ქართული ლეგიონის მონაგარი გასულ უქმეებზე
მოსკოვიდან და გენუიდან არცთუ სასიამოვნო ცნობები მივიღეთ - "სპარტაკის" ოფიციალურ საიტთან საუბარში ვალერი კარპინმა 99%-ით გამორიცხა "ვოლგასთან" ჯანო ანანიძის თამაში.

დაველოდოთ, რა მოხდება დღეს, "ვოლგასთან" მატჩი სწორედ დღესაა. "ბოლონიასთან" მატჩში ვერ ითამაშა ჩვენმა კაპიტანმა კახა კალაძემ, რომელიც გადაღლილი ყოფილა. შაბათს ხორვატიასთან ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო მატჩი გველის, კალაძისა და ანანიძის გარეშე კი შანსები შეგვიმცირდება.

რუსული პრემიერლიგის მე-2 ტური "კრასნოდარისა" და ნალჩიკის "სპარტაკის" მატჩით გაიხსნა. მასპინძელთა კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა კვლავ საიმედოდ ითამაშა, თუმცა 88-ე წუთზე სტუმართა ფორვარდი საჯარიმოში წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმრებმა პენალტის გატანა ვერ შეძლეს, ასე რომ, "კრასნოდარმა" "მშრალად" მოიგო - 2:0.

როგორც იქნა, სეზონი დაიწყო ნალჩიკელთა ქართველი ფორვარდისთვისაც - დავით სირაძე მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა და ორჯერ დაემუქრა კარს, ერთხელ საჯარიმო დარტყმით, ერთხელ კი თავით. "ჩემპიონატმა" ამისულაშვილის თამაში 5,5 ბალით შეაფასა, სირაძისა - 5-ით.

გუშინ "რუბინმა" 2:0 მოუგო "ტერეკს", რომლის შემადგენლობაშიც სათადარიგო იყო ლევან გვაზავა. რუსეთის ქართული ლეგიონისთვის დღევანდელი დღე ყველაზე დატვირთული იქნება, რადგან "ვოლგა" და "ანჟი" დღეს ითამაშებენ.

დუბლების ჩემპიონატში "რუბინმა" ორი ქართული გოლის წყალობით 3:0 დაამარცხა "ტერეკი". მე-40 წუთზე მერაბ ურიდიამ გაიტანა, 78-ზე კი ავთანდილ ბრაჭულმა. მასპინძელთა რიგებში კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა - საბა კვირკველიამ.

ინგლისურ ჩემპიონშიპში ზურაბ ხიზანიშვილის "რედინგმა" სტუმრად 1:0 იმარჯვა. "როიალსის" ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. 57-ე წუთზე ზურას თავური კინაღამ გოლად იქცა, მაგრამ მასპინძელთა მეკარემ თავგანწირვით ითამაშა. "სქაის" მკითხველები ზურაბის თამაშს 7 ბალით აფასებენ. "რედინგს" 57 ქულა აქვს და სულ 3 ქულით ჩამორჩება პრემიერლიგის საგზურის პლეი ოფის ზონას, თანაც თამაში რეზერვში აქვს.

საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი მაკარიძის "ლე მანი" სტუმრად "კლერმონს" 0:0 დაუზავდა და მე-3 ადგილამდე დაქვეითდა. გიორგი კვლავ სათადარიგო იყო, კარში კი დიდიე ოვონო იდგა.

მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ამისულაშვილმა "ქაისერისპორი" დატოვა, შოთა არველაძის გუნდის საქმეები უკან წავიდა - ქართველი მწვრთნელის გუნდი "ბეშიქთაშთან" სტუმრად 2:4 დამარცხდა. შოთას გუნდი უკვე მე-5 ადგილზეა.

პოლონურ ექსტრაკლასაში ლოძის "ვიძევმა" სტუმრად 1:0 მოუგო "პოლონიას". ნიკა ძალამიძე კვლავ გამორჩეული იყო თანაგუნდელებში, მაგრამ 77-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

უკრაინული პრემიერლიგის 22-ე ტურში "კრივბასის" საყრდენმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა "მეტალისტთან" 0:0 დასრულებულ მატჩში. თამაშის შემდეგ "კრივბასის" მწვრთნელმა იური მაქსიმოვმა კანკავა შეაქო: "ყოჩაღ ჯაბა! მის თამაშთან დაკავშირებით შენიშვნები არა მაქვს - კაცმა ორი წელი ფეხბურთი ვერ ითამაშა და, ეტყობა, ახლა თამაში სწყურია."

ჯაბა ლიპარტიას "ზარიამ" 1:0 მოუგო "ობოლონს", ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. "სევასტოპოლი" ტრავმირებული მათე ღვინიანიძის გარეშე დაუხვდა "კარპატის" და 3:1 მოუგო.

სტუმართა რიგებში 65-ე წუთზე სანდრო გურული გამოჩნდა. ზაპოროჟიეში "მეტალურგისა" და "ტავრიას" მატჩში (2:2) სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა ვასილ გიგიაძე, რომელმაც შეხვედრის პირველი ნახევარი ითამაშა. თორნიკე ოქრიაშვილის "ილიჩივეცი" კიევის "არსენალს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. თორნიკე მწვავედ უტევდა მარჯვენა ფლანგიდან, თუმცა თანაგუნდელები ვერ აიყოლია. მასპინძელთა რიგებში არ გამოჩენილა სანდრო კობახიძე, ვლადისლავ ჩანგელია კი სათადარიგო იყო.

უნგრეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში "დიორი ეტომ" რატი ალექსიძის გოლით მოუგო "ფერენცვაროშს" - 1:0. ქართველმა ერთ-ერთ ლიდერს 50-ე წუთზე გაუტანა. ჩვენებური 76-ე წუთზე შეცვალეს. სამწუხაროდ, სხვა ქართველი "ეტოს" განაცხადში არ ყოფილა (თოთაძემ, შარაშენიძემ და განუგრავამ სარეზერვო გუნდში ითამაშეს). ეს 32 წლის თავდამსხმელის მე-5 გოლია ჩემპიონატში. ისრაელში ლიდერმა "მაქაბიმ" 3:0 მოუგო აშკელონის "ჰაიფას", ლადო დვალიშვილმა 90 წუთი ითამაშა, მაგრამ გოლი არ გაუტანია, თუმცა მის ანგარიშზე საგოლე პასია. სერბეთში გიორგი მერებაშვილის "ვოივოდინამ" 3:0 მოუგო "ჩუკარიჩკის". ქართველი მე-60 წუთზე შეცვალეს.

სხვა ლიგებში მოასპარეზე ქართულ ლეგიონზე ამჯერად მხოლოდ გაკვრით დავწერთ - გოლები გაიტანეს: ლევან კუტალიამ (ზრინსკი, ბოსნია), გაგა თიბილაშვილმა (იმპულსი, სომხეთი) და გიორგი კრასოვსკიმ (ულისი, სომხეთი).

drinjo
kaladze,ananidze,kobiachvilzec aris laparaki ver itamachebso,magrad gagvichirdeba,vnaxod carmatebas vusurveb nakrebs
Tornike
მე ვერ ვხედავ მიზეზებს, თუ რატომ არ უნდა ითამაშონ. ჯანომ "ვოლგაში" თუ არ ითამაშა, ჩვენს ნაკრებში რა ვერ ითამაშებს? კახა კი დაისვენებს და ითამაშებს, 26-მდე ხომ არის კიდევ დრო? შეიძლება დღეს ზიდანები არ გვყავს, მაგრამ ორივე რომ ჰაერივით ჭირდება ნაკრებს, ეს ფაქტია
bb king
კარგით რა პრობლემას ნუ ქმნით. არც ერთია ზიდანი და არც მეორე, შემცვლელები გამოჩნდებიან. ღმერთმა მალე გამოაჯანმრთელოს ორივე, მაგრამ ნუ გიყვართ არაფრისგან პრობლემის შექმნა... გუნდი იმისაა, რომ ვიღაცა დაშავდება, მაგრამ შემცვლელი უნდა მოძებნო. ნუ გავიფუჭებთ წინასამატჩო განწყობას და იმედებს. გამარჯვებაზე ვიფიქროთ!!!
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა