ჩილეში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება ლაშა ბექაურმა იზეიმა
ჩილეში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვა - ოქრო და ბრინჯაო. მსოფლიოს ჩემპიონი 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა, გოგონათა შორის ბრინჯაოს პრიზიორი კი - მარიამ ჭანტურია (-63).

ლაშამ ტურნირზე ოთხი მოგებული შეხვედრის შემდეგ ფინალში იაპონელ დაიკი ნაკაჰაშის ბრწყინვალე გდებით - იპონით სძლია.

იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, რომ მანამდე სანტიაგოში 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონი ლუკა კაპანაძე გახდა. ამგვარად, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის პირად შეჯიბრში მოპოვებული სამი მედალია - თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.

12 აგვისტოს სანტიაგოში ინდივიდუალური ტურნირის დასკვნითი საშეჯიბრო დღეა. ჩვენგან მედლებისთვის იბრძოლებენ მიხეილ ბექაური, გიორგი კარიაული (ორივე -90), ალექსი სვიანიძე და ლევან ჭელიძე (ორივე +90), გოგონათა შორის კი - სოფიო სომხიშვილი (+70).

მსოფლიო ჩემპიონატი 13 აგვისტოს გუნდური შეჯიბრით დასრულდება, სადაც პირველად ძიუდოს ისტორიაში, ბიჭებისა და გოგონების გაერთიანებული გუნდები იასპარეზებენ და მათ შორის საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებიც.

სოსო
სიახლეები ძალიან გვიანდება.წუხელ სოფიო სომხიშვილმა ვერცხლის მედალი მოიგო,მაგრამ დაიწვან მაგათი ცოდვით,ვინც მძიმე წონა მოიგონა.სოფო მძიმე გოგოებს ყველას სჯობდა,მაგრამ ფინალში ხორვატ გოგოს შეხვდა,რომელიც ჩვეულებრივი,სპორტული აღნაგობისა იყო და იქ უკვე გამოჩნდა ზედმეტი წონის გავლენა.სოფომ აქტიურად დაიწყო და მეტოქე ორჯერ გააფრთხილებინა,მაგრამ ორი წუთის მერე უკვე სული ეხუთებოდა,მეტოქეს კი დაღლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა.ძირითად დროში სოფო ორჯერ გააფრთხილეს,ხოლო დამატებით დროში უკვე მესამედაც,მას უკვე აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა.ვფფიქრობ ათი კილო რომ დაიკლოს,იმ ხორვატსაც ადვილად მოუვლიდა.რაც შეეხება ბიჭებს,სანუგეშოში გადაერთნენ ,მაგრამ ორივემ პარალლელურად წააგეს,სვიანიძემ უიმედოდ,ჭელიძეს კი თითქოს უპირატესობა ჰქონდა,მაგრამ ილეთი გაეპარა.ბექაურმა თავიდანვე წააგო. ადმინ დააბრუნეთ რა ძველი გაფორმება.
Lasha
ვულოცავ მოჭიდავეებს გამარჯვებას. ბექაურს რაც შეეხება არ მომეწონა მისი ჭიდაობა (ილეთები 0, ფიზიკა ძალიან დაბალი) იმედია გამვითარდება ორივე მიმართულებით და ასახელებს საქართველოს.
judo
დზალიან სუსტი ტაბო მოდისს რა გვესჰველება არ ვიციი.
zvio
მართალი ხარ 1000%
g.v.g.
სულითა და გულით ვულოცავ ბექას. მაგრამ, არსებობს ერთი "მაგრამ": გამარჯვებულს რომ არ ასამართლებენ, თორემ... 2 წუთის მერე ვეღარ სუნთქავდა. სულ თუ ასთი შედეგით დამთავრდება იცოცხლე კარგია, მაგრამ დიდი შედეგი ასეთი მომზადებით ვერ მიიღწევა(მომავალს ვგულისხმობ)
B-52
გენაცვალეთ ლომებო!!!
კახა
....გაქვთ დაწერეთ აბრუნეებთ ძველ დიზაინს თუ არა?
geo
ფიზიკაა მეტად მისახედი, ჩვენები ვეღარ სუნთქავენ ...
სოსო
ვუყურე და დიდებულად იბრძოლეს ორივემ,ახალკაცმაც კარგად დაიწყო მაგრამ...მოულოდნელად დამარცხდა.
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან დამარცხდა
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]