ზეხუთეული კი ოთხეულად იქცა

საფრანგეთი. ლიგა 1. XVIII ტური

ოსერი-სოშო 2:0

გოლები: 1:0 იელენი (18), 2:0 იელენი (64)

ბრესტი-ლილი 1:2

ლილი: ლანდრო, ბერია, სუარე, რამი, შეჯუ, მავუბა, ობრანიაკი (83. დუმანი), კაბაიე (73. გუეიე), ჰაზარდი, ჟერვინიო, სოუ (85. ტულიო).

გოლები: 1:0 ლესომიე (19), 1:1 ჟერვინიო (39), 1:2 სოუ (53)

ლორიანი-სენტ ეტიენი 0:0

მონპელიე-ლანსი 1:4

გოლები: 0:1 აკალე (19), 0:2 მარვო (30. ს.კ.), 0:3 რუდე (33), 1:3 ბოკალი (57)

ტულუზი-ნიცა 1:1

გოლები: 1:0 სანტანდერი (27), 1:1 ჩეტო (90. ს.კ.)

ვალანსიენი-ბორდო 2:2

გოლები: 1:0 დანიკი (36), 2:0 დანიკი (59), 2:1 ჟუსი (81), 2:2 სიანი (85)

ლიონი-რენი 1:1

ლიონი: ლორისი, რევეიერი, სისოხო, დიაკატე, ლოვრენი, პიანიჩი (90. ლაკაზეტი), ტულალანი, ბრიანი (82. პიდი), გურკუფი (82. კალსტრიომი), ლ. ლოპესი, გომისი.

რენი: დუშე, დანსი, კატერინი, კანა ბიიკი, მანგანი, მვილა, ტეტეი, ა. კამარა (67. ვერჰოეკი), ლეროი (52. დუმბია), დალმა (86. ბოიე), მონტანო.

გოლები: 1:0 გომისი (36), 1:1 კატერინი (87)

გაძევება: მონტანო (64. რენი)

კაენი-არლი 2:0

გოლები: 1:0 მოლო (79), 2:0 ელ არაბი (85)

მონაკო-ნანსი 0:1

გოლი: 0:1 ლუისი (19)

მარსელი-პსჟ 2:1

მარსელი: მანდანდა, ფანი, ტაივო, დიავარა, ჰაინცე, მბია, ბენ. შეირუ (89. კაბორე), ვალბუენა (63. ლ. გონსალესი), ა. აეუ, რემი, ჟინიაკი (68. აბრიელი).

პსჟ: კუპე, ჟალე, ტიენე, არმანი, სახო, მაკელელე, შანტომი (81. კლემანი), ნენე, ჟიული, ოარო (72. ბაებეკი), ბოდმერი (71. მევლუთი).

გოლები: 1:0 ჰაინცე (16), 1:1 შანტომი (27), 2:1 ა. აეუ (35)

ტური ფრანგული “კლასიკით” დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა “მარსელმა” პსჟ-ს სძლია და ამ შედეგით დედაქალაქელთა საჩემპიონო ამბიციებს წერტილი დაუსვა. მატჩის პირველი ნახევარი ძალიან ეფექტური და სანახაობრივი გამოდგა და სავარაუდო იყო, რომ შესვენების შემდეგაც საინტერესო ამბები მოხდებოდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა და “მარსელმა” საწყის 45 წუთში მოპოვებული უპირატესობა პრაგმატულად შეინარჩუნა. ამით დიდიე დეშამის გუნდმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ჩემპიონობის პრეტენდენტთა რიცხვი კი ხუთიდან ოთხამდე შემცირდა.

“რასაკვირველია, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნამ გული ძალიან დაგვწყვიტა, მაგრამ ვამაყობთ იმით, რომ ევროპას ღირსეული თამაშით დავამახსოვრეთ თავი. წინსვლა და განვითარება არ უნდა შევწყვიტოთ. ჩვენი მიზანი ჩემპიონობის შენარჩუნება და ჩემპიონთა ლიგაში რაც შეიძლება მეტი ეტაპის გადალახვაა. ბედნიერი ვარ, რომ ამ მიზნისკენ დღეს დიდი ნაბიჯი გადავდგით”, - განაცხადა გახარებულმა დეშამმა.

“ლილმა” წინა ტურში მოპოვებული უპირატესობა არ გაანიავა და “ბრესტს” სტუმრად სძლია. მართალია, რუდი გარსიას გუნდს დაგეგმილი სამი ქულა იოლად არ მოუპოვებია, მაგრამ “ლილმა” ამჯერადაც ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშა და მდევრებს მიახლოების საშუალება არ მისცა. გუნდის ლიდერებმა, მუსა სოუმ და ჟერვინიომ გოლებით დაამტკიცეს, რომ კარგ ფორმას ინარჩუნებენ. რაკი სოუს მდევარს, “ლორიანელ” გამეიროს ამჯერად არ გაუტანია, “ლილის” მთავარი მეგოლე საფრანგეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში კიდევ უფრო კომფორტულად დაწინაურდა.

“ნამდვილი საჩემპიონი ხასიათი წარმოვაჩინეთ. კარგად ვიცოდი, რომ რთული მატჩი გველოდა და ასეც მოხდა, მეტოქემ ბევრი საფიქრალი გაგვიჩინა. ყველა დაბრკოლების მიუხედავად, რთულ სიტუაციას თავი დამაჯერებლად გავართვით და ოქროს მედლებს მივუახლოვდით. საბოლოო გამარჯვებამდე კი კიდევ რამდენიმე ასეთი გმირობა იქნება საჭირო. ამ ბრძოლაში ჩემი გუნდის დიდი იმედი მაქვს”, - თქვა ნამატჩევს გახარებულმა გარსიამ.

ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში “ლიონს” გამარჯვებამდე ბევრი არაფერი უკლდა, მაგრამ ათკაციანმა “რენმა” ბოლოსკენ გაათანაბრა და კლოდ პიუელის გუნდს გადასწრების საშუალება არ მისცა. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილმა “ლიონმა” კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიიღო და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მის წევრებს საფრანგეთის ჩემპიონობის დაბრუნებაზე ოცნებას გაისისთვის გადადებენ.

ელიტაში დასარჩენად მებრძოლმა “მონაკომ” შინ ძალიან დასანანი თამაში წააგო უშუალო კონკურენტ “ნანსისთან”, სამაგიეროდ, “ოსერმა”, “ვალანსიენმა”, “ნიცამ” და “კაენმა” საკუთარ აქტივს ქულები შეჰმატეს. გადარჩენისთვის, ისევე როგორც ჩემპიონობისა და ევროპაში გამსვლელი ადგილებისთვის, დაძაბული და ძნელად პროგნოზირებადი ბრძოლებია მოსალოდნელი. დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ “არლი” ქვედა ლიგას დაუბრუნდება. ამ გუნდს უძლიერესთა შორის დარჩენის პრაქტიკული შანსი დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა, სულ მალე კი თეორიულსაც დაკარგავს.

1. ლილი 28 15 10 3 49-27 55

2. მარსელი 28 14 9 5 41-24 51

3. რენი 28 14 8 6 32-21 50

4. ლიონი 28 13 10 5 47-26 49

5. პსჟ 28 12 9 7 42-30 45

6. სენტ ეტიენი 28 10 9 9 35-33 39

7. მონპელიე 28 10 9 9 24-30 39

8. ბორდო 28 9 11 8 37-34 38

9. ლორიანი 28 10 8 10 35-34 38

10. ტულუზი 28 11 4 13 29-30 37

11. სოშო 28 10 5 13 40-35 35

12. ბრესტი 28 9 8 11 28-32 35

13. კაენი 28 9 8 11 31-38 35

14. ნანსი 28 10 5 13 30-41 35

15. ნიცა 28 8 10 10 19-28 34

16. ვალანსიენი 28 7 12 9 33-31 33

17. ოსერი 28 6 14 8 32-34 32

18. მონაკო 28 5 14 9 26-29 29

19. ლანსი 28 6 10 12 28-42 28

20. არლი 28 1 9 18 16-55 12

შემდეგი ტური

2 აპრილი: არლი-მონაკო, ლანსი-მარსელი, ლილი-კაენი, ნანსი-ბორდო, ნიცა-ლიონი, პსჟ-ლორიანი, რენი-ოსერი, სენტ ეტიენი-ვალანსიენი, სოშო-ბრესტი, ტულუზი-მონპელიე.

ბომბარდირები:

19 – სოუ (ლილი), 16 – გამეირო (ლორიანი), 13 – ნენე (პსჟ), ელ არაბი (კაენი), 12 – ჟერვინიო (ლილი), ლ. ლოპესი (ლიონი).

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა