ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თავისი ბაბაია დათვსაც გამოუჩნდა

თავისი ბაბაია დათვსაც გამოუჩნდა

რუსთა ძლევის შემდეგ "ბორჯღალოსნები" ივნისის ბოლოს, ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის შეიკრიბებიან
სოჭში, სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის წლევანდელი გათამაშება ტრიუმფით დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" ტრადიციული მეტოქე, რუსეთის ნაკრები ასევე ტრადიციულად დაამარცხეს 15:9 და ქართველ ქომაგებს, კიდევ ერთხელ, დიდი სიხარული მოუტანეს.

ყოველივეს კი წინ რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი უძღოდა, რაზეც "ლელო" უკვე წერდა. რუსეთის რაგბის კავშირის პრესატაშე სერგეი მარკოვი კი ცდილობს მომხდარი შეარბილოს და შეალამაზოს, რაც ამაო მცდელობაა.

აეროპორტში დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, მგზავრობით დაღლილი ჩვენი მორაგბეები, იმის ნაცვლად, რომ სასტუმროში დაესვენათ, ორი საათი საცობში იდგნენ და მატჩისწინა, კაპიტნის ვარჯიშის ჩატარებაც ვერ მოახერხეს.

ყველაზე მთავარი და სამწუხარო კი ის იყო, რომ რუსებმა მატჩის ტელეტრანსლაციაზე უარი თქვეს. თამშის ხილვის საშუალება არც ქართველ გულშემატკივრებს მიეცათ. ქომაგები სხვადასხვა ბარებსა და პაბებში შეიკრიბნენ რადიორეპორტაჟის მოსასმენად. მატჩისადმი ინტერესი, გასაგები მიზეზების გამო, ცხადია, დიდი იყო.

რუსები "ბორჯღალოსნებთან" თამაშისთვის განსაკუთრებით ემზადებოდნენ. გუნდში დიდი ხნით უთამაშებელი ვეტერანები ვიაჩესლავ გრაჩოვი და კონსტანტინ რაჩკოვიც კი დააბრუნეს. ორივეს საკმაოდ ბევრჯერ უთამაშია საქართევლოს ნაკრების წინააღმდეგ და ჩვენი ბიჭების თამაშის ხელწერას კარგად იცნობენ.

საოცარია, მაგრამ მატჩის შემდეგ კომენტარებში რუსეთის ნაკრების მწვრთნელები და მოთამაშეებიც კმაყოფილნი იყვნენ. ძნელი სათქმელია, რუსებს რა უხაროდათ. ეტყობა, "ბორჯღალოსნებთან" დიდი ანგარიშით მარცხის შიში ჰქონდათ და მატჩის ტელერეპორტაჟიც ამიტომ არ მოაწყვეს.

სტადიონის გაზონი ცუდ მდგომრეობაში არ იყო, თუმცა გადაუღებელმა წვიმამ გრუნტი საგრძნობლად დაამძიმა და თამაში ჭირდა. სველი ბურთი კი ორივე გუნდის მოთამაშეებს ხშირად უსხლტებოდათ ხელიდან.

საქართველოს ნაკრებმა თამაშის დასაწყისშივე აქტიურად შეუტია და უკვე მესამე წუთზე ანგარიში გახსნა. მგეზავმა მერაბ კვირიკაშილმა საჯარიმო გაიტანა - 3:0. "მეკომ" მეტოქის კარის დალაშქვრა პირველ ტაიმში, ამჯერად თითქმის მოედნის ცენტრიდან, კიდევ ერთხელ სცადა, მაგრამ უშედეგოდ. რუსები, ცხადია, უბრძოლველად დანებებას არ აპირბდნენ, თუმცა ანგარიშის გათანაბრება 27-ე წუთზე შეძლეს. საჯარიმო რაჩკოვმა გაიტანა - 3:3. მანამდე, საჯარიმო ფულბეკმა იგორ კლუჩნიკოვმა ვერ დაარტყა ზუსტად. ტაიმის მიწურულს ანგარიშში დაწინაურების საშუალება ისევ რუსებს მიეცათ. ამჯერად მიზანმა რაჩკოვს უმტყუნა.

ჩვენებმა მეორე ტაიმი ბევრად უფრო აქტიურად დაიწყო. 51-ე წუთზე "ბორჯღალოსნების" მრავალფაზიანი იერიში რუსებმა ლელოს მისადგომებთან ერთ მეტრში წესის დარღვევით შეაჩერეს. საჯარიმო ზედ კარის წინ დაინიშნა, ცხადია, კარში დარტყმა შეიძლებოდა, თუმცა სტუმრებმა შერკინება მოითხოვეს.

მორკინალებმა მიძალებით სამჯერ სცადეს მეტოქის ჩათვლის მოედანში შეთრევა, მაგრამ რუსებმა სამივეჯერ წესი დაარღვიეს და მატჩის ფრანგმა არბიტრმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა. კვირიკაშვილმა გარდასახა - 10:3.

მატჩის ეს მომენტი წესით გარდამტეხი უნდა გამხდარიყო, მაგრამ არბიტრმა ლელოდან რამდენიმე წუთში, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი ათი წუთით მოედნიდან გააძევა. მასპინძლებმა კაცნაკლულ ქართველებს მხოლოდ სამი ქულა აართვეს. საჯარიმო ისევ რაჩკოვმა გაიტანა - 6:10.

თამაშის დასრულებას 10 წუთი აკლდა, როცა იმავე რაჩკოვმა საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა - 9:10. რუსებს მატჩის მოგების შანსი გაუჩნდათ, თუმცა შეხვედრის დასკვნითი მონაკვეთი "ბორჯღალოსნებმა" შესანიშნავად ჩაატარეს, მეტოქე თავის ნახევარში ჩაკეტეს. 77-ე წუთზე კი გამარჯვების მომტანი ლელოც გაიტანეს.

რუსები მოედნის საკუთარ ნახევარზე დაჯარიმდნენ, რასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. საბედნიეროდ, ჩვენი მორაგბეები დამნაშავეები არ აღმოჩნდენ და არბიტრმა საჯარიმო არ ჩამოგვართვა. შეცვლაზე შესულმა მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ ბურთი აუტში გადაიტანა. მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში დერეფანი სუფთად მოიგეს, მოლი შეკრეს და დაიძრნენ. ლელოში ბურთი შერკინების ახალგაზრდა კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ დაამიწა. მალაღურაძემ ვერ გარდასახა - 15:9.

"ყველაფერი ვიღონეთ ეს თამაში რომ მოგვეგო. მართალია, შედეგით გაწბილებულნი ვართ, მაგრამ თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ბიჭებს დაუბრუნდათ რწმენა საკუთარ ძალებში. როცა მინიმალური სხვაობით ვაგებდით, შეგვეძლო თამაშის ბედი საჩვენოდ შემოგვეტრიალებინა, მაგრამ ჩვენზე უფრო გამოცდილმა მეტოქემ მაინც გვაჯობა", - თქვა რაჩკოვმა.

"ამ თამაშისთვის დიდხანს, სერიოზულად ვემზადებოდით, ძალიან გვინდოდა ცუდი ტრადიცია დაგვერღვია და საქართველოს ნაკრები ბოლოს და ბოლოს დაგვემარცხებინა. არ გამოგვივიდა, თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. საერთო ჯამში კმაყოფილნი ვართ, რადგან ჩვენი გუნდის თამაშში, განსაკუთრებით კი შერკინებაში, პროგრესი დავინახეთ", - ეს კი ნამატჩევს რუსეთის ნაკრების თავკაცმა ნიკოლაი ნერუშმა განაცხადა.

სოჭიდან თბილისში დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს აეროპორტში ქომაგები და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელები დახვდნენ. გულშემატკივრობა "ბორჯღალოსნებს" არც თამაშისას აკლდათ. იქაურმა ქართველებმა მრავალად მოიყარეს თავი და მორაგბეებს გულმხურვალედ ქომაგობდნენ.

მამუკა გორგოძე: "ძალიან რთული თამაში იყო. რუსები ბოლომდე თავდადებით იბრძოდნენ. ვფიქრობ, სწორედ ასეთ დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება უფრო ფასეულია. ძალიან გაგვახარა იმ ფაქტმა, რომ საქომაგოდ ბევრი ადგილობრივი ქართველი მოვიდა."

მერაბ კვირიკაშვილი: "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახარეთ. მეტოქე ურთულეს ბრძოლაში დავამარცხეთ. ვეცდებით, არც მომავალში გავაწბილოთ ქომაგები."

საქართველოს ნაკრები რუსეთთან მეცამეტედ გამარჯვების შემდეგ ივნისის ბოლოს შეიკრიბება და ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის მზადებას დაიწყებს.

რაგბი. ერთა თასი

რუსეთი-საქართველო 9:15

რუსეთი (15-9) კლუჩნიკოვი, არტემევი, ბაბაევი, გალინოვსკი, ოსტროუშკო, რაჩკოვი (ი.კუშნარიოვი 79), შაკიროვი. (1-8) პოპოვი (ხროკინი 79), კორშუნოვი, პრიშეპენკო (ტრავკინი 48), ვოიტოვი (ტემნოვი 48), გარბუზოვი (მატვეევი 68), ფატახოვი, ოსტრიკოვი, გრაჩოვი (გრესევი 60)

3ს: რაჩკოვი

საქართველო (15-9) ხამაშურიძე (ურჯუკაშვილი 41), მაჩხანელი, კაჭარავა, ზიბზიბაძე, გუგავა, კვირიკაშვილი (მალაღურაძე 71), აბუსერიძე. (1-8) ხინჩაგიშვილი (კაკოვინი 79), ბრეგვაძე, ზირაქაშვილი, დათუნაშვილი, ვ.მაისურაძე, სუთიაშვილი (ნემსაძე 77), ჩხაიძე (კოლელიშვილი 78), გორგოძე.

2ლ: საჯარიმო, ბრეგვაძე. გ,ს: კვირიკაშვილი

მსაჯი: პატრიკ პეშამბერი (საფრანგეთი)

რუმინეთი-ესპანეთი 64:8

რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში, 14. მადალინ ლემნარუ, 13. ჩაბა გალი, 12. იონუც დიმოფტე, 11. კატალინ ფერკუ, 10. დანუც დუმბრავა, 9. ფლორინ სურუჯუ. 1. ნიკოლაე ნერე, 2. ბოგდან ზებეგა, 3. მიჰაი ლაზარი, 4. კრისტიან პეტრე, 5. ვალენტინ ურსაკე, 6. დანიელ კარპო, 7. იანუს დანიელი, 8. ტრაიან პლოტში.

16. ანდრეი რადოი, 17. დრაგოშ დიმა, 18. ვალენტინ პოპირლანი, 19. ვიორელ ლუკაჩი, 20. ვილი კალაფეტეანუ, 21. ფლორინ ვლაიკუ, 22. იონელ კაზანი.

9ლ: კალაფეტეანუ (2), დუმიტრაში (2), ფერკუ, გალი, იანუში, ურსაკე, ლემნარუ. 8: დუმბრავა, ვლაიკუ. ს: დუმბრავა.

ესპანეთი: 15. რემი დელგადო, 14. ლადი ბრისი, 13. იგნასიო გუტიერესი, 12. ბრუნო ანგულო, 11. ბატისტ სანჩესი, 10. ანდონი ხორახურია, 9. ადრიენ აიესტერანი. 1. ხესუს მორენა, 2. ფაბიენ როფსი, 3. მატინ ოზქუი, 4. სერხიო სოუტო, 5. ხესუს რეკუერდა, 6. მატიო როსა, 7. მარტინ ასენა, 8. ჟულიენ ტორტულუ.

16. ხუან გონსალესი, 17. როდრიგო მარტინესი, 18. ანიბალ ბონანი, 19. მეთ კუკი, 20. სებასტიან რუე, 21. როდრიგო მარტინესი, 22. ედუარდ სორბსი.

ლ: დელგადო. ს:ხორახურია

პორტუგალია-უკრაინა 46:24

პორტუგალია: 15. პედრო ლეალი, 14. ადერიტო ეშტევეში, 13. პედრო სილვა, 12. კარლ მურეი, 11. ანტონიო აგილარი, 10. ჯოზეფ გარდნერი, 9. ჟოზე პინტუ. 1. ჟუან მურე, 2. ლიონელ კამპერნე, 3. კრისტიან სპაშუკი, 4. ჟუან სევერინო, 5. გონსალო უვა, 6. ჟაკ ლე რუ, 7. ჟულიენ ბარდი, 8. ვასკო უვა.

16. ბერნარდო დუარტე, 17. ანტონი ალვეში, 18. რუი დორეი, 19. ფერნანდო ალმეიდა, 20. პედრო კაბრალი, 21. ბერნარდო სილვეირა, 22. ფრანსისკო სერა.

7ლ: აგილარი, ლე რუ, ბარდი, ეშტევეში, ლეალი, ალვეში, სილვა. 4გ: გარდნერი (2), კაბრალი (2). ს: გარდნერი

უკრაინა: 15. ვიაჩესლავ პონომარენკო, 14. მაქსიმ კრავჩენკო, 13. პავლო მასიუკოვი, 12. სერგი გარკავი, 11. ოლეგ კოსარევი, 10. სერგიი ცერკოვნი, 9. ზურაბ კიკაჩეიშვილი. 1. სერგიი სუხიხი, 2. მიკოლა კირსანოვი, 3. ივან ზალიზნიაკი, 4. ოლექსანდრ ლომაკინი, 5. ვიაჩესლავ კრასილნიკი, 6. ოლექსანდრ ცაპენკო, 7. ვიტალი ორლოვი, 8. ჯაბა მალაღურაძე.

16. ევგენი ჩაიკა, 17. ედუარდ ვერტილეცკი, 18. რუსლან რადჩუკი, 19. ოლექსანდრ მიშინოვი, 20. ოლექსი ნოვოკრესჩენოვი, 21. სერგიი მონასტირიოვი, 22. დენის მასიუკოვი.

ლ: კირსანოვი, მალაღურაძე, მიშინოვი. 3გ,ს: კოსარევი,

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1.საქართველო 5 5 0 0 +133 22

2.პორტუგალია 5 3 0 2 +15 13

3.რუმინეთი 4 2 0 2 +72 11

4.რუსეთი 5 2 0 3 +2 11

5.ესპანეთი 5 2 0 3 -83 10

6.უკრაინა 4 0 0 4 -139 0

ერთა თასი

უკრაინა-რუმინეთი (გამოტოვებული).

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა