ნეიმარმა პარიზული დებიუტი დიდებულად აღნიშნა - მის ანგარიშზე ორ-ორი გოლი და პასია, ხოლო პსჟ-მა 10 კაცით შეძლო "ტულუზის" განადგურება - 6:2

ნეიმარმა პარიზული დებიუტი დიდებულად აღნიშნა - მის ანგარიშზე ორ-ორი გოლი და პასია, ხოლო პსჟ-მა 10 კაცით შეძლო "ტულუზის" განადგურება - 6:2. პსჟ, "მონაკო" და "სენტ ეტიენი" ქულების დაუკარგავად ლიდერობენ.

"მეცთან" მატჩის 78-ე წუთზე რაშიდ ღეზალმა ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა რადამელ ფალკაო, კოლუმბიელი გასცდა მეკარეს და სეზონის მე-5 გოლი ცარიელ კარში გაიტანა. ეს გოლი ისტორიული აღმოჩნდა, რადგან "მონაკომ" 1:0 მოიგო და ლიგა 1-ის ყველა დროის რეკორდიც მოხსნა - ზედიზედ 15 ტურში იმარჯვა (12 გასულ სეზონში და 3 ახალში). წინა რეკორდი - 14 გამარჯვება ჩემპიონატში - "ბორდოს" ეკუთვნოდა (2009 წ.). შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს საკლუბო სასჯელი ადევს და იგი ლეონარდო ჟარდიმმა მეცში საერთოდ არ წაიყვანა.

წაგების მიუხედავად, უნდა აღვნიშნოთ 18 წლის გაბონელის, აბლი ჟალოს დიდებული დებიუტი, მოედნის ასეთი ხედვით იშვიათად თუ ვინმე გამოირჩევა ლიგა 1-ში.

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "ლიგა 1-ის მატჩების მოგება ყოველთვის ძნელია. კარგად ვითამაშეთ, თუნდაც, პირველ 30 წუთში, როცა უამრავი შეცდომა დავუშვით. მეორე ტაიმში თამაშის ტემპი ავაჩქარეთ, მეტი მობილურობა და ინტენსივობა კი გადამწყვეტი აღმოჩნდა. სამი ქულითა და ახალი რეკორდით გახარებულები ვართ. ფალკაო შესანიშნავ ფორმაშია, იმედი მაქვს, ეს ფორმა დიდხანს გაჰყვება".

"ლიონმა" ზედიზედ მესამე ტურში გამარჯვება ვეღარ შეძლო და "ბორდოს" 3:3 დაუზავდა. აღსანიშნავია, რომ ეს თამაში, ისევე, როგორც პირველი ტურის შეხვედრა "მონაკოსა" და "ტულუზს" შორის, ქალაქ ულინსში გაიმართა. "ლიონის" ვერმოგების მიზეზი ისიც არის, რომ 36-ე წუთზე მას ნახევარმცველი სერხი დარდერი გაუძევეს.

ბრუნო ჟენეზიო (ლიონი): "იმედგაცრუებულები ვართ, რადგან სამი ქულა ასე ახლოს იყო, მაგრამ თამაშში იყო საოცარი გოლებიც, ფეკირის შორეული დარტყმა და მეტოქეთაგან მალკომის ორივე გოლი".

როგორც იქნა, მოიგო ლუსიენ ფავრის "ნიცამ", რომლის რიგებშიც პირველად ითამაშა უესლი სნეიდერმა. "ნიცამ" "ალიანც რივიერაზე" "გენგამს" აჯობა - 2:0.

აი, "სენტ ეტიენი" კვლავ ქულის დაუკარგავად ასპარეზობს. ესპანელი ოსკარ გარსიას გუნდს ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდა - "მწვანეებს" ჯერ გოლიც კი არ გაუშვიათ. ლიგა 1-ში პირველი მოგება იზეიმა კლაუდიო რანიერიმ, ემილიანო სალას ერთადერთი გოლით "ნანტმა" სტუმრად "ტრუა" დაამარცხა.

პრეზიდენტ მაკრონის ვიზიტი ფეხბედნიერი ვერ აღმოჩნდა "მარსელისთვის", რომელმაც "ველოდრომზე" "ანჟერთან" (1:1) დაპირისპირებაში მოულოდნელად ქულები დაკარგა. ამით რუდი გარსიას კრებულმა პირველად დაკარგა სეზონში ქულები. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს წითელი ბარათი მიიღო, კვლავ საუკეთესო იყო მარსელელთა რიგებში ლუკას ოკამპოსი, რომელმაც გუნდს დიმიტრი პაიეს არყოფნა არ აგრძნობინა.

ფაქტები

რადამელ ფალკაომ (მონაკო) ლიგა 1-ის ბოლო 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა

ნაბილ ფეკირმა (ლიონი) გოლი 54 მეტრის დისტანციიდან გაიტანა, თუმცა 2013 წელს საბერ ხალიფას რეკორდი (64 მეტრი) ვერ მოხსნა

"ტრუამ" ლიგა 1-ის ბოლო 21 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო

"ნიცამ" ლიგა 1-ში 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა

"სენტ ეტიენმა" ზედიზედ სამი მატჩი თებერვლის მერე პირველად მოიგო

"ლიონმა" სეზონის პირველი სამი მატჩი ბოლოს 36 წლის წინათ მოიგო

მარსელო ბიელსას ბოლო 4 საშინაო მატჩიდან ორი ლიგა 1-ში "კაენთან" წაგებით დასრულდა

"მარსელი" ლიგა 1-ში 14 თამაშია არ დამარცხებულა - 8 მოგება, 6 ფრე. ბოლოს "მარსელი" გასულ სეზონში, 27-ე ტურში დამარცხდა პსჟ-სთან - 1:5

მეცი-მონაკო 0:1

გოლი: 0:1 ფალკაო (78)

მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - რონი ლოპეში (46. კარილიო), ფაბინიო, ჟოაო მოუტინიო, ლემარი - ა. დიაქაბი (66. ღეზალი), ფალკაო (90. ტილემანსი)

ლიონი-ბორდო 3:3

გოლები: 1:0 ფეკირი (10), 2:0 ტეტე (23), 2:1 მალკომი (41), 3:1 ბ. ტრაორე (74), 3:2 ლერაგერი (88), 3:3 მალკომი (91)

ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ტეტე, მარსელო, მორელი, მარშალი (74. მ. დიაქაბი) - დარდერი, ტუსარი - ბ. ტრაორე, ფეკირი, დეპაი (65. კორნე) - მ. დიასი (44. ფერი)

გაძევება: დარდერი (36)

მონპელიე-სტრასბური 1:1

გოლები: 0:1 საადი (24), 1:1 კონგრე (72)

ნიცა-გენგამი 2:0

გოლები: 1:0 პლეა (45), 2:0 ვალტერი (47)

რენი-დიჟონი 2:2

გოლები: 1:0 მუბელე (14), 2:0 მუბელე (46), 2:1 კვონი (51), 2:2 ტავარეში (91-პენ)

სტ. ეტიენი-ამიენი 3:0

გოლები: 1:0 ბამბა (13-პენ), 2:0 დაბო (41-პენ), 3:0 დაბო (67)

ტრუა-ნანტი 0:1

გოლი: 0:1 სალა (81)

გაძევება: ავაზიემი (34. ნანტი)

ლილი-კაენი 0:2

გოლები: 0:1 და სილვა (5), 0:2 სანტინი (69)

მარსელი-ანჟერი 1:1

გოლები: 1:0 ნ'ჟიე (17), 1:1 ეკამბი (70)

მარსელი (4-3-3): მანდანდა - სარი, რამი, როლანდო, ამავი (64. დორია) - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო, სანსონი (77. კაბელია) - ტოვენი, ნ"ჟიე (38. ჟერმენი), ოკამპოსი

გაძევება: ოკამპოსი (93)

პსჟ-ტულუზი 6:2

გოლები: 0:1 გრადელი (18), 1:1 ნეიმარი (31), 2:1 რაბიო (35), 3:1 კავანი (74-პენ), 3:2 ჟულიენი (78), 4:2 პასტორე (82), 5:2 კურზავა (84), 6:2 ნეიმარი 92)

პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, კიმპემბე, კურზავა - ვერატი, ტიაგო მოტა (69. პასტორე), რაბიო - დი მარია (86. დრაქსლერი), კავანი (85. ლო სელსო), ნეიმარი

გაძევება: ვერატი (69)

ბომბარდირები: 5 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 3 - მარიანო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი), კლინტონ ნ'ჟიე (მარსელი), ედინსონ კავანი (პსჟ), ნეიმარი (პსჟ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტომობილთან შეჯახებისას, სადაც ლუის ენრიკეს ქალიშვილიც იმყოფებოდა, მოტოციკლისტი დაიღუპა
55 მილიონად შეძენილი მეკარე პსჟ-ს დატოვებას აპირებს
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" 100%-იანი შედეგით მიიწევს წინ
ზურიკოს "ბორდო" ორი გამარჯვების შემდეგ "ტრუასთან" დამარცხდა
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
[VIDEO] ხვიჩამ შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
ლიგა 1. IX ტური: "პსჟ" დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
"მან უნდა იტიროს, რადგან შენნაირი მწვრთნელები არსებობენ..." - ნეიმარის მამა მწვრთნელის მიმართ განრისხებულია
"ვილიარეალი" კამერუნის ნაკრების ფორვარდით გაძლიერდა
"ჩელსი" მუდრიკს პრაქტიკის მისაღებად მეგობარ კლუბში გაანათხოვრებს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
რეკორდი - "რეალმა" თავდამსხმელი "სტრასბურგს" მიჰყიდა
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
რადამელ ფალკაოს მამა ჩოგბურთის თამაშისას გარდაიცვალა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ლიგა 1. V ტური. ედისონ კავანიმ "კაენი" არ დაინდო [VIDEO]
ოფიციალურად: "სიტიმ" ახალი შემტევი დაიმატა
[VIDEO] ხვიჩას გარეშე - საფონოვის მოგერიებული პენალტი, ჰაკიმის გაძევება და მძიმე მატჩში პსჟ-ს გამარჯვება
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
ჯაბა კანკავა შესაძლოა ლიგა 1-ის "კაენში" გადავიდეს
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
ზუსტად 4 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გაიმართა [VIDEO]
ფალკაო ევროპის კონტინენტს ტოვებს - ვეტერან კოლუმბიელს მექსიკაში უხმობენ
დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
რადამელ ფალკაოს ქანდაკება რონალდოსა და ბეილისაზე უარესია
40 წლის ჯანლუიჯი ბუფონმა "კაენთან" მატჩში "მკვდარი" ბურთი მოიგერია [VIDEO]
"ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა" - "მონაკოს" მწვრთნელმა ლუის ენრიკეზე ისაუბრა
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
კაცნაკლული "ბორდო" სახლში "ტრუასთან" დამარცხდა
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
ტრიუმფის შემდეგ მესი პსჟ-ში გოლით და გამარჯვებით დაბრუნდა [VIDEO]
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მსურს მოედანზე რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო,, მაგრამ..." - რა თქვა მიქაუტაძემ "ანჟერთან" მატჩის შემდეგ?
მბაპე ფრანგული კლუბის თანამფლობელი ხდება
ფალკაოს უნდა კარიერა ბექჰემის გუნდში დაასრულოს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
ქართველების "მეცმა" "ტრუას" მოუგო
პსჟ-მ "რეალთან" შეხვედრამდე "ტრუა" დაამარცხა და მის შემადგენლობაში ვეას დებიუტი შედგა [VIDEO]
"ანჟერის" მწვრთნელი: ნეიმარი შოუს დგამს - ვერ გავიგე, რატომ უსტვენენ
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
დავითაშვილის დუბლი - ზურიკომ ეფექტური გოლი გაიტანა [VIDEO]
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი