კოჭის მყესების ტრავმის გამო ჯანო ანანიძე ხორვატიასთან ვერ ითამაშებს?

სამშაბათს, 15 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანო ანანიძე ამსტერდამის „აიაქსთან“ ევროპის ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩს გამოტოვებს. მართლაც, მოსკოველებმა 3:0 მოიგეს და ევროპის ლიგის თასისთვის ბრძოლა ანანიძის დაუხმარებლად განაგრძეს. კოჭის ტრავმის გამო ახალგაზრდა ქართველ ნახევარმცველს ინდივიდუალური პროგრამით ავარჯიშებდნენ და არ ტვირთავდნენ, ჩვენ კი გვქონდა იმედი, რომ ჯანო საქართველოს ნაკრების შეკრებამდე მომჯობინდებოდა და 26 მარტს ხორვატიასთან, 29-ში კი ისრაელთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ითამაშებდა.

სამწუხაროდ, ჯანომ არა მხოლოდ “აიაქსი” “გამოტოვა”, არამედ დღეს ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგასთანაც” ვერ ითამაშებს და დიდია ალბათობა, ხორვატია-ისრაელის ნაკრებების წინააღმდეგაც ვერ ვიხილოთ.

ეს უსასიამოვნო ინფორმაცია ხორვატიასთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მოსკოვის “სპარტაკის” ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში კლუბის მთავარმა მწვრთნელმა და გენერალურმა დირექტორმა ვალერი კარპინმა გაავრცელა: “99 პროცენტით შემიძლია ვთქვა, რომ “ვოლგასთან” ჯანო ანანიძე ვერ ითამაშებს. “როსტოვთან” პირველი ტურის შეხვედრაში ჯანოს კოჭის მყესები გაუწყდა.”

კოჭის მყესების გაწყვეტა საკმაოდ რთული ტრავმაა და სწრაფად ვერ განიკურნება. და მაინც, ჩამოვა თუ არა ჯანო სანაკრებო შეკრებაზე? - ვითარებაში გასარკვევად ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილს დავუკავშირდით.

“ჯანო შეკრებაზე მოდის. სავარაუდოდ, კოჭის ტრავმის გამო ვერც ხორვატიასთან ითამაშებს და ვერც ისრაელთან, მაგრამ საბოლოო პასუხი მხოლოდ ანანიძის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გვეცოდინება”, - გვითხრა დვალიშვილმა.

გუშინ “ჯენოამ” სერია A-ს მორიგი ტურის შეხვედრა სტუმრად გამართა “ბოლონიასთან”. საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე 18-კაციან განაცხადშიც არ შეიყვანეს, რაც მოსალოდნელიც იყო - მატჩამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დევიდე ბალარდინიმ განაცხადა, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე (მათ შორის კალაძეც ახსენა) “ბოლონიასთან” ვერ ითამაშებს, რადგან გამოფიტულები არიანო. ცხადია, კაპიტნის მდგომარეობით დავინტერესდით.

“კალაძე შეკრებაზე ჩამოდის და მის ტრავმაზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ. საერთოდ, ჯანოს გარდა, ყველა გამოძახებული ფეხბურთელი ჯანზეა და მატჩისთვის მოემზადება”, - გვითხრა დვალიშვილმა.

ამასობაში, გუშინ ნაკრების ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე”, რომლის რეაბილიტაციაც ორიოდე დღის წინ დასრულდა, ეროვნული გუნდის შეკრება დაიწყო. გარემონტდა საცხოვრებელი კორპუსი, კვების ბლოკი და, რაც მთავარია, ბაზას საკუთარი ხარისხიანი მოედანი ეღირსა. მოკლედ, “ბასა” ფეხბურთელთა მისაღებად მზად არის.

გუშინ საღამოს იქ უცხოეთში მოთამაშე ლეგიონერები (გურამ კაშია, ალექსანდრე იაშვილი, ჯაბა კანკავა, სანდრო გურული) და საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე 12 ფეხბურთელი გამოცხადდა. ნაკრები სრული შემადგენლობით 22 მარტს შეიკრიბება. ამ დღეს რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელებს ელიან.

დღეს “ბასა” მედიის წარმომადგენლებისთვის გაიხსნება და გარემონტებული სანაკრებო ბაზის დათვალიერების საშუალება მოგვეცემა. აქვე გაიმართება მომავალ მატჩებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას პრესკონფერენციაც.

zura
სურათებზე ნაწერი ნუ გადადის,ეს დისკომფორტს გვიქმნის მკითხველებს.
Tornike
ნუ გეშინიათ ბიჭებო, დარწმუნებული ვარ ჩვენები მაგრად ითამაშებენ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მოედანზე. გახსოვთ, შოტლანდიას რომ მოვუგეთ - მაშინ ბევრი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა მაგრამ მაინც წარმატებას მივაღწიეთ
gabro
ჩვენ ხო ბედი არ გვაქ რაა :@:@:@
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა