ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ინტერი" "მილანს" კუდზე დააჯდა

"ინტერი" "მილანს" კუდზე დააჯდა

სერია A. XXX ტური: ხელები აქედანვე უნდა ავიკაპიწოთ - მომდევნო ტურში მილანური გრანდები ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან
სანამ ამ უქმეებზე დატრიალებულ ამბებზე გადავიდოდეთ, XXIX ტურის პირველი სათამაშო დღე გავიხსენოთ და ის, თუ როგორ დაკარგა ორი ქულა "ბრეშასთან" პაექრობაში "ინტერმა".

მეორე დღეს "მილანი" საკუთარ მოედანზე "ბარის" მასპინძლობდა და ყველა ლოგიკით, სამი ქულა უნდა აეღო. ანუ, "როსონერი" შვიდი ქულით გაექცეოდა მთავარ მდევარს, რაც ალბათ გადამწყვეტიც იქნებოდა სკუდეტოსთვის ბრძოლაში.

ამადაც იყო, რომ "ბრეშასთან" დაკარგული ქულების შემდეგ, 'ნერაძურის" არაერთი ქომაგი უიმედობამ მოიცვა და ბევრმა წინასწარაც მიულოცა თანაქალაქელს გაჩემპიონება. აშკარად იჩქარეს, რადგან "მილანმა" "ბარისთან" მხოლოდ ქულა აიღო, ამ უქმეებზე კი სიცილიაში დამარცხდა და "ინტერს" ერთი ფეხის ნაბიჯზე მიახლოვების საშუალება მისცა. დიახ, "როსონერი" "პალერმოსთან" დამარცხა, "ინტერმა" "ლეჩეს" მოუგო და სატურნირო ცხრილში, ამ ორ გუნდს შორის სხვაობა ორ ქულამდე დავიდა. მომდევნო ტურში კი ისეთი მატჩია, აქედანვე რომ უნდა ავიკაპიწოთ ხელები - ერთმანეთის პირისპირ მილანური გრანდები წარსდგებიან, თანაც როგორი სატურნირო მდგომარეობით.

"შაბათს" გამართული ორივე შეხვედრა საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა. "ლაციომ" "ჩეზენა" მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა მეტოქე, რითაც კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას ბოლო ტურებამდე აპირებს. ერთადერთი გოლის ავტორი მაურო სარატეა, რომელიც ედუარდო რეიამ თავდასხმის წინა ხაზზე გაამწესა. რომაელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ გამარჯვება.

"მილანი" სამი ქულის ასაღებად ჩავიდა სიცილიაში და უკან ხელმოცარული გაბრუნდა. "პალერმოს" სარეაბილიტაციოდ ჰქონდა საქმე და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოუვიდა. რაც მთავარია, გულშემატკივრებმა აპატიეს ფეხბურთელებს "უდინეზესთან" განადგურება და ამაზე ის ტაში მეტყველებს, რომელიც "მილანთან" მოგებული თამაშის შემდეგ ტრიბუნებიდან ისმოდა. ძალიან ემოციურად აღნიშნა გამარჯვება სერსე კოსმიმ და ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

"ბრწყინვალედ ვითამაშეთ და სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვეთ. რომც წაგვეგო, შეგირდების მისამართით სასაყვედურო არაფერი მექნებოდა, რადგან ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ და თავი არ დაუზოგავთ. მინდა შევაქო ისინი და ვთქვა, რომ ჩემი ყველა დავალება პირნათლად შეასრულეს. "პალერმოს" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ორი შეხვედრა წავაგე, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ შემიქმნია - არსებული ხარვეზები ნათლად დავინახე და შესაბამისი დასკვნები გავაკეთე. "მილანთან' გამარჯვების მოსაპოვებლად მხოლოდ საშემსრულებლო ოსტატობა არ კმარა, თავი უნდა დადო მოედანზე და სწორედ ეს ვიხილეთ ამ შეხვედრაში".

"პალერმომ" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა მეტოქე, ერთადერთი გატანილი გოლი კი მცველის, გოიანის ანგარიზეა - სტანდარტულის დროს ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, ისე მოხდა, რომ ხელსაყრელ პოზიციაზე მიუვიდა ბურთი, დიდ ხანს აღარ უფიქრია, დაარტყა და კრისტიან აბიატი უშანსოდ დატოვა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ ეპიზოდში მარკ ვან ბომელმა ითამაშა ძალიან ცუდად - იმის მაგივრად რომ დასარტყმელად გამზადებული გოიანისთვის შეეშალა ხელი, გაჩერდა და ლაინსმენს თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას თხოვდა - ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ოფსაიდი არ იყო და ამაშიც სწორედ დაცვაში ჩარჩენილი ვან ბომელი გახლდათ დამნაშავე. მოკლედ, ჰოლანდიელმა ჩააგდო თამაში და შეცვალეს კიდეც მეორე ნახევარში.

"მილანს" ჰქონდა რამდენიმე კარგი მომენტი, მაგრამ მათ აღწერას აღარ მოვყვებით - მხოლოდ იმაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, რომ ალეშანდრე პატომ მიიღო ტრავმა. ექიმებმა უკვე ჩაუტარეს გამოკვლევა ბრაზილიელს და დაადგინეს, რომ ათი დღით მოუწევს უქმობა. მომდევნო უქმეებზე სანაკრებო ბატალიებია დაგეგმილი და გამომდინარე აქედან, სერია A-ს შემდეგი ტურის მატჩები 2 და 3 აპრილს გაიმართება. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და მკურნალობის პროცესმა გეგმის მიხედვით ჩაიარა, პატო დერბიში აუცილებლად ითამაშებს. ბოლოს, მასიმილიანო ალეგრის მოვუსმინოთ, რომელიც ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს: "ჩვენ ჯერ კიდევ სათავეში ვუდგავართ სატურნირო ცხრილს და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ვფლობდით, მაგრამ გოლი მეტოქემ გაიტანა. ფეხბურთში ასეც ხდება და ბედს უნდა შევეგუოთ. მთავარი ბრძოლები წინ არის და კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ - თითოეულ ქულას ოქროს ფასი ადევს და ეს ფეხბურთელებმაც უნდა გააცნობიერონ. მე მჯერა ჩემი შეგირდების და იმის, რომ ერთად მივაღწევთ დიდ წარმატებას".

"მილანის" წაფორხილებით გაგიჟებული "ინტერი" "ლეჩეს" ეკვეთა და პირველივე წუთებში ეცადა საქმის მოთავებას, მაგრამ არც მთლად ასე იოლად გასატეხი აღმოჩნდა ერთ-ერთი აუტსაიდერი. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში უშედეგოდ უტევდნენ მასპინძლები და მხოლოდ მეორე ნახევარში გატეხეს მეტოქე - ჯამპაოლო პაცინიმ საჯარიმოს ხაზთან მიიღო ბურთი, ტანით ჩამოიცილა ერთი მეურვე და ძლიერი დარტყმით შეარხია სტუმართა კარის ბადე. აღსანიშნავია, რომ პაცოს კიდევ არაერთხელ შეეძლო გატანა და დამაგვირგვინებელ ფაზაში რომ უფრო ზუსტი ყოფილიყო, ჰეთთრიკსაც თავისუფლად შეასრულებდა. თუმცა, სამი ქულის ასაღებად ეს ერთიც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. ბედნიერმა ლეონარდომ ჟურნალისტებს ერთი წინადადება აკმარა: "ეს კვირა ფანტასტიკური იყო".

"რომასი" რა გითხრათ და აი, ფრანჩესკო ტოტი კი ნამდვილად შესაშურ ფორმაშია. რომაულ დერბიში გატანილ ორ გოლს, ფლორენციაში მიაყოლა კიდევ ორი და ცოტა ყურადღებით რომ ეთამაშათ "მგლებს" დაცვით ფაზაში, უთუოდ სამი ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდებოდნენ დედაქალაქში. "ფიორენტინა"-"რომას" თამაშზე გვაქვს საუბარი, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა და ამ შედეგმა ორივე გუნდი უკმაყოფილო დატოვა. "ჯალოროსი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ქულები ჰაერივით ესაჭიროება, "ვიოლას" კი ევროპის ლიგაზე მოხვედრა აქვს მიზნად დასახული და ასევე საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დგას. საყაიმო რეზულტატით კიდევ უფრო გაირთულეს სატურნირო მდგომარეობა და ფაქტობრივბად გამოუვალ ვითარებაში აღმოჩნდნენ. სათქმელი ბევრი არაფერია, მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ ფლორენციელთაგან თავი ადრიან მუტუმ და ალესანდრო გამბერინიმ გამოიჩინეს.

"იუვენტუსმა" რის ვაივაგლახით დაამარცხა "ბრეშა" და მეშვიდე ადგილზე გაიმაგრა პოზიციები. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის ზონასთან მთელი თერთმეტი ქულა და სამი გუნდი აშორებს - შესაბამისად, მიზერულია იმის შანსი, რომ ლუიჯი დელ ნერის სამწყსომ ოთხეულში შეაბიჯოს. ეგ კი არა, მეექვსე პოზიციაზე მოკალათებული "რომა" მთელი ხუთი ქულით უსწრებს "ბიანკონერის", ეს ადგილი კი ევროპის ლიგაზე გამსვლელია.

"იუვეს" რიგებიდან მილოშ კრასიჩმა და ალესანდრო დელ პიერომ გამოიჩინეს თავი, სტუმართა შორის კი ედერი გამოირჩა. "ბრეშას" მარეკო გაუძევეს 71-ე წუთზე და ამან მნიშვნელოვნად გაუადვილა საქმე "ვეკია სენიორას". გაიმარჯვა "უდინეზემაც", საკუთარ მოედანზე "კატანიას" გაუტანა ორი უპასუხო ბურთი და კვლავაც ოთხეულში იმყოფება. ტერთმეტმეტრიანით გამოირჩა ანტონიო დი ნატალე და გატანილი გოლების რაოდენობა 25-მდე გაზარდა.

მომდევნო ტური:

2 აპრილი: ბრეშა-ბოლონია, მილანი-ინტერი 3 აპრილი: ნაპოლი-ლაციო, პარმა-ბარი, ჯენოა-კალიარი, ჩეზენა-ფიორენტინა, კატანია-პალერმო, კიევო-სამპდორია, ლეჩე-უდინეზე, რომა-იუვენტუსი.

ლაციო-ჩეზენა 1:0

ლაციო (4-3-1-2): მუსლერა - სკალონი (78. სტენდარდო), ბიავა, დიასი, გარიდო - მათუზალემი, გონსალესი, მაური (86. კოზაკი) - ერნანესი (60. ბროკი) - სარატე, სკული.

ჩეზენა (4-3-2-1): ანტონიოლი - სანტონი, პელეგრინო, ფონ ბერგენი, ლაურო (68. ბენალუანე) - კაზერტა (69. რისკი), კოლუჩი, პაროლო - ხიმენესი, ბოგდანი (46. ჩეკარელი) - ბოგდანი.

გოლი: 1:0 სარატე (2).

გაფრთხილება: მათუზალემი, ბროკი - ლაურო.

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 11(5)-6(3); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 20 000

პალერმო-მილანი 1:0

პალერმო (3-4-2-1): სირიგუ - მუნოზი, გოიანი, მილიაჩო - დარმიანი, ბასინოვიჩი (69. აკუა), ნოჩერინო, ბალცარეტი - პასტორე (73. მიკოლი), ილიჩიჩი - პინილია (88. ერნანდესი).

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, იანკულოვსკი (16. ანტონინი) - ვან ბომელი (53. ბოატენგი), გატუზო, ფლამინი - ზეედორფი - კასანო, პატო (64. რობინიო).

გოლი: 1:0 გოიანი (10).

გაფრთხილება: პინილია - ვან ბომელი, ფლამინი.

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 3-7; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11(6)-10(4); ბურთის ფლობა: 37%-63%.

მაყურებელი: 29 000

ფიორენტინა-რომა 2:2

ფიორენტინა (4-3-1-2): ბორუცი - კომოტო, გამბერინი, ნატალი, პასკუალი - მონტოლივო, ბეჰრამი, ვარგასი (83. დაგოსტინო) - სანტანა (67. ლიაიჩი) - მუტუ, ჯილარდინო (87. ბაბაქარი).

რომა (4-2-3-1): დონი - ჟუანი, მექსე, ნ. ბურდისო, რიისე - პიზარო, დე როსი (90. გრეკო) - პეროტა (78. ბრიგი), მენეზი, ტადეი (54. როზი) - ტოტი.

გოლები: 1:0 მუტუ (21), 1:1 ტოტი (27-პენ.), 2:1 გამბერინი (34), 2:2 ტოტი (52).

გაფრთხილება: ბორუცი, გამბერინი - მექსე, მენეზი..

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 6-4; ჯარიმა: 15-23; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 10(5)-8(5); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 24 000

ბარი-კიევო 1:2

ბარი (4-4-2): ჟილე - ა. მაზიელო, გლიკი, როსი, ბელმონტე - კოდრეა (57. ალვარესი), ჰუსეკლეპი (56. ოკაკა), ალმირონი, ბენტივოლიო - გეზალი, რუდოლფი (65. კასტილო).

კიევო (3-4-1-2): სორენტინო - ფრეი (45. სარდო), მორერო, მანდელი - გუანა (51. რიგონი), ფერნანდესი, კონსტანტი, იოკიჩი - ბოლიაჩინო - პელისიერი (77. ურიბე), მოსკარდელი.

გოლები: 0:1 პელისიერი (38), 1:1 გეზალი (41-პენ.), 1:2 მოსკარდელი (49).

გაფრთხილება: როსი - ფერნანდესი, გუანა, კონსტანტი.

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 5-4; ჯარიმა: 25-18; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12(5)-8(3); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 21 000

ბოლონია-ჯენოა 1:1

ბოლონია (4-3-1-2): ვივიანო - მორასი (58. პაპონი), პორტანოვა, ბრიტოსი, რუბინი (57. ჩერუბინი) - პერესი, მუდინგაი, პერესი - დელა როკა - რამირესი (81. სილიგარდი), დი ვაიო.

ჯენოა (4-4-2): ედუარდო - მესტო, დაინელი, მორეტი, კრიშიტო - მილანეტო, კონკო (53. ანტონელი), ველოზო (8. რაფინია), როსი - ფლორო ფლორესი (75. ბოზელი), პალასიო.

გოლები: 1:0 დი ვაიო (28), 1:1 დაინელი (43).

გაფრთხილება: ბრიტოსი, პერესი - მილანეტო.

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 0-6; ჯარიმა: 20-13; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8(4)-12(5); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 19 000

ინტერი-ლეჩე 1:0

ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, კივუ, ლუსიო, ძანეტი - მოტა, კამბიასო, სნეიდერი (84. ხარჯა) - პანდევი (73. კოუტინიო) - ეტოო (90. სტანკოვიჩი), პაცინი.

ლეჩე (4-5-1): როზატი - ტომოვიჩი (90. დონატი), ფერარიო, ფაბიანო, ბრივიო (90. პიატი) - ჯაკომაცი (83. ჯედა), ვივესი, ოლივერა, ბერტოლაჩი, მესბა - კორვია.

გოლი: 1:0 პაცინი (52).

გაფრთხილება: ლუსიო, კივუ, მოტა - როზატი, ტომოვიჩი, ჯაკომაცი.

გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 4-6; ჯარიმა: 24-6; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 7(4)-2(1); ბურთის ფლობა: 68%-32%.

მაყურებელი: 59 000

იუვენტუსი-ბრეშა 2:1

იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - სორენსენი, ბონუჩი, კიელინი, ტრაორე (67. ბარძალი) - კრასიჩი, აკვილანი, მარკიზიო, პეპე - დელ პიერო (88. მარტინესი), მატრი (83. ტონი).

ბრეშა (3-5-1-1): არკარი - მარეკო, ძობოლი, აკარდი - ძამბელი, დაპრელა, კორდოვა (58. ლანცაფამე), ვასი, კონე (75. ბაიოკო) - დიამანტი (77. ჯონატანი) - ედერი.

გოლები: 1:0 კრასიჩი (23), 1:1 ედერი (42), 2:1 დელ პიერო (68).

გაძევება: მარეკო (71).

გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 9-2; ჯარიმა: 10-18; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 9(4)-8(5); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 22 000

სამპდორია-პარმა 0:1

სამპდორია (4-4-1-1): კურჩი - ძაური, ვოლტა, ვიდალი, გასტალდელო - მანინი, დესენა, პოლი (69. ბიაბიანი), ციგლერი - გუბერტი (20. მაკედა) - მაკარონე (80. კომანი).

პარმა (4-3-2-1): მირანტე - პალეტა, ვალიანი, პიზანო, ძაკარდო - მორონე, გობი, ჯემაილი - პალადინო (36. კანდრევა), ჯოვინკო (83. მოდესტო) - ამაური.

გოლი: 0:1 ძაკარდო (65).

გაფრთხილება: ძაური, პოლი, დესენა - პიზანო, ვალიანი, მოდესტო, კანდრევა.

გაძევება: ჯემაილი (90).

გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 6-4; ჯარიმა: 27-19; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 11(5)-5(2); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 23 000

უდინეზე-კატანია 2:0

უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, ზაპატა, დომიცი - ისლა, პინცი, ასამოა, ინლერი, არმერო - დი ნატალე (88. კორადი), სანჩესი.

კატანია (4-2-3-1): ანდუხარი - სპოლი, აუგუსტინი, სილვესტრი, მარკეზე - კარბონი, ლოდი - რიკიუტი, გომესი (69. ლიამა), შელოტო (24. მორიმოტო) - ბერგესიო (63. მაქსი ლოპესი).

გოლები: 1:0 ინლერი (22), 2:0 დი ნატალე (74-პენ.)..

გაფრთხილება: პინცი - სპოლი, გომესი, ლიამა.

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 4-4; ჯარიმა: 21-15; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 9(4)-8(0); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 14 000

ნაპოლი-კალიარი 2:1

გოლები: 1:0 კავანი (49), 1:1 აკვაფრესკა (56), 2:1 კავანი (61)

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 30 18 8 4 51-22 62

2. ინტერი 30 18 6 6 56-31 60

3. ნაპოლი 30 18 5 7 46-27 59

4. უდინეზე 30 17 5 8 56-30 56

5. ლაციო 30 16 6 8 36-25 54

6. რომა 30 14 8 8 47-41 50

7. იუვენტუსი 30 12 9 9 45-38 45

8. ფიორენტინა 30 10 11 9 35-31 41

9. პალერმო 30 13 4 13 45-46 43

10. ბოლონია 30 11 10 9 33-37 40

11. ჯენოა 30 10 9 11 29-33 39

12. კალიარი 30 11 6 13 36-36 39

13. კიევო 30 8 11 11 30-32 35

14. კატანია 30 8 8 14 25-40 32

15. სამპდორია 30 7 10 13 25-34 31

16. პარმა 30 7 11 12 29-41 32

17. ჩეზენა 30 7 8 15 25-41 29

18. ლეჩე 30 7 7 16 31-52 28

19. ბრეშა 30 6 8 16 24-38 26

20. ბარი 30 4 8 18 17-45 17

ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 25 - დი ნატალე (უდინეზე); 20 - კავანი (ნაპოლი); 19 - ეტოო (ინტერი); 18 - დი ვაიო (ბოლონია); 16 - მატრი (იუვენტუსი); 14 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!