საჩოქბურთო ფორუმებზე ეკა გორგოძე სამი ჩოგნის დალეწვითა და მეტოქის მამისთვის რუსულად შეურაცხყოფით გამოირჩა
ფრანგული ამიენის საერთაშორისო ტურნირის (10 ათასი დოლარი) მეორე ეტაპი ერთმა ქართველმა გადალახა - მე-6 ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ (415) ჩეხ ლუსი კრიეგშმანოვას (477) აჯობა - 6:1, 6:4. აი, მე-2 ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ (279) კი მოულოდნელად იტალიელ ნასტასია ბურნეტთან (660) წააგო - 2:6, 7:5, 4:6.

კი დავწერეთ მოულოდნელადო, მაგრამ, აგერ უკვე კარგა ხანია, რაც 22 წლის ქართველი სუსტად ასპარეზობს და, თუ ასე გააგრძელა, რეიტინგში შედარებით მაღალ ადგილს მალე გაანიავებს. ბოლო ხეირიანი ტურნირი, რომელიც შაფათავამ ჩაატარა, ოქტომბრით არის დათარიღებული, როცა ხარკოვის 25-ათასიანში მან თანამემამულე ოქსანა კალაშნიკოვასთან (188) წააგო ნახევარფინალი. საქმე იქამდეც მივიდა, რომ შაფათავა 10-ათასიანი (ანუ ყველაზე დაბალი რანგის) ტურნირებს პირველ-მეორე წრეებში ემშვიდობება.

მეოთხედფინალში ქვაცაბაიას მეტოქე თავისივე მეწყვილე, ხორვატი მარია აბრამოვიჩი (628) იყო. ჩვენებურმა ორ სეტში, 6:4, 6:3 იმარჯვა. ასე გავიდა 22 წლის ქართველი ამიენის ტურნირის ნახევარფინალში, სადაც მას მე-7 ნომრად განთესილი პოლონელი პაულა კანია (421) შეხვდა. დაძაბული შეხვედრა 18 წლის პოლონელის გამარჯვებით დასრულდა და ფინალშიც ის გავიდა - 4:6, 6:3, 7:6 (6). ქვაცაბაიამ ამიენში 6 სარეიტინგო ქულა დაიბევა.

წყვილთა თანრიგში შაფათავასა და თათია მიქაძის (285) მე-3 ნომრად განთესილი წყვილი ნახევარფინალში ჩეხებთან (გერლოვა, კრიეგშმანოვა) დამარცხდა - 2:6, 3:6. მეორე ნახევარფინალში კი ქვაცაბაია და აბრამოვიჩი - მე-4 ნომრად განთესილ პოლონელებთან (კანია, სობასკიევიჩი) - 5:7, 6:4, 5:10.

ქართველები საფრანგეთში ქალაქს გამოიცვლიან, ამიენიდან გონესში გადავლენ, თუმცა იქაურ საერთაშორისო ტურნირში არ იქნება თათია მიქაძე (285), მხოლოდ შაფათავა და ქვაცაბაია იასპარეზებენ.

თურქულ ანთალიაში მიჯრით რამდენიმე 10-ათასიანი ტურნირი იმართება. ახალში სამი ურეიტინგო ქართველი ჩაერთო: თამარ ცხაკაია (16 წლის), ანი გოგვაძე (15 წლის) და ბარბარე ერისთავი (15 წლის). სამივე მათგანი მე-2 საკვალიფიკაციო ბადიდან ჩაება ასპარეზობაში, მაგრამ სამივე დამარცხდა. ცხაკაია რუმინელ ენაჩესთან - 0:6, 1:6, გოგვაძე - სერბ სუნკიჩთან - 0:6, 1:6 და ერისთავი - ბრაზილიელ გარსიასთან - 1:6, 0:6. როგორც ხედავთ, საიმედო არაფერი ჩანს, გოგონებმა თითო გეიმის მოგება ძვლივს შეძლეს, არადა მათი მეტოქეები ათასეულის არიერგარდში იმყოფებიან. ძირითად ბადეში ეკა გორგოძე (552) ითამაშებს.

არ შეიძლება გვერდი ავუაროთ თემას, რომელიც ბულგარულ წყაროებსა და საჩოგბურთო ფორუმზე ამოვიკითხეთ. წინა კვირაში ეკა გორგოძე ბულგარელ დია ევტიმოვასთან მატჩში მერვედფინალში დამარცხდა. 19 წლის პერსპექტიული ჩოგბურთელისთვის ვერაფერი საამაყოა 10-ათასიანი ტურნირის მეორე წრეში მარცხი, მაგრამ თავი დავანებოთ შედეგს, კორტზე მოქცევასაც ხომ აქვს მნიშვნელობა. გორგოძის შემთხვევაში კი მსგავსი რამ პირველად არ დაუწერიათ - ევტიმოვასთან მატჩში ქართველს პირველ სეტში სამი ჩოგანი დაულეწია, ერთხელ კი ევტიმოვას მამისთვის რუსულად შეურაცხყოფაც მიუყენებია, რისთვისაც თამაშის არბიტრს დაუსჯია.

ოქსანა კალაშნიკოვა (188) ჩინეთის ქალაქ კუნმინში 25-ათასიან ტურნირში იასპარეზებს, სადაც ის ძირითად ბადეშია.

yuna
ჩემს სოფიკოს რაც შეეხება...მარხავთ 3 წელია და ვერაფრით დამარხეთ....ვერ მიხვდით რომ არ ეშვება თავის საყვარელ საქმეს ყველა ბარიერის მოიუხედავად და მაინც მიაღწევს იმას, რაც ყველზე ძალიან უნდა.....ისევ ლელო და ლელო.....არ მორჩით .....დამირეკეთ ძალიან გთხოვთ......გელოდებით....იუნა შაფათავა
yuna
ნიკა, მაგარია :) რესპექტ:) თქვენც აგიხსნათ გოგოები რას აკეთებენ საფრანგეთში? კალენდარს დახედეთ და მიხვდებით...საკლუბო ტურნირებზე ფულს აკეთებენ და შუალედებში ამ შეჯიბრებებზე გამოდიან...იმიტომ რომ მარტში მხოლოდ ამერიკა- ავსტრალია-ჩინეთშია შეჯობრებები და დაფინანსება- როგორც ყოველთვის- ნულია...რას გადაეკიდეთ ამ უპატრონო ბავშვებს? პატრონიანებზე რაოტმ არ წერთ რომ ფულში ბანაობენ და შედეგი მაინც უსუსურია...ისე დაწერეთ - ვინმემ იკითხოს რითი არსებობენ......დიდი მადლობა დაფასებისთვის...და დარეკეთ ხოლმე თუ გაინტერესებთ რა ხდება და რატომ...სიამოვნებით გაგცემთ ნებისმიეირ სპორტსმენი პასუხს....მე კი წარმატებებს ვუსურვებ გოგოებს....
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის