ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ცალკარა და საჩუქარი: ოლიმპი-სამტრედია 4:0

ცალკარა და საჩუქარი: ოლიმპი-სამტრედია 4:0

ამ ტურში „ზესტაფონის“ კიდევ ერთმა „საჩუქარმა“ „ოლიმპის“ შანსები კიდევ უფრო გაამყარა
ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრაში, 29 სექტემბერს რომ ჩატარდა, „ოლიმპმა“ პირველ ტაიმშივე „დაამთავრა“ თამაში - მეტოქის კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანა. სამივე გოლის ავტორი მასპინძელთა ცენტრფორვარდი ირაკლი მოდებაძე გახლდათ და, სხვათა შორის, ეს იყო ამ ჩემპიონატის პირველი „ჰეთ-თრიქიც“. მოდებაძემ იმის შემდეგაც არაერთხელ გამოიჩინა თავი და სრულიად დამსახურებულად აცხადებს კიდეც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობაზე პრეტენზიას.

მოდებაძეს გუშინაც ჩინებული შანსი ჰქონდა, პირველ წრეში ნაჩვენები შედეგი გაემეორებინა ან გაეუმჯობესებინა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ერთი გოლი მიუმატა თავის აქტივს. არადა, ჯერ მარტო პირველ ტაიმში 5 ურეალურესი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ფატალურად არ უმართლებდა: ორჯერ სტუმართა მეკარემ იყოჩაღა, ერთხელ მცირე მანძილით ააცილა, თითო-თითოჯერ კი ბურთი ხარიხასა და ძელს გაარტყა.

თუმცა, გუშინდელ „ცალკარაში“ ანგარიში სწორედ მოდებაძემ გახსნა მოხდენილი თავური დარტყმით, - ამ ეპიზოდში არანაკლებ ქებას იმსახურებდა „ოლიმპის“ კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე, ვინც თანაგუნდელს, როგორც იტყვიან, ბურთი თავზე დაასვა. ეს ყველაფერი მე-13 წუთზე მოხდა, თუმცა ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მასპინძლებმა მანამდე ვერ შეძლეს გოლ(ებ)ის გატანა, არადა საამისოდ, სულ მცირე, ხუთი (!) შანსი ჰქონდათ და ვერ გამოიყენეს.

ეგ კი არა, დიდი შანსი იყო, XXII ჩემპიონატის ყველაზე სწრაფი გოლი გვენახა: მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წამი იყო გასული, გიორგი მურველაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა რომ გააკეთა, მაგრამ ილია პავლიაშვილმა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. ამის მერე რამდენიმეჯერ შეეძლო გოლის გატანა გიორგი ქავთარაძეს, თუმცა უშედეგოდ. ...„ოლიმპის“ ახალგაზრდა ახალწვეულს ილია პავლიაშვილს ამ შეხვედრაში აქტიურობა მეორე ტაიმში დაუფასდა, როცა ირაკლი მოდებაძის წამოწყებული კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაამთავრა. პავლიაშვილმა თავისი გუნდის ბოლო გოლშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო, და მისი ზუსტი პასის მერე დავით ბოლქვაძემ „დუბლის“ შესრულება შეძლო.

„ოლიმპის“ გამოცდილი ნახევარმცველის პირველი გოლი კი, მართლაც ეფექტური გამოვიდა: ბოლქვაძე ცრუ მოძრაობით მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელს გაცდა, ამის მერე, „სამტრედიის“ მეკარე „მოძრაობაზე დაიჭირა“ და ბურთიც დაუცველ კუთხეში ზუსტად გაგზავნა. ჰო, მართლაც „ცალკარა“ თამაში გამოვიდა და ყველაზე უცნაურ-საკვირველი ის იყო, ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტს მეტოქე რომ, ფაქტობრივად... წინააღმდეგობას არ უწევდა. თამაშის დროს (და მანამდეც) რუსთავში გუშინ საკმაოდ ცხელოდა და შესაძლოა, ამის გამოც ვერ მოახერხა „ოლიმპმა“ ბევრად უფრო შთამბეჭდავი სხვაობით გამარჯვება;

არადა, ვინც გუშინდელ მატჩს დაესწრო, ყველა დაგვეთანხმება, რომ მასპინძლებს სულ თავისუფლად შეეძლოთ ასტრონომიული ანგარიშითაც მოეგოთ; კიდევ ვიმეორებთ: მეტოქე, ფაქტობრივად, წინააღმდეგობას არ უწევდა „ოლიმპს“ და „სამტრედიას“ კართან რაც მომენტები შეიქმნა, იმათი ჩამოთვლა მართლაც შორს წაგვიყვანს.

გასაგებია, რომ გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, ამას საკადრო პრობლემებიც დაემატა (სტუმართა განაცხადში მხოლოდ 16 ფეხბურთელი იყო), მაგრამ როცა ფეხბურთელი, „გადაბმულად“ ერთი-ორ პასსაც ვერ გააკეთებს, როცა მეტოქის კარის მიმართულებით თუ კარში ერთი-ორჯერ დაარტყამ, ასეთი გუნდის მომავალი, რაღა თქმა უნდა, ბუნდოვანი უნდა იყოს...

4:0-ის მერე თამაში, ფაქტობრივად, დაწყნარდა. უფრო ზუსტად, იმის შემდეგ, რაც მოდებაძემ მოედანი დატოვა და ამჯერად ყველაზე დიდ ინტერესს სანდრო იაშვილის გამოჩენა იწვევდა. სამწუხაროდ, „ოლიმპის“ ცნობილ ახალწვეულს ფატალურად არ გაუმართლა: მეტოქის ერთ-ერთ ფეხბურთელთან შეჯახებისაას ფეხი იტკინა და მოედანი ნაადრევად დატოვა. მასპინძლებმა მატჩის ბოლო წუთები ათი კაცით ჩაამთავრეს, მაგრამ „სამტრედია“ რომ თუნდაც პრესტიჟის გოლის გამტანი არ იყო, ამაში, ფაქტობრივად, ყველა დარწმუნებული იყო, ვინც გუშინ ჩემპიონისა და აუტსაიდერის დაპირისპირებას თვალი მიადევნა. ჩემპიონი კი შემთხვევით არ გვიხსენებია: ამ ტურში „ზესტაფონის“ კიდევ ერთმა „საჩუქარმა“ „ოლიმპის“ შანსები კიდევ უფრო გაამყარა და სანაკრებო პაუზის მერე განახლებული ჩემპიონატიც საკმაოზე მეტ ინტრიგას გვპირდება.

20.03. რუსთავი. ფოლადი. 500 მაყურებელი

1:0 მოდებაძე (13, კვახაძის პასით), 2:0 დ. ბოლქვაძე (36), 3:0 პავლიაშვილი (59), 4:0 დ. ბოლქვაძე (68, პავლიაშვილის პასით)

ოლიმპი-სამტრედია 4:0

ოლიმპი სამტრედია

4-4-2 4-1-4-1

ბათიაშვილი კეკელიძე

მურველაშვილი ნინუა

რეხვიაშვილი გოგია

კვახაძე ხუმარაშვილი

დობროვოლსკი კირთაძე

ქავთარაძე ცხადაია

რაზმაძე რუხაია

დ. ბოლქვაძე გ. მიქაბერიძე

გეწაძე ბურჯანაძე

პავლიაშვილი ჩხიკვაძე

მოდებაძე გოგიშვილი

მწვრთნელი: მწვრთნელი

თორნიკე მაისურაძე ლევან ანჯაფარიძე

ოლიმპი

60. ქავთარაძე-იაშვილი

64. გეწაძე-ლ. სეთურიძე

71. მოდებაძე-გორდეზიანი

სათადარიგოები: ბათიაშვილი, ტყემალაძე, ქემოკლიძე, გ. ჭელიძე

სამტრედია

46. გოგიშვილი-ხვადაგიანი

46. ბურჯანაძე-სუთიძე

78. ნინუა-ა. შენგელია

სათადარიგოები: ბანძავა, დვალიშვილი

გაფრთხილება: მურველაშვილი (80)

არბიტრი: გიორგი დოგრაშვილი (ქუთაისი)

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა

თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა