პსჟ დრაქსლერს ასაღებს, "რომა" კუადრადოზე გადაერთო, სიმეონე "ჯენოაში" გადავიდა...
13:06. "ევერტონმა" დაასრულა გილფი სიგურდსონის ტრანსფერი. ისლანდიელში გადახდილი 49.4 მილიონი ევრო ლივერპულური კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხაა. გილფის კონტრაქტი ხუთწლიანია, სათამაშო ნომერი - 18.

13:11. "ფიორენტინამ" "ჯენოადან" დიეგო სიმეონეს ვაჟი - ჯოვანი სიმეონე შეიძინა. ამ შემთხვევაშიც, კონტრაქტი 5-წლიანია, ტრანსფერის თანხა კი - 15 მილიონი ევრო. შარშან არგენტინელმა 36 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

13:19. იტალიაში კიდევ ერთი ტრანსფერი შედგა: ვალონ ბეჰრამი "უოტფორდიდან" "უდინეზეში" გადავიდა. გარიგების დეტალებიდან მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ხელშეკრულება ორწლიანია.

13:40. ფილიპე კოუტინიომ საბოლოოდ დაკარგა თავი. მან იურგენ კლოპს განუცხადა, რომ აღარასოდეს ითამაშებს "ლივერპულში" და მზად არის, ამ ყველაფერს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გამოსვლაც კი შესწიროს.

14:03. არგენტინელი ხერმან პეცელა "ბეტისიდან" ერთწლიანი იჯარით "ფიორენტინაში" გადავა.

14:12. "ვალენსია" მალე გამოისყიდის "არსენალიდან" გაბრიელ პაულისტას. ჯერჯერობით უცნობია ტრანსფერის თანხა და გარიგების სქემა.

14:40. რუსეთის ჩემპიონი "სპარტაკი" მალე გაიფორმებს "მილანიდან" მბაიე ნიანგს. მოსკოვური კლუბი ფორვარდთან ოთხწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

14:49. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ "ეინდჰოვენში" გადავიდა "ვიტესის" მეკარე ელოი რომა.

14:56. "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა პეპ სეგურამ განაცხადა, რომ მისი კლუბი ახლოა ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს შეძენასთან. "ჩვენ მოლაპარაკებების ბოლო სტადიაზე ვართ. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია", - თქვა ფუნქციონერმა.

15:04. "ბორნმუთის" ფორვარდი მაქს გრადელი ამ სეზონს იჯარის წესით ჩაატარებს "ტულუზაში". ამის შესახებ დაწერა ფრანგული კლუბის "ტვიტერმა".

15:22. "ლაციოს" ჰოლანდიელ მცველ უესლი ჰუდტზე დადის ჭორები, რომ ის მალე შეიცვლის კლუბს - გადავა "საუთჰემპტონში". ინგლისურმა კლუბმა მოამზადა შეთავაზება - 17 მილიონი ევრო.

15:29. "აიაქსმა" "ჰერენვეენიდან" შეიძინა 19 წლის ნახევარმცველი დენის იონსენი. ფორვარდი ამსტერდამულ კლუბში 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.

16:01. "ფენერბაჰჩე" აქტიურობს სატრანსფერო ბაზარზე და სურს ნანის შეძენა, რომელიც "ვალენსიას" ეკუთვნის. პორტუგალიელი ამ თურქულ გუნდში ადრეც თამაშობდა.

16:10. მოსკოვის ცსკა 7 მილიონი ევროს გადახდას აპირებს "ფლუმინენსეს" ფეხბურთელ ვენდელ ვალეში, რომელიც 19 წლისაა.

16:18. "ატლეტიკოს" ფორვარდი ლუსიანო ვიეტო, დიდი ალბათობით, კარიერას "სამპდორიაში" გააგრძელებს, - ამტკიცებს Sky Sports Italia. გენუური კლუბი 23 წლის თავდამსხმელში 20 მილიონ ევროს გადაიხდის.

17:07. ვილფრიდ ბონის "მანჩესტერ სიტიდან" "სუონსიში" დაბრუნება სურს. უელსური კლუბი მზად არის 13 მილიონი ფუნტის გადასახდელად.

17:15. "სასუოლოს" მარჯვენა მცველი მატეო პოლიტანო "ზენიტის" ინტერესთა სფეროში მოექცა.

რობერტო მანჩინის გუნდი იტალიის ნაკრების 24 წლის ფეხბურთელში 15 მილიონ ევროს იხდის.

17:34. ფრანგულმა გაზეთმა "ეკიპმა" დაწერა, რომ "პარი სენ-ჟერმენში" აღარ აკეთებენ აქცენტს იულიან დრაქსლერზე. არადა, ზამთარში ამ გერმანელში პარიზელებმა 40 მილიონი ევრო გადაიხადეს.

17:44. "ევერტონი" ჯობნის "მილანს" "ფიორენტინას" ფორვარდ ნიკოლა კალინიჩისთვის ბრძოლაში. მილანელები 29 წლის ხორვატში 25 მილიონ ევროს იხდიან, ლივერპულელები - 29 მილიონს. თან, "ფიორენტინა" სერიოზულად განიხილავს კალინიჩის "ევერტონში" გაყიდვის ვარიანტს.

18:20. რიად მაჰრეზის ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ "რომამ" შეუტია "იუვენტუსს" ხუან კუადრადოს ტრანსფერზე შეთავაზებით. რომაელები კოლუმბიელში ხედავენ "ლივერპულში" წასული მოჰამედ სალაჰის შემცვლელს. ტურინელებს კუადრადოში მინიმუმ 30 მილიონის მიღება სურთ.

18:37. "უოტფორდმა" "ბენფიკასთან" შეათანხმა პერუელი ანდრე კარილიოს იჯარა. ამის შესახებ დამაჯერებლად წერს Mirror-ი.

19:04. სერჟ ორიე მიდის "პარი სენ-ჟერმენიდან". კოტდივუარელის აყვანა სურს "ტოტენჰემს", რომელსაც სჭირდება მარჯვენა მცველი კაილ უოკერის წასვლის შემდეგ. ორიეს გასაყიდი თანხაა - 22 მილიონი ევრო.

19:16. "ლესტერის" ხელმძღვანელობამ გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ 44 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად არ დათმობს თავის ნახევარმცველ დენიელ დრინკუოტკრს, რომელიც დიდი ხანია "ჩელსის" აინტერესებს.

19:52. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, სტეფან დე ვრი მზად არის "ლაციოსთან" ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად. ჰოლანდიელის გასაყიდ თანხად 25 მილიონი ევრო ჩაიწერება.

20:06. La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ არტურო ვიდალი ჯერ ისევ აინტერესებს "ინტერს". ამ უკანასკნელს არც ის აშინებს, რომ მიუნხენელები არ აპირებენ ჩილელის გაყიდვას.

20:13. "ტოტენჰემი" "ჰოფენჰაიმიდან" იყიდის ჯერემი ტოლიანს, თუმცა ამ საქმეში მას "დორტმუნდის" სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს. ორივე გუნდი მარჯვენა მცველში ერთნაირ თანხას - 5 მილიონ ევროს იხდის.

20:18. მცირე ინფორმაცია კილიან მბაპეზე: "მეცთან" დღევანდელი მატჩისთვის ფორვარდი არ არის "მონაკოს" განაცხადში.

20:33. "ბოლონიამ" ოფიციალურად გაიფორმა როდრიგო პალასიო. კონტრაქტის ხანგრძლივობა - ერთი წელია.

20:42. "ვესტ ბრომვიჩს" ძალიან უნდა ბენ გიბსონი "მიდლსბროდან". მართალია, ორჯერ უარი მიიღეს, მაგრამ მესამე წინადადებით გამოვიდნენ - 22 მილიონი ევრო.

20:49. "ბრაგას" ფორვარდი რუი ფონტე "ფულჰემში" გადავიდა. კონტრაქტი სამწლიანია. ტრანსფერის თანხის შესახებ არაფერი დაწერილა. შარშან პორტუგალიის ჩემპიონატში ფონტემ 26 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

21:02. კევინ ვიმერი დატოვებს "ტოტენჰემს" "ვესტ ბრომვიჩისთვის". ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელი 16.5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

21:07. "ნაპოლიმ" უარყო "ბარსელონას" 60-მილიონიანი წინადადება ლორენცო ინსინიეს თაობაზე.

21:12. "გარდიანის" ინფორმაციით, "ჩელსიმ" მოამზადა წინადადება "ტოტენჰემიდან" დენი როუზის შეძენაზე, თუმცა დეტალები ცნობილი არ არის.

21:17. El Mundo Deportivo-მ ბარსელონაში შეამჩნია იულიან დრაქსლერის აგენტი. ნეიმარის "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ ამგვარი სიტუაცია უკვე მეორედ ფიქსირდება.

21:23. "ვალენსიას" ნახევარმცველი ფაბიან ორელიანი "ფენერბაჰჩეში" გადადის. ესპანური კლუბი აღარ აპირებს ჩილელის გამოყენებას და მზად არის მისი გაშვებისთვის.

21:30. ერიკ დურმი დატოვებს "დორტმუნდს". Sport Bild-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონი სულ მალე გაივლის სამედიცინო შემოწმებას "შტუტგარტში".

21:44. "სპარტაკმა" მიაღწია შეთანხმებას "მილანთან" მბაიე ნიანგის ტრანსფერის თაობაზე. გაიჟღერა ტრანსფერის თანხის ოდენობამ - 18 მილიონი ევრო.

21:53. "აუგსბურგის" ფორვარდი რაულ ბობადილია "გლადბახში" დაბრუნდა, - წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. არგენტინელმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!