სუპერლიგა. XVIII ტური: თუ სეზონის დასაწყისში ორ ფავორიტს გამოვყოფდით - შსს-ს და "არმიას", დღეს ძალოვნების ორ გუნდს თსუ შეუერთდა
მიმდინარე სეზონის დასაწყისში გუნდების დახარისხებისას ორ ფავორიტს გამოვყოფდით - შსს-ს და "არმიას". დღეს ორი კი არა, სამი ფავორიტია - ძალოვნების ორ გუნდს თსუ შეუერთდა - სტუდენტები იანვრის შემდეგ თამაშს თამაშზე იგებენ და მათი სუპერლიგის ფინალში ხილვა გასაკვირი ნამდვილად არ იქნება.

შაბათს სპორტის სასახლეში სამმა ფავორიტმა ითამაშა და ეს სტატუსი ბოლომდე გაამართლა. თსუ-მ "ბათუმს" 20 ქულის სხვაობით სძლია, "არმიამ" "სამედიცინოს" 27-ქულიანი სხვაობით, ხოლო შსს-მ "აგრარულს" 17-ქულიანით. მოკლედ, 19 მარტს ყველა მატჩში, მეოთხე პერიოდს ფორმალური სახე ჰქონდა. თუმცა, მე-18 ტურში თანაბარი მატჩებიც იყო - 18 მარტს გამართულ ორივე შეხვედრაში მინიმალური სხვაობა დაფიქსირდა: "ქუთაისმა" "სოხუმს" 82:81 სძლია, ხოლო "ენერჯიმ" "დინამოსთან" შინ 72:73 დათმო. შესაბამისად ტურის მწვრთნელი "დინამოს" თავკაცი დავით თორთლაძე გახდა, ხოლო საუკეთესო კალათბურთელი გიგი ბარბაქაძე (ქუთაისი), რომელმაც "სოხუმის" დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა: 25 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება, 3 ჩაჭრა.

გიგის გარდა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ: ბუბა კვიმსაძე (15 ქულა, 10 პასი, 5 მოხსნა), გივი ბაქრაძე (12 ქულა, 9 პასი, 3 ჩაჭრა, 4 მოხსნა), მიხეილ ბერიშვილი (27 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი, 5 ჩაჭრა) და რიჩარდ დამუსი (21 ქულა, 8 მოხსნა, 4 დაფარება, 3 ჩაჭრა).

19 მარტი

თბილისი, სპორტის სასახლე

თსუ-ბათუმი 104:84

28:22, 21:19, 32:10, 23:33

თსუ: კოხრეიძე (7ქ, 3პ), გაფრინდაშვილი (6ქ, 9პ), ფანჩულიძე (24ქ), მ. ბერიშვილი (27ქ, 9მ, 4პ, 5ჩ), ლონდარიძე (14ქ, 5მ), ხიზანიშვილი (7ქ), კორკოტაძე (11ქ, 9მ), ჩიტაშვილი (7ქ, 7პ), დეკანოიძე (1ქ), ზ. მაისურაძე, ჩქარეული.

ბათუმი: ნინუა (3ქ), ელიაშვილი (14ქ, 6მ), ნ. ჩხატარაშვილი (3ქ, 4პ, 2დ), შანიძე (13ქ), კეშელავა (21ქ), რამიშვილი (2ქ, 6პ), ა. ჩხატარაშვილი (4ქ), ელიაძე (3ქ), ყველაშვილი (21ქ, 11მ).

მსაჯები: ხ. გაბედავა, დ. ბერეკაშვილი

კომისარი: თ. ქიქოძე

5 სამქულიანი

მე-17 ტურში თსუ-მ "არმიას" სძლია, ხოლო მე-19-ში შსს-ს დაუპირისპირდება. შუალედში სტუდენტებს შედარებით მსუბუქი მატჩი ჰქონდათ - "ბათუმს" დაუპირისპირდნენ. პირველი წრის შემდეგ ზღვისპირელები ნიკა ჩხატარაშვილითა და დუდა სანაძით გაძლიერდნენ. მათ თსუ-ს ღირებული წინააღმდეგობა გაუწიეს, ბევრით არც მოხსნებში ჩამორჩნენ, არც ორქულიანებში და არც საჯარიმოებში. მხოლოდ 5-ით ნაკლები სამქულიანი ჩააგდეს, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა - 5 სამქულიანი ხომ 15 ქულაა. თსუ-მ კი 20-ქულიანი სხვაობით იმარჯვა.

მატჩის ბომბარდირი მიხეილ ბერიშვილი გახდა, 27 ქულა ჩააგდო, ხოლო პერიმეტრიდან მიხეილ ფანჩულიძე გამოირჩა - 9-დან 5 სამიანი.

არმია-სამედიცინო 80:53

25:16, 13:14, 23:8, 19:15

არმია: ბაქრაძე (12ქ, 9პ, 3ჩ), ტუღუში (10ქ, 11მ), ბოისა (17ქ, 4პ), მინაშვილი (11ქ, 6მ), შარაბიძე (15ქ, 8მ), ბაბიაშვილი (2ქ), პირველაშვილი (3ქ), მოსეშვილი (2ქ), ათანელიშვილი (4ქ), ათუაშვილი (4ქ), საყვარელიძე (4პ), ბ. ბერიშვილი.

სამედიცინო: როჯერსი (10ქ, 7მ, 6პ), გულისაბედაშვილი, ჭოჭუა (3ქ), ბექაური (5ქ), დვალიშვილი (19ქ, 8მ, 5დ), ჩაჩიბაია (9ქ), ს. ლეჟავა, თავართქილაძე (3ქ, 3ჩ, 3პ), გაბისონია, ნინიაშვილი (4ქ), კეიდია, ფაიქრიძე.

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი

კომისარი: მ. რატიშვილი

სახეცვლილი ხუთეული და 5 დაფარება

თსუ-სთან წაგებული მატჩის შემდეგ "არმიას" თავკაცმა ლევან მოსეშვილმა ხუთეულში სერიოზული ცვლილებები განახორციელა - გამთამაშებლობა ახალგაზრდა გივი ბაქრაძეს დაავალა, მძიმე ფორვარდად ვახტანგ მინაშვილი გაამწესა, ხოლო ცენტრად ასევე ახალგაზრდა გიორგი შარაბიძე.

საინტერესოა, რომ მეორე წრეში მინაშვილს მანამდე მხოლოდ ორი მატჩი ჰქონდა ჩატარებული (სულ 13 წუთი). ფობიმ (ვახოს მეტსახელი) დაამტკიცა, რომ საიმედო მოთამაშეა - პირველ ტაიმში "არმიას" 25:11 დაწინაურება გარკვეულწილად მისი დამსახურებაც იყო. თუმცა შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ გამოცდილი ლევან მოსეშვილი მინაშვილს საიდუმლო იარაღად გადამწყვეტი მატჩებისთვის ინახავდა.

ასევე გაამართლეს ბაქრაძემ და შარაბიძემ. ისინი კოტე ტუღუშისა და ანატოლი ბოისას გვერდით მეტად თავდაჯერებულები თამაშობდნენ. ტუღუშმა და ბოისამ კი, როგორც ყოველთვის მეტად ნაყოფიერად იშრომეს და "სამედიცინოს" უკანახაზელებს შანსი არ დაუტოვეს.

მედიკოსთა რიგებში 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ჯეფ როჯერსი და აკაკი დვალიშვილი ასცდნენ. აკაკიმ 19 ქულა, 8 მოხსნა და 5 დაფარება მიითვალა. ხაზგასასმელი სწორედ 5 "ბლოკ-შოტია" - ამდენი დაფარება აქვთ რეკორდსმენებს (ერთი მატჩის მიხედვით) ანატოლი ბოისასა და ვასილ ბერუაშვილს.

აგრარული-შსს 68:85

13:23, 13:24, 21:19, 21:19

აგრარული: სიგუა (2ქ), არწივიძე (10ქ, 4პ), ჩაჩანიძე (5ქ, 5მ), ნანიტაშვილი, მუმლაძე (9ქ, 5მ), ტეტელაშვილი (2ქ), ბააკაშვილი (7ქ), ხანიაშვილი (20ქ, 3პ), გემაზაშვილი (8ქ, 8მ), ჯავახიშვილი (5ქ).

შსს: კოტონი (17ქ, 3პ), ბ. ლეჟავა (6ქ), წივწივაძე (5ქ, 8პ), დ. ბარბაქაძე (12ქ), ტუჯანი (5ქ, 16მ, 3პ, 4ჩ), ლაფანაშვილი (3ქ), ნიკოლაძე (7ქ), ი. ბერიშვილი (15ქ, 4პ, 3ჩ), მარკოიშვილი (4ქ), შერმადინი (2ქ), ტომარაძე (7ქ), სუხიშვილი (2ქ).

მსაჯები: გ. მიქელაძე, მ. ანდღულაძე

კომისარი: მ. რატიშვილი

26 მარტის მოლოდინში

თსუ-სთან მომავალი მატჩის წინ შსს-საც კარგი სპარინგ-პარტნიორი ჰყავდა. ახალგაზრდა "აგრარებმა" ძალოვნებს ღირებული წინააღმდეგობა გაუწიეს და რამდენიმე ეფექტური მომენტითაც დაგვამახსოვრეს თავი. მათ შორის იყო დავით არწივიძის ლამაზი პასი, რასაც საპასუხო შეტევაში ბექა წივწივაძემ მშვენიერი გადაცემით უპასუხა და მაყურებელთა აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

პირველი ტაიმის შემდეგ შსს 47:26-ს იგებდა. როგორც გამოცდილ გუნდებს სჩვევიათ, მეორე ტაიმში მიღწეულის შენარჩუნება არ გასჭირვებია.

დაველოდოთ 26 მარტს, 14 საათზე შსს თსუ-ს ეთამაშება, 21 საათზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები - ხორვატიისას.

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. თსუ 17 14 3 1582/1366 31

2. არმია 16 14 2 1380/1102 30

3. შსს 16 12 4 1405/1204 28

4. ქუთაისი 16 12 4 1304/1150 28

5. სოხუმი 17 10 7 1376/1289 27

6. ენერჯი 16 7 9 1132/1201 23

7. სამედიცინო 16 5 11 1157/1184 21

8. სტუ 16 5 11 1286/1371 21

9. ბათუმი 16 5 11 1245/1339 21

10. აგრარული 17 4 13 1198/1392 21

11. დინამო 17 2 15 1172/1639 19.

თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
პსჟ ვიტინიას შემცვლელად "ბარსელონას" ვარსკვლავს განიხილავს
სიყვარულს რას გაუგებ - იამალს მხოლოდ ასაკოვანი ქალები მოსწონს
მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა
"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] უმოტივაციოთა უხვგოლიანი მატჩი ბათუმში! "კოლხეთს" დრო აღარ დარჩა...
"კვარა"? თქვენ ხვიჩაზე არ ინერვიულოთ" - რა უპასუხა ლუის ენრიკემ ჟურნალისტს
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები