დღევანდელ წყვილებში ყურადღებას იპყრობს მატჩი "სან პაოლოზე", სადაც "ნაპოლი" მარიო ბალოტელის "ნიცას" მასპინძლობს
თუკი სამშაბათის წყვილებიდან გერმანულ-ინგლისური დაპირისპირება გამოვყავით რობერტო ფირმინოს ყოფილ და ახლანდელ გუნდებს შორის, დღევანდელ წყვილებში ყურადღებას იპყრობს მატჩი "სან პაოლოზე", სადაც "ნაპოლი" მარიო ბალოტელის "ნიცას" მასპინძლობს.

ნაპოლი-ნიცა

"ნიცა" სამხრეთ იტალიაში დიდი დანაკლისით მიდის - მარიო ბალოტელი კვლავ ტრავმირებულია და სამშობლოში ვერ ითამაშებს.

სკანდალებით ცნობილ ფორვარდს ჯერ ვერ მოურჩენია მუხლი, რის გამოც მან საფრანგეთის პირველობის სტარტი გამოტოვა.

ასევე, ლუსიენ ფავრმა განაცხადა, რომ "ნაპოლისთან" ვერც ახალწვეული უესლი სნეიდერი ითამაშებს, რომელსაც ასევე არ სჭირდება წარდგენა იტალიაში. დიდი ხანია, რაც გუნდს ვერ ეხმარება ვილან სიპრიენი. ფავრმა იტალიაში 21 ფეხბურთელი იახლა.

დიდი ალბათობით, იტალიელთა წინააღმდეგ "ნიცა" ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდით ითამაშებს, რომლის როლსაც ალასან პლეა შეასრულებს. ბალოტელის არყოფნა სამწუხაროა, რადგან მას "ნაპოლისთან" თავისი ძველი ანგარიშები აქვს - გავიხსენოთ თუნდაც 2013 წელი, როცა მას პენალტი აუღო პეპე რეინამ, შემდეგ კი ჩვეულ სტილში "გამოიჩინა" თავი და მსაჯს საფინალო სასტვენის შემდეგ (!) გააძევებინა.

მაურიციო სარის გუნდი ფრანგებს ტრადიციული ტრიოთი - ინსინიე, მერტენსი, კალეხონი შეუტევს, რომელთაც სიღრმიდან მარეკ ჰამშიკი დაეხმარება. დაცვაში შეიძლება ვიხილოთ ნიკოლა მაქსიმოვიჩის დებიუტი, რომელიც 20 მილიონ ევროდ "ტორინოდან" გადავიდა ნეაპოლში.

სელტიკი-ასტანა

სად შოტლანდია და სად ყაზახეთი, მაგრამ ეს კლუბები ერთმანეთს შარშანაც დაახლოებით ამ დროს დაუპირისპირდნენ - III საკვალიფიკაციო ეტაპზე.

შარშან შოტლანდიის ჩემპიონმა რის ვაი-ვაგლახით გამოგლიჯა პლეი-ოფის საგზური "ასტანას", მსაჯის ნაჩუქარი პენალტით ბოლო წუთზე, რომელიც მუსა დემბელემ გოლად აქცია. ყაზახეთში შურისძიება სწყურიათ.

ბაშაქშეჰირი-სევილია

"ბაშაქშეჰირში" თამაშობენ გაელ კლიში და ემანუელ ადებაიორი, რომელთაც ლიგაზე "სევილიას" წინააღმდეგ ზუსტად ათი წლის წინათ აქვთ ნათამაშები... "არსენალის" მაისურით. მაშინ ლონდონელებმა 3:0 მოიგეს, ახლა კი ბუნებრივია, კლიშისა და ადებაიორის ახალი გუნდი ფავორიტი სულაც არ არის. სტამბოლური კლუბი ძალზე გამოუცდელია, "ბაშაქშეჰირმა" ახლახან მოიგო ევროთასებზე პირველი მატჩი. ეს წინა, III საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო.

ბეერ შევა-მარიბორი

სლოვენიელებს ერთი ებრაელი ლეგიონერი ჰყავთ - მარვან კაბჰა. "ჰაპოელი" შარშანაც იყო ამ ეტაპზე და კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე ვერ გააღწია. "მარიბორი" ჯგუფურ ეტაპზე ბოლოს 2014/15 წლების სეზონში თამაშობდა.

ოლიმპიაკოსი-რიეკა

"რიეკა" ზედიზედ მეხუთე სეზონია, რაც ევროთასებზე თამაშობს, მაგრამ გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 2000 წლის მერე პირველადაა. "ოლიმპიაკოსი" კი ჯგუფურ ეტაპზე მე-18-ედ აპირებს გასვლას. შარშან ბერძნებმა ეს ვერ შეძლეს (2010 წლის მერე პირველად). წესით და რიგით, კოსოვოელი ბენსიკ ჰასის გუნდს მიზნის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეს.

ოთხშაბათი. 16 აგვისტო

ბაშაქშეჰირი (თურ)-სევილია (ესპ) 22:45

სელტიკი (შოტ)-ასტანა (ყაზ) 22:45

ბეერ შევა (ისრ)-მარიბორი (სლო) 22:45

ნაპოლი (იტა)-ნიცა (საფ) 22:45

ოლიმპიაკოსი (საბ)-რიეკა (ხორ) 22:45

- "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგას მოგებით დაუბრუნდა [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
პიუელი კვლავ საქმეშია - მას ნაცნობ კლუბში მძიმე მემკვიდრეობა დახვდება
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე