიონობაა. ევროპის ლიგას რაც შეეხება, იქ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ, მერე კი მაქსიმუმზეც ვიფიქროთ", - ამბობს კვირკველია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბესო
მეც გამოვხატავ სოლიდარობას, და მოვითხოვ რომ დააბრუნონ ძველი საიტი.
მერაბი
თუ ძველი საიტის დაბრუნება გინდათ,დააჭირეთ ქვედა მარცხენა ღილაკს და მაუსზე დაატრიალეთ რგოლი.
პატივისცემით
თქვენ ზუსტად იგივე დაგემართათ რაც ტვ პალიტრას. განახლება ყოველთვის რომ უკეთესს არ ნიშნავს თქვენ ალბათ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. ძველი ფორმატი უკეთესია!
kaxa
საშინელებაა ეს ახალი ვერსია, ძველი ჯობდა
miriani
დააბრუნეთ ძველი ვერსია
zangura
დააბრუნეთ ძველი საიტის გრაფიკა, საშინელებაა ეს ახალი.
Daabrunet saitis dzveli versiaaaaa
Survili ar makvs am saitze shemosvlis, roca sul sportall.ge ze vikavi, daabrunet dzveli versia
რეზო
საიტი მართლაც დამახინჯებულია.რა გინდოდათ,რას ერჩოდით.ძველი ბევრად უკეთესი იყო!
ალეკო
მაგრად გაასწორა საბამ დაანახა მაგ უმადურებს რა შეუძლია
vax-vax
წარმატებები სოლომონს,მაგრამ ამ დამახინჯებულ საიტზე შემოსვლა ძალიან არ მინდა- იძულებული ვარ,სხვა არ არის
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა