ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

შე-ფა-შე - ტაქტიკური ნოვაცია საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში [VIDEO]

შე-ფა-შე - ტაქტიკური ნოვაცია საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში [VIDEO]

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისის მერიის თასი მოიგო
რას ნიშნავს შე-ფა-შე? 1998 წელს ბრაზილიის ნაკრების მთავარი იარაღი რო-რო-ს დუეტი იყო: რონალდომ და რომარიომ გულშემატკივარს ბევრი ლამაზი თამაში აჩუქეს. ახლახან დაშლილი ემ-ეს-ენ (MSN) რას ნიშნავს, ყველას კარგად მოეხსენება - მესი, სუარესი, ნეიმარი, ტრიო, რომელმაც 2015 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო და ბევრ მეტოქეს სცემდა შიშის ზარს.

ზედა აბზაცის წაკითხვის შემდეგ შერლოკ ჰოლმსობა სულაც არ სჭირდება შე-ფა-შე-ს გაშიფვრას: შენგელია-ფაჩულია-შერმადინი. მათ ერთობლივად არც ჩემპიონთა ლიგა მოუგიათ და არც მსოფლიოს ჩემპიონატი, ევრობასკეტისთვის ემზადებიან. შენგელია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, შერმადინი ესპანეთის საუკეთესო ცენტრად აღიარეს, ფაჩულია კი NBA-ს ჩემპიონია.

ასეთ წინა ხაზს ევროპის ბევრი ტოპ-გუნდი ინატრებდა. ამიტომაც თქვა ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონენ გინსბურგმა - ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გყავთო. თუმცა კომპლიმენტიდან საქმემდე დიდი შრომა, გრძელი გზა და 20 დღეა.

თამაში 1

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა წლეულს პირველად სწორედ ჩეხეთთან მატჩებში გამოსცადა შე-ფა-შე-ს ტაქტიკა. ამის საშუალება მანამდე არც ჰქონდა, გუნდს ზაზა ფაჩულია თბილისის მერიის თასის წინ შეუერთდა.

იგორ კოკოშკოვი მათი ერთდროულად მოედანზე გამოყვანას ყოველთვის ერიდებოდა, 2009 წელს კურიოზული შემთხვევის გამო მოხვდნენ ზაზა და გიორგი ერთდროულად სასტარტო ხუთეულში: მწვრთნელებმა ცინცაძის ნაცვლად სასტარტოში შერმადინი ჩაწერეს, თუმცა სადავო გდების შემდეგ პირველივე შესაძლებლობისას გიორგი მოედნიდან გაიყვანეს. 2012 წელს ფაჩულია და შერმადინი მოედანზე ჰოლანდიაშიც გამოჩნდნენ ერთდროულად, მაგრამ მხოლოდ 2-3 წუთით.

ილიას ზუროსის მოსვლის შემდეგ ორმაგი ცენტრის ტაქტიკამ მეტი აქტუალურობა შეიძინა. შარშან, მონტენეგროსთან მატჩებისას მთავარმა მწვრთნელმა გიო და ზაზა ვუჩევიჩსა და დუბლიევიჩს მიამაგრა, შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ კი თქვა - ორმაგი ცენტრის გამოყენება მეტოქის სიმაღლიდან გამომდინარე გადავწყვიტეო. ჩეხეთის ნაკრები ტანდაბალი გუნდია (ცენტრები, იან ვესელი და ონდრეი ბალვინი ევრობასკეტზე არ ითამაშებენ), შესაბამისად, შერმადინისა და ფაჩულიას მოედანზე ერთდროულად გამოყვანა მოწინააღმდეგის სიმაღლით ვერ იქნებოდა განპირობებული.

- ყველა მწვრთნელს პატივს ვცემ, განსაკუთრებით, იგორ კოკოშკოვს, რომელმაც დიდი მოცულობის სამუშაო გასწია საქართველოს ნაკრებში. მას ჰქონდა თავისი სტრატეგია. ისევე, როგორც იგორი, ტაქტიკას მეც ყოველ ციკლში შემადგენლობიდან გამომდინარე ვარჩევ. წლეულს ვერ დაგვეხმარება ვიქტორ სანიკიძე, კარგი უნივერსალი. შენგელია, ფაჩულია და შერმადინი მოედანზე ერთდროულად აქამდეც შემიყვანია, თუმცა ამ ევროპის ჩემპიონატისთვის ტაქტიკის ნაწილად იქცევა, - აღნიშნა ილიას ზუროსმა.

11 აგვისტოს მატჩის მეოთხე პერიოდის დასაწყისში სწორედ ასეთი ტაქტიკით შევუტიეთ და დიდი უპირატესობაც მოვიპოვეთ. მსუბუქ ფორვარდად შენგელია იდგა, მძიმე ფორვარდად - ფაჩულია, ხოლო ცენტრად - შერმადინი. გამოდის, რომ ზაზას და თოკოს ამპლუები შეეცვალათ. ეს ნამდვილად არ იქნება პრობლემა, რადგან შენგელია მშვენივრად ატარებს ბურთს, NBA-ში მსუბუქ ფორვარდადაც თამაშობდა და მსროლელადაც, გამთამაშებელს ეხმარებოდა. კარგადაც გამოსდიოდა.

სამი წლის წინათ ფაჩულია "მილუოკიში" შეტევების ორგანიზებით იყო დაკავებული: ბურთს სამქულიანის რკალთან იღებდა და პარტნიორებს ისეთი პასებით ამარაგებდა, ამერიკელი ჟურნალისტები გაკვირვებით წერდნენ - ცენტრია თუ პლეიმეიქერიო. ჩეხეთთან პირველ მატჩში სწორედ მილუოკური ეპიზოდი ვიხილეთ: ფაჩულიამ პერიმეტრიდან ისეთი პასი მისცა შერმადინს, ცენტრს ისღა დარჩენოდა, მშვიდად ჩაეგდო. ჩაგდება კი, შერმადინს კარგად რომ ეხერხება, მშვენივრად მოგეხსენებათ.

იხილეთ ვიდეო

როდესაც 207, 212 და 216 სმ სიმაღლის ევროპის მასშტაბის კალათბურთელები უტევენ, ერთმანეთისთვის სივრცეების გამოთავისუფლებაც არ შეეშლებათ, კომუნიკაციაც და რთული იქნება მათი შეტევების შეკავება. საქმე უიოლდებათ პერიმეტრის მოთამაშეებსაც: გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, მაიკლ დიქსონი, დუდა სანაძე თუ ტანმაღალ პარტნიორს კარგ პოზიციაში ვერ მოძებნიან, თავისუფლად სტყორცნიან სამქულიანებს. თუ ჩავარდა, ხომ კარგი, თუ არა - როგორ გინდა ბურთი მოუხსნა შერმადინს, ფაჩულიასა და შენგელიას ერთდროულად?!

- მე, თორნიკე და ზაზა შეხვედრის რაღაც პერიოდში ერთად ვიყავით მოედანზე, ამ ტაქტიკაზეც ვმუშაობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შევეწყობით, როგორ ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენი მწვრთნელი საინტერესო გადაწყვეტილებებს იღებს და იმედს ვიქონიებ, რომ ევრობასკეტზე ყველაფერი კარგად ჩაივლის, - იმედიანადაა გიორგი შერმადინი.

იდეალურ ტაქტიკას მივაგენით, ევროპის ჩემპიონები გავმხდარვართ და ეგ არის! - ნაკრების პერსპექტივა, შესაძლოა, მკაფიო, ნათელ ფერებში გამოჩნდა. ამის სურვილი ნამდვილად გვაქვს, თუმცა, ხომ მოგეხსენებათ, რამდენი აღმართიცაა, იმდენია დაღმართი. ნებისმიერ ტაქტიკას შეიძლება მოვუძებნოთ ნაკლოვანება. 210 სმ-ს გადაცილებული კალათბურთელი 180-სანტიმეტრიანზე სწრაფად რომ ვერ ირბენს, ცხადია. შე-ფა-შე-ს ტაქტიკას შესაძლოა, მეტოქეებმა მაღალი ტემპი და სამქულიანები დაუპირისპირონ (მაგალითისთვის: ევრობასკეტზე ჩვენს მეტოქე ისრაელს არ ჰყავს მაღალი დონის ნომინალური ცენტრი). როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? ავყვეთ მეტოქეს და მოვხსნათ თამაშიდან ფაჩულია და შერმადინი? ამას უშუალოდ მატჩი გვიჩვენებს.

ჩეხეთთან პირველმა შეხვედრამ გვიჩვენა, რომ საქართველოს ნაკრები ის გუნდი არ არის, მეტოქის ტაქტიკას რომ წამოეგება, თავადაც კარგად შეუძლია საკუთარ დაკრულზე აცეკვოს მოწინააღმდეგე. ჩეხებსაც ტანდაბალი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ ვერც სისწრაფეში გვაჯობეს და ვერც მათმა სამქულიანებმა დაგვაკლო რამე. ეს იყო პირველ მატჩში, მეორეში... მეორეზე ქვემოთ წაიკითხავთ.

- თამაშამდე, როდესაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობას გადახედავ, ხვდები, რომ ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. საქართველოს უპირატესობა განსაკუთრებით ფარქვეშ იყო შესამჩნევი. საბოლოო ჯამში, წინა ხაზის შეჩერება ვერ შევძელით და ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი, - აღიარა რონენ გინსბურგმა.

ჩეხეთთან გამოჩნდა, რომ მძიმე ფორვარდობა ფაჩულიასთვის შესაძლოა, ოპტიმალური ამპლუა იყოს. 11 აგვისტოს სამმაგ დუბლს მიუახლოვდა: 14 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი. მას ამერიკაში თვით კაირი ირვინგის დევნაც უწევს (ბლოკის შემდეგ გოლდენსტეიტელები მეტოქეებს რომ ცვლიან) და სწორი მიდგომით, გაცილებით ტანდაბალი მოწინააღმდეგეების მეურვეობაც შეუძლია.

თუმცა იყო მომენტი, ზუროსის ახალმა ტაქტიკამ ჩეხები ვერ დააბნია და გაქცევაც მოაწყვეს. სწორედ ამიტომ ილაპარაკა ზაზა ფაჩულიამ კომუნიკაციაზე:

- ძალიან კარგი ნაკრები გვყავს. ჩეხებს გამოკვეთილი ცენტრი არ ჰყავთ და ეს გამოვიყენეთ. ყველას ვერ შეაჩერებ, თუმცა მთელი თამაშის განმავლობაში დამაჯერებლად ვითამაშეთ. მთავარია, გავიმარჯვეთ. ვფიქრობ, მოედანზე უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, განსაკუთრებით, დაცვაში. დამერწმუნეთ, კარგი დაცვის გარეშე თამაშს ვერ მოიგებ. გვაქვს ჩვენი სისტემა და ამ სისტემის მიხედვით ვმუშაობთ. რაც უფრო დრო გავა და მივუახლოვდებით ევრობასკეტს, უფრო წინ წავალთ, უფრო დაიხვეწება თამაშის ხარისხი.

თამაში 2

პარასკევის მატჩის შემდეგ ყველა ორმაგი ცენტრის ტაქტიკაზე მსჯელობდა, კვირას კი მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ზაზა ფაჩულია და გიორგი შერმადინი ერთმანეთს ერთხელაც არ შეუწყვილა. მიზეზი გასაგებია: ჩეხეთმა მაღალი ტემპი შემოგვთავაზა, თავიდანვე გაგვასწრო და პირველ ტაიმში ისედაც მძიმედ მოძრავი გუნდი მეტად აღარ დაამძიმა.

ჩეხეთის ნაკრები კარგად აწყობილ, დაზეთილ "შკოდას" მოგაგონებდათ, განსაკუთრებით, დაცვაში: რადგან წინა მატჩში უპირატესობა საქართველოს ჰქონდა, მწვრთნელმა რონენ გინსბურგმა დიდი ყურადღება სამწამიანი ზონის გამაგრებას დაუთმო. ფაჩულია, შერმადინი ან შენგელია ფარქვეშ ბურთს რომ მიიღებდნენ, მეურვის გარდა, კიდევ ერთი ჩეხი ეწებებოდათ, რიგ ეპიზოდებში ჩვენი შემტევები სამი მეტოქის გარემოცვაშიც ექცეოდნენ. მეტოქე საკმაოდ ხისტადაც თამაშობდა. ასეთ დროს ფარქვეშიდან ქულების მოგროვება ძალიან რთულია. შედეგად, სამწამიანიდან მხოლოდ 22 ქულას მოვუყარეთ თავი, მაშინ, როცა წინა მატჩში ამ პოზიციიდან 40 ქულა ჩავაგდეთ.

იხილეთ ვიდეო

როდესაც ერთ ქართველზე სამი ჩეხი მოდის, თავისუფალ პოზიციაში ორი ჩვენიანი რჩება. თუმცა ჩვენი გუშინდელი მეტოქე იმდენად კარგად კეტავდა ზონებს, დროულად ასწრებდა საწყის პოზიციაზე დაბრუნებას, რომ შეტევაში ბევრი არაფერი გამოგვდიოდა. ზოგს, შესაძლოა, 2015 წელს ჰოლანდიასთან ევრობასკეტის გახსნითი მატჩი გაახსენდა, რომელშიც მეტოქემ საქართველოს ნაკრების პოტენციალი დაცვით გააბათილა.

ჩეხების ასეთმა გარჯამ ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი გააბრაზა, ჩვენ კი უამრავ ნიუანსზე დაგვაფიქრა: ევრობასკეტზე ხომ ასეთ დაცვას ბევრი გუნდი ითამაშებს, რა უნდა მოვუხერხოთ?

სწორედ იმისთვისაა საკონტროლო შეხვედრები, რომ ზემოთ დასმულ შეკითხვებს პასუხები მოვუძებნოთ და ოფიციალურ მატჩებში განვახორციელოთ. ილიას ზუროსმა დიდი შესვენების შემდეგ ჩეხეთის აგრესიას დაცვითი აგრესია დაუპირისპირა. თუ პირველ ნახევარში მეტოქეს სამქულიანებიცა და საშუალო ტყორცნებიც მისდიოდა, მეორეში სტუმრებსაც გაუჭირდათ საქართველოს კალათისკენ გზის გაკვალვა.

ასეთ პირობებში კი ჩვენმა ნაკრებმა ნელ-ნელა ანგარიშში სხვაობის შემცირებას მიჰყო ხელი და საფინალო სირენამდე 2:37 წუთით ადრე მანუჩარ მარკოიშვილის სამქულიანით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 61:62.

ეს იყო კლასის ხარჯზე მოპოვებული სამი ქულა: ფაჩულიამ თავისიცა და მარკოიშვილის მეტოქეც ბლოკით შეაჩერა, ხოლო თავისუფალ პოზიციაზე მყოფი მანუ დროულად შენიშნა გიორგი ცინცაძემ. მარკოიშვილს კი კრიტიკულ მომენტში ბევრი სამქულიანი ჩაუგდია. გავიხსენოთ თუნდაც 2012 წელს ბოსნიასთან ნატყორცნი სამიანები... ასეთი ეპიზოდი ჩეხეთთან შეხვედრებში ცოტა იყო. არადა, საქართველოს ნაკრებს ბევრი სჭირდება. პერიმეტრიდან ჩამგდებებიც გვყავს და ბლოკის სპეციალისტებიც.

საფინალო სირენამდე 1:35 წუთით ადრე დაფიქსირდა ეპიზოდი, რომელმაც მატჩის ბედი ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვიტა: ჰრუბანზე მსაჯებმა გარბენი დააფიქსირეს, საპასუხო შეტევაში კი შენგელიამ ორქულიანი ჩააგდო, თან ჯარიმის ტყორცნის უფლება მიიღო. ჩეხების მწვრთნელი რონენ გინსბურგი გაცხარდა, გარბენს აპროტესტებდა, იმდენი ემოცია გადმოაფრქვია, რომ მსაჯებისგან ორი ტექნიკური დაიმსახურა და მოედნის დატოვება მოუწია.

- იმ მომენტში ნამდვილად ავღელდი. ბოდიშს მოვუხდი მსაჯებს, - განაცხადა რონენ გინსბურგმა. - ასეთ დროს ბევრს წყვეტს გამოცდილება. ჩვენ შეგვეძლო, სხვაობა ორი ქულით გაგვეზარდა, სანაცვლოდ კი საკუთარ კალათში 6 ქულა მივიღეთ. საქართველოს ნაკრებს კი წუთ-ნახევარში თამაშს ვეღარ შემოუტრიალებ.

ილიას ზუროსი:

- პირველ რიგში, ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს გადავუხდი მადლობას. ჩვენთვის მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ასეთ ცხელ ზაფხულში.

ვეთამაშეთ ისეთ კარგად გაწვრთნილ გუნდს, რომლის მსგავსი მანამდე არ შეგვხვედრია. ჩეხებს 3-ქულიანების სროლა შეუძლიათ. მაღალი მოთამაშეებიც წარმატებულად ტყორცნიდნენ შორიდან.

კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის თამაშით. ვცადეთ სხვადასხვა კომბინაცია, რომელიც ვარჯიშებზე არ გაგვივლია და აქამდე არ გამოგვიყენებია. სანამ ათენის ტურნირზე წავალთ, უნდა დავხვეწოთ და აღმოვფხვრათ პრობლემები როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. წინ კიდევ 20 დღე გვაქვს და ევრობასკეტამდე კარგად უნდა მოვემზადოთ. ჩვენი მთავარი მიზანი დაცვის გაძლიერებაა.

თბილისის მერიის თასი 2017

11 აგვისტო, თბილისი, 5500 მაყურებელი

საქართველო-ჩეხეთი 87:76

20:20, 25:18, 24:21, 18:17

12 აგვისტო, თბილისი, 6000 მაყურებელი

ჩეხეთი-საქართველო 64:68

19:12, 18:19, 10:20, 17:17

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Dimitri

Rac sheizleba bevri mayurebeli,, Darbazi unda ivsebodes aucileblad, ... carmatebebi chvens niches da ratkmaunda gamarjveba .... rac shexeba big Z. Kidev ertxel Vulocav am familiar gamarjvebas.

• დდდ

გასაგებია რომ სათადარიგოები გვჭირდება რომ ძირითადები დაასვენონ მაგრამ ესე ტრაგედიასაც ნუ შევქმნით,ჩვენი ძირითადის ბიჭები პროფესიონალები არიან და არც გადატვირთული გრაფიკით თამაშები უკვირთ,ცოტას მიეხმარებიან სათადარიგოებიც და გავალთ ფონს

• დიდ-ტაქტიკოსი

შერ შე ლა ფამ სჯობს მე მგონი ანუ ეძიე ქალი!შერმადინი შენგელია ლონდარიძე ფაჩულია:))

• პაატა

ტაქტიკური ნოვაციაო, რომ წერთ, ისიც დაწერეთ ბარემ რომ ეს ნოვაცია სამწუხაროდ დიდ წილად ვერ გამოყენებადი ტაქტიკური მონახაზია.ევრობასკეტზე ჯგუფიდან გასვლა (დიდი იმედი მაქვს შევძლებთ!!!) 100%-ით ზუროსის დამსახურება იქნება. აბა ევრობასკეტზე 7 კალათბურთელით (საიდანაც ერთი, ცინცაძე, უკიდურესად არასტაბილური კალათბრუთელია) წარმატების მიღწევა ფაქტიურად შეუძლებელია.

• ლუკა

სერიოზულ წარმატებაზე საუბარი ჩვენი სათადარიგო სკამით რთულია. სტარტერებმა უნდა იტვირთონ უმეტესი ტვირთი. სანიკიძის და ბურჯანაძის არყოფნა სერიოზული დანაკლისია. ვინ შეასრულებს მათ როლს? ვერავის ვერ ვხედავ. მაღალ დონეზე ზედიზედ მიბმული თამაშები დაღლის ჩვენს სტარტერებს და სუსტი სათადარიგოს პირობებში ვერ ვხედავ გამოსავალს. ლიტვასთან თამაშში რაც გააკეთა ლიტვის მწვრთნელმა, იგივეს გააკეთებს ისრაელშიც. გრძელი სატადარიგო სკამის და ხშირი როტაციის ხარჯზე დააპირებს ჩვენი სტარტერების დაღლას. ბითაძე, ლონდარიძე და ბერიშვილი ჩეხეთთან ცუდად გამოიყურებოდნენ, არ ვიცი მათ თუ წაიყვანს ზუროსი. აღარაფერს ვამბობ ბოისაზე და გამყრელიძეზე. თუ ჩვენი სათადარიგოები ისე ითამაშებენ როგორც ბოლო თამაშებში, ძალიან რთულად გვექნება საქმე.

• სააკაძე

კარგია რომ მოიგეს, მაგრამ ეს მხოლოდ ამხანაგური თამაშები იყო (ლატვია, ლიტვა ჩეხეთი), ზაზას ჩემი დიდი პატივიცემის მიუხედავად ერთი შემოლაწუნება სჭირდება.

"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა

გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს

შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს

იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა

ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია

საქართველო 5:0 ესტონეთი

[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა

"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია

[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"

"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ

14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა

[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!

ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო

დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს

დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში

ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა

"ჩვენი სტადიონი "დიეგო მარადონა" ნაგავსაყრელია!" - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა

FIFA-მ 2025 წლის საუკეთესო მეკარეობის პრედედენტები დაასახელა

“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა

დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი

შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა

ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა

ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი

"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა

[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა

საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა

14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა

როგორია შენგელიას მდგომარეობა - ესპანური მედია ინფორმაციას ავრცელებს

ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

თორნიკე შენგელიამ შეიძლება "რეალთან" ითამაშოს

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა

[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა

"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა

ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!