"კომპენსაციის სახით 50 ათას დოლარს გადაიხდიან ან მომხდარზე ფიფას ვაცნობებთ და მოთამაშეს 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან"
ფოთის "კოლხეთის" ლეგიონერი არფანგ დაფე ირანში გაიქცა. კოლხებმა სენეგალელი ნახევარმცველი წლეულს მადრიდის "ატლეტიკოს" დუბლებიდან მოიწვიეს. მალე ის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე და ეროვნული ლიგის გამორჩეული ლეგიონერი გახდა, მაგრამ ბოლოსწინა ტურში, ქობულეთის "შუქურასთან" მატჩის შემდეგ, სენეგალელი გაუჩინარდა.

როგორც გაირკვა, დაფე ირანის ჩემპიონატის აუტსაიდერ კლუბ "პაიკანში" მიიწვიეს. არადა, მას "კოლხეთთან" კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე აკავშირებდა და ისე წავიდა, ქართულ მხარეს არაფერი შეუთანხმა.

სენეგალელი ნახევარმცველის გაქცევის ამბავი ფოთის "კოლხეთის" დირექტორმა თემურ ბარქაიამ გაახმაურა:

"სენეგალელი ლეგიონერი ირანულ გუნდში ისე წავიდა, ჩვენთვის არაფერი უთქვამს არც მას და არც ირანელები დაგვკავშირებიან, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე.

ახლა დაფე სინანულის მესიჯებს გვწერს - იქნებ ჩემი მომავლისთვის დათმობაზე წახვიდეთო. შუა სეზონში საჭირო მოთამაშის წასვლას, თანაც ასე დაუკითხავად და თავხედურად, ვერ და არ შევეგუებით. ჩვენ ერთი ნაბჯით უკან არ დავიხევთ", - ამბობს ბარქაია.

"კოლხეთის" დირექტორი ირანულ კლუბისა და მოთამაშის მიმართ პრეტენზიებზე ლაპარაკობს:

"დაფეს ჩვენს კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე აკავშირებს. თავის დროზე, ირანულმა კლუბმა სასაცილო თანხა შემოგვთავაზა და უარით გავისტუმრეთ.

მერე ჩვენს სპორტულ დირექტორ ლაშა ჯაკობიას დაუკავშირდნენ და მისგანაც იგივე პასუხი რომ მიიღეს, ბელგიურ კომპანიას დაელაპარაკნენ, რომელმაც დაფე საქართველოში გამოგზავნა. მაგრამ მათაც შესაბამისი პასუხი გასცეს - ფეხბურთელს ქართულ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და მათ შეუთანხმდითო.

მაგრამ ჩვენი პასუხი რომ იცოდნენ, დამოუკიდებლად მოქმედება გადაწყვიტეს და დაფე მაინც წავიდა".

კოლხებმა სენეგალელს და მისით დაინტერესებულ კლუბს მკაცრი პირობები წაუყენეს:

"დაფესა და ირანული კლუბის წარმომადგენლებს გარკვევით ვუთხარით - კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტისთვის კომპენსაციის სახით 50 ათას დოლარს გადაიხდიან ან მომხდარზე ფიფას ვაცნობებთ და მოთამაშეს 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან.

დაფე იმიტომ არ ჩამოგვიყვანია, ირანულ კლუბში უსასყიდლოდ რომ გაგვეშვა. ჩვენ მასზე თანხა დავხარჯეთ და პლუს, შეუთანხმებელი წასვლისთვის თავადაც და ირანელებმა პასუხი უნდა აგონ.

ველოდებით, რას იზამენ ირანელები. თუკი არაადეკვატურები იქნებიან, მაშინ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ფიფას ჩავაყენებთ საქმის კურსში. ქართულ კლუბთან ასეთ აგდებულ დამოკიდებულებას ნამდვილად არ მოვითმენთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აფრიკა
სასადილოს ვალი ჰქონდა და ბუფეტჩიკი ემუქრებოდა გცემო, აბა არ გაიქცეოდა?
zura
რა განვითარებაზე ლაპარაკობთ? 1000 დოლარზე მეტი არ ექნებათ ამაში გადახდილი,ამის მაგივრათ რომელიმე ახალგაზრდა ქართველი აგეყვანათ ამისგამოა ჩასვრილი ზუსტადაც ეროვნული ჩემპიონატი,გინდა ეროვნული ლიგა დაარქვით და გინდა ფარჩაკლიგა...
დათო
არა უშავრა, ქართულად გამარჟობას რომ იძახდა , ყანწით ღვინოს რო ბლუქავდა, ცოტა ცოტა მგონი მღეროდა კიდეც, ცოტა ცოტა თამაშობდა და გუნდს აფერადებდა,ჩვენ კი სიხარულით ვხტოდით, აი ის ერთხელ ბუშმა,რომ თქვა გამარჟობაო და უკანალი გაათამაშა, აუ არ გადამრიოთ არ გახსოოოოვთ, შეშფოთებაც არ გახსოვთ აბა სხვა რა გახსოვთ? მგონი სკლეროზი დაგეწყოთ, ვავა, ვავა ვავა ჩემი ცოდო. არ დაბლოკოთ, გთხოვთ, გემუდარებით, გეხვეწებით.
კოტე
საიდან მოიტანე, რომ ხელფასს არ უხდიდნენ? "უკეთესი ქვეყნიდან და ხალხისგან, რომელიც არ არის განთქმული გადაგდებით" - ამას ირანზე ამბობ? თუ უბრალოდ საქართველოზე გათქმევინა ცუდი და რას ამბობ, არ აქვს მნიშვნელობა?
კატო
არ მგონია ფეხბურთელს აწყობდეს ეგეთი საქციელი.... მაგრამ ამოუვიდა ყელში ალბათ ამდენი უუფლებობა
gulshematkivari
არავითარ შემთხვევაში არ არის დასათმობი. იმათთვის ვინც არ იცის (და სანამ არ იცი ტყუილები არ უნდა ილაპარაკო) რაც შეეხება ხელფასებს და დავალიანებას იმისდა მიუხედავად რომ კოლხეთს ყველა სხვა გუნდებთან შედარებით ცუდი პირობები აქვს ხელფასების მხრივ ფეხბურთელების დავალიანება არ გააჩნია, ისინი ხელფასებს დროულად იღებენ.
shota
100 დოლარად :)) ნუ კოვტალიუკის იჯარაში 100 $ გადაიხადეს ყოველშემთხვევაში და დაფე ალბათ ცოტა მეტი ეღირებოდა:D
Barba
ცხადია კომოენსაციის გარეშე არ უნდა გაუშვან. აქ უბრალოდ საკომპენსაციო თანხაა ძალიან უცნაური - 50 000 დოლარი. კი მაგრამ თავად რამდენად იყიდეს? 10 000 დოლარად?
namdvili zaza
ვისაც სადმე გიმუშავიათ გაიგებთ. როდესაც მუშაობ (ამ შემთხვევაში ფეხბურთს თამაშობ უცხო ქვეყანაში), თვეების განმავლობაში გატყუებენ და ხელფასს არ გიხდიან, ერთხელ მოითმენ, ორჯერ მოითმენ, სამჯერ, ათჯერ და ტყუილები არ სრულდება, ხელფასს არა და არ გიხდიან, რა უნდა ქნა?! რა უნდა ქნა როდესაც შენს სამშობლოში ოჯახი გყავს რომელიც შენს იმედზეა?! წარმოიდგინეთ ყველამ საკუთარი თავი უცხოეთში, სადაც "ვირივით" გამუშავებენ და ხელფასს არ გიხდიან. მეტიც, როდესაც ყოველ თვეს გაიმედებენ, შენც აიმედებ შენი ოჯახის წევრევრებს და თვის ბოლოს ისევ არაფერი... ამ დროს კი შეთავაზება გაქვს უკეთესი ლიგის, უკეთესი ქვეყნიდან და რაც მთავარია ხალხისგან რომელიც არ არის განთქმული "გადაგდებით" და მოტყუებით. ნორმალური ადამიანი მოიქცეოდა ზუსტად ისე როგორც ეს სენეგალელი კაცი მოიქცა, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ამან დიდი ხანი ითმინა...
Raiola
მიდი თემურ, არაფერი დაუთმო მაგ სენეგალელს და არც ირანელებს. ბოლომდე მიაწექი
fan
ფოთის კოლხეთში გაუსაძლისი სიტუაციაა რა ქნას სანაიამ ამ მართლაც ნიჭიერმა მწრთნელმა ,ის ვერ მოაგვარეს ფოთის რეგბის სტადიონზე ითამაშოს გუნდმა.ქალაქის ხემძგვანელობას ფეხებზე კიდია გუნდი
Georgian
მსგავსი რამ ხდება ხოლმე პრაქტიკადი. ასე რომ ნურც კოლხეთს დავადანაშაულებთ და ნურც ქართულ ფეხბურთს. მთავარია პასუხი აგებინონ როგორც ფეხბურთელს, ისე ირანულ კლუბს.
opaaa
აი რა ჩემპიონატი გვაქვს რო , კაცი ირანში გაიქცა ))))))))))))) დაფინანსების ბრალიოა მეტყვით , ხოდა გიპასუხებთ : კაპიკის ღირსი არაა ფეხბურთი !!!
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
U21 - ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონატებში დეფრიბლირატორების გამოყენება იწყება | ტრენინგს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
U21 | ლატვია V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში რიგაში
"ყველაფერს გავაკეთებთ ესპანეთთან წარმატების მისაღწევად" - რა თქვეს "ჯვაროსნებმა" მატჩის წინ?
marca: ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ელჩეში ჩასვლას აგვიანებს
ესპანეთისა და საქართველოს მატჩს ლიეტუველი მსაჯები მოემსახურებიან
დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
"შავი ლომი" | "ჩიტასთან" ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
საქართველოს შემადგენლობა ესპანეთთან - რა უშლის ხელს თერთმეტეულის გამოკვეთას?
[VIDEO] სანდროს 17 წუთი - "ტორონტომ" პრესეზონის პირველი მატჩი მოიგო
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა
"მას შემდეგ, რაც პსჟ-ს მწვრთნელი ვარ, ყველაზე მეტად მათ წინააღმდეგ გაგვიჭირდა" - ლუის ენრიკემ მეტოქე გამოარჩია
"თოფურიას ჩემგან მალავენ, რადგან მისი დამარცხება მხოლოდ მე შემიძლია" - არმან ცარუკიანი
"ოცნება არსად გამქრალა - სამომავლოდ "კვარას" ამ კლუბში გადასვლას არ გამოვრიცხავთ" - რას წერს Areanapoli ქართველზე?
[VIDEO] "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს - შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
უსაფრთხოება და ვიზები - ქუთაისის "ტორპედოს" ალბანეთში პრობლემები შეექმნა
შუქურა-კოლხეთი 3:2 - ქობულეთელთა მეორე გამონათება
ქუთაისის "ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგის XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ფოთის "კოლხეთში" უკრაინელ მწვრთნელს ელიან
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
"გენტში" მიხვდნენ, რომ გიორგი ბერიძე საჭირო და პერსპექტიული მოთამაშეა"
ფოთის "კოლხეთში" გელა სანაიას ალექსანდრ შტელინი შეცვლის?
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
ლაშა ჯაკობია: ...ამიტომაც ამჯობინა ჩაკვეტაძემ "გენტი" სხვა ვარიანტებს
მესამე და სამართალი? ფოთის "ფაზისის" მშენებლობაზე მორიგი ტენდერი ჩატარდა
"რაგბის კავშირისგან თანხმობა უკვე მივიღეთ" - "კოლხეთი" ფოთში ბრუნდება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
შტელინი: ჩაკვეტაძეს "გენტში" დამკვიდრების ასპროცენტიანი შანსი აქვს, თუ...
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
ფოთის "კოლხეთის" ამბები: სპონსორი, ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები
გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ეს ბიჭებიც და ტრანსფერებიც თბილისის "დინამოსია"
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს