"ნიუ ჯერსი ნეტსის" გამთამაშებელს საზარდულის ტრავმა გაუმიზეზდა, "დალას მევერიქსის" გამთამაშებელს კი მალე 38 წელი შეუსრულდება

"ნიუ ჯერსი ნეტსის" გამთამაშებელმა დერონ უილიამსმა, შესაძლოა, ვადაზე ადრე დაასრულოს რეგულარულ ჩემპიონატში გამოსვლა. NBA-ის ვარსკვლავმა "მილუოკისთან" მატჩში საზარდულის ტრავმა გაიმიზეზა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ეივერი ჯონსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამთამაშებლის სათადარიგოთა სკამზე დასმა უნდოდა, მაგრამ თავად დერონმა ითხოვა მატჩის ბოლომდე თამაში.

"კალათბურთს ვაღმერთებ და ვერ ვიტან სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ან თამაშების გამოტოვებას. ჩემთვის ეს რთული გადასატანია. შესაძლოა, ეს ყველაფერი უკეთესიც იყო - ვნახოთ, როგორ ვიგრძნობ თავს უახლოეს დღეებში. ტყორცნის შესრულება მიჭირს. ყოველთვის, როცა ბურთს ვისვრი, საკუთარ ორგანიზმს ვუსმენ. ეს ჩემთვის ფსიქოლოგიური ზეწოლასავითაა", - მოჰყავს დერონის სიტყვები ESPN-ს.

სხვა საზრუნავი აქვს კიდევ ერთ ვარსკვლავ გამთამაშებელს, ჯეისონ კიდს, რომელსაც ამ კვირას 38 წელი უსრულდება. მან Yahoo! Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს სეზონი, შესაძლოა, ბოლო იყოს მის კარიერაში. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, გამოცხადდება თუ არა ამ ზაფხულს ლიგაში ლოკაუტი.

"თუ 2011-12 წლების სეზონი ლოკაუტის გამო ჩაიშლება, შემდეგ ჩემთვის რთული იქნება კალათბურთში დაბრუნება, - ამბობს კიდი. - სავარაუდოდ, დავასრულებ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპს და სხვა საქმეს მოვნახავ, მით უმეტეს, რომ მაქვს რამდენიმე ვარიანტი. მაგალითად, კარგ დამოკიდებულებაში ვარ ცნობილ ფინასისტ სტივ ვინთან. ის აშშ-სა და მაკაოში სასტუმროებისა და კაზინოების ბიზნესით არის დაკავებული და დიდი ხანია თავისთან მიხმობს.

გარდა ამისა, შემიძლია NBA-ის კლუბის მენეჯერად ვიმუშაო. თუმცა კვლავინდებურად დიდი იმედი მაქვს, რომ ლოკაუტი არ შედგება და მინიმუმ 2011-12 წლების სეზონს ვითამაშებ, რის შემდეგაც მართლა წავალ კალათბურთიდან."

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა