ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტის თქმით, კლუბს წლიურად მხოლოდ 500 000 ლარი არ ეყოფა
მკითხველმა იცის, რომ ქუთაისის "ტორპედო" მერისგან ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ გამოისყიდა. მან ივნისში ჩატარებულ აუქციონზე ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის სანაცვლოდ 290 ათასი ლარი გადაიხადა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ჩაჩავამ გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აიღო. ამას გარდა, საფეხბურთო აკადემიასაც უნდა მიხედოს.

ქუთაისელთა პრეზიდენტი ამბობს, რომ მხოლოდ ამ ვალდებულებებით არ დაკმაყოფილდება. ეს კომენტარი მან იმ ხმების გასაქარწყლებლად გააკეთა, თითქოსდა, რაკი ფეხბურთის განვითარების ფონდი ფულს იხდის, კერძო კლუბები თავიანთ კაპიტალს აღარ ხარჯავენ.

"მე ვალდებულება მაქვს, კლუბს წლიურად 500 000 ლარი დავახარჯო, თუმცა ეს "ტორპედოს" არ ეყოფა და გაცილებით მეტის დახარჯვას ვაპირებ. მესაკუთრის ბუნებაა - როცა რაღაც შენია, გინდა, რომ ის საუკეთესო იყოს. ეს კი სწორედ დანახარჯს უკავშირდება", - ამბობს ჩაჩავა.

ქუთაისური კლუბის მეპატრონემ იმ პრობლემებზეც ილაპარაკა, რის გამოც "ტორპედოს" გადაცემის პროცესი ერთ წელიწადზე მეტხანს გაიწელა:

"ყოველთვის ფეხბურთის გულშემატკივარი ვიყავი. კლუბის პატრონობით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ფეხბურთის განვითარების ფონდი დაარსდა. თავიდან იყო ლაპარაკი, რომ "ტორპედოსთან" ერთად საფიჩხიას ბაზაც უნდა გადმოეცათ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.

სტადიონის ქირაობის ხარჯს არ ვიხდით, ბაზაზე კი ვიხდით, მაგრამ - მინიმალურს. ბაზას ახლა ვარემონტებთ, ეს სამუშაოები 8 თვეში დასრულდება. სტადიონი კი ევროპაში ბევრ კლუბს არ აქვს და პრინციპში, ჩვენ ყიდვა არ გჭირდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვაი შენს პატრონს
ფული ფულიი ,სერიოზული ფულია საჭიროო წარმატებისთვის მისაღწევად
dato
აქაც კარგად ჩანს რომ მიზანი ფონდიდან მიღებული მილიონი ლარი და ბონუსებია ) სესხით 300,000 ლარად შეიძინა ტიპმა ტორპედო და 5 წელი გარანტირებული აქვს ყოველ წელს მილიონი ლარი )) კარგი ბიზნესია ))
mamulo
კლუბის პატრონობით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ფეხბურთის განვითარების ფონდი დაარსდა"---მეც მაგას ვამბობ ზაალ! ბიუჯეტის (ხალხის)ფულის ჭამის შესაძლებლობა რომ გამოჩნდა,მერე შეგიყვარდა ფეხბურთი.რაც გუნდის მეპატრონე ხარ ვისით გააძლიერე ტორბედო? 2 უგუნდო და 2ც 500 დოლარად შეძენილი ფეხბურთელთ? ან ჩხეტიანი და მისი შტაბი რომ გასაშვებია ვერ ხვდები? ან ხაშურის ყოფილ გამგებელს რა უნდა ტორბედოში? და ამის მერე იძახი რომ გუნდზე გული შეგტკივა?ნაცარს ნუ გვაყრი თვალებში.
SHACKSONA
ეს ხალხი მხოლოდ ლაპარაკობს და კეთებით არავინ არაფერს არ აკეთებს. ხურციძეს და ბერიაშვილს რომ დაიმატებ ამით შენს პროფესიონალიზმს ხაზს აშკარად უსვამ .
jarji
ანტის მინდა მოვუწონო კომენტარი,მართალი ხარ,მკვდრების გაცოცხლება უნდათ და ვითომ ვინმეთი გადძლიერდნენ..ისე ეს ეგრეთწოდებყლმა ფანებმა ურჩიენ ისინი წყვეტნენ სატრანსფერო პოლიტიკას,როგორც მიცვალებული ხურციძე ჩამოიყვანეს ტრიუმფით..სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს...
anti
გიორგი ბერიაშვილის დამატებით გინდა საუკეთესო გახადო კლუბი? სასაცილოა, სამტრედიიდან გამოუშვეს და ტორპედომ შეიფარა, მაგარი ტრანსფერებია... ევროპის ლიგა ჩვენია მომავალ წელს ზაალ, აბა რა ეგრე.
gia
რას დაახარჯავს?სადააქვს რომ დაახარჯოს?სესხი აიღეს ბანკიდან დაიომით გადიან ჯერ...
vai tqvens patrons
გეთანხმებიი:
vai tqvens patrons
იყიდე რასამბობ ზაალ იმიტომ არ პრწყინავს გუნდიი?!აზრიი?რა შეემატა გუნდ ეს იკითხე თორემ,რო იყიდე ეს კი ყველამ იცის,მე თქვენს ადგილას ვინც მეპატრონეები ხართ ასე ვიზავდი,მეჭკუის მასწავლებელი არ ვარ,მაგრამ მიკვირს და გამკვირვებია რა აზრი აქვს ყიდვას თუ გუნდი არ გეყოლება მეორე გუნდზე ძლიერი და წარმატებული?მე ასე მოვიქცეოდი,მაგ:გუნდს ისეთს გავხდიდი,რომ საქ ჩემპიონარში,რომ არ აგებდეს,გამოჩნდება მეორე გუნდი ძლიერი მე უფრო გავძლიერდებოდი და ასე შემდეგ ამით ის გამოვიდოდა,რომ წამგებიანი არ იქნებოდა ჩემი ფულის ხარჯვა და შედეგად ჩემპიონატი იქნებოდა ძალიან ძლიერი და ხალხიც სტადიონებს დაუბრუნდებოდაა.......
არქიფო
დავიჯერო ვისოლზე მეტი ფული აქვს?, ისინი გააგდეს ე.წ გულშემატკივრებმა სულ აგინდებდნენ რაც გააკეთეს არაფერს უფასებდნენ ვითომ ვალდებული იყვნენ.
torpedista
ეს თუ არ გაიქცეს მალე...რა...რად უნდა ამნდენი ბაქი ბუქობა...ან რისი დამხარჯავია...დაგვანახე დაგვანახე
გამოიღვიძეთ
1000%-იანი თქვა უჩა სოსიაშვილმა ხარჯებზე და მონაწილეობაზე. კერძო მესაკუთრეს უბრალოდ სინდისი უნდა გქოდეს როცა სახელმწიფო შენს კლუბს ეხმარება იმაზე 2 ჯერ მეტი ფულით ვიდრე შენ ახარჯავ,მაშინ შენ მესაკუთრე კი არა ხარ, სახელმწიფოა შენი კლუბის თანამესაკუთრე ფაქტიურად, ხოლო თუ გინდა რომ მესაკუთრედ იგრძნო თავი,2-ჯერ მეტი უნდა დახარჯო ვიდრე სახელმწიფო გეხმარება. ახლა კი წარმოიდგინე ზაალ რომ მომავალი წლიდან არ იქნება ეს დახმარება, როგორ ფიქრობ მაგ შენი ვალდებულებით 500 000-ს საიდან დაამატებ კიდევ 1 მილიონს? არა მგონია რომ ასეთი ხარჯებისათვის მზად იყო,ან ვინმე დაგეხმაროს, სხვანაიარდ კი კლუბი მხოლოდ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს,ეს იყო მიზანი და მისია "საკუთრებაში კლუბის ყიდვის" ?
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] "ელ კლასიკო" მთელი თავისი დიდებულებით - "ბარსელონამ" სუპერთასის ფინალში "რეალი" დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
გერმანელები აღარ სჩანან, უკრაინელები ფიქრობენ, იტალიელები ვაჭრობენ - "ტორპედოს" ამბები თეიმურაზ ჩეჩელაშვილისგან
"ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო - რა ხდება ქუთაისური კლუბის გარშემო?
ხმაურიანი შეხვედრა მერიაში - "ჩაჩავა "ტორპედოში" ხელფასის სახით 52 ათასსაც იღებდა" [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში
ჩაჩავა ვალის დაბრუნებაზე უარს აცხადებს - საქმე სასამართლოში გაგრძელდება
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
პსჟ-მა "ბარსელონა" მბაპეს თაობაზე გააფრთხილა - 5 სექტემბრის დაიჯესტი [VIDEO]