მახაჭყალის "ანჟის"ახალწვეულმა და საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პრესსამსახურის კითხვებს უპასუხა
მახაჭყალის "ანჟის"ახალწვეულმა და საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პრესსამსახურის კითხვებს უპასუხა.

- გიორგი, კეთილი იყოს შენი მობრძანება მახაჭყალაში. გაგვიხარდა შენი მოსვლა...

- დიდი მადლობა. ძალიან მიხარია, რომ "ანჟიში" გადავედი. ეს კარგი გუნდია, რომელიც პრემიერლიგაში თამაშობს. მინდა ცალკე მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს, რომ ნდობა გამომიცხადეს.

- როდის გაიგე "ანჟის" ინტერესის" შესახებ?

- ერთი კვირის წინ კლუბიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემით დაინტერესებულები იყვნენ. ოჯახთან ვისაუბრე და გადასვლაზე თანხმობა მივეცი.

- როგორც ვიცით, ცოტა ხნის წინ იდაყვზე ოპერაცია გაიკეთე. შეგიძლია გვითხრა, ახლა როგორ ხარ?

- დიახ, ოპერაცია გერმანიაში პროფესორ გრანერთან გავიკეთე. ის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია მხრისა და იდაყვის განხრით. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და უფრო მალე გამოვჯანმრთელდი, ვიდრე ექიმები ელოდნენ.

- გვითხარი, როგორ ფორმაში ხარ ახლა?

- რეაბილიტაცია უკვე გავიარე და ახლა ფორმას ნელ-ნელა ვკრეფ.

- მახაჭყალიდან საქართველომდე უფრო ახლოა, ვიდრე სამარიდან. ამასთან ერთად, დაღესტნელები და ქართველები მენტალურად უფრო ჰგვანან ერთმანეთს და წესით, აქ თავი კომფორტულად უნდა იგრძნო...

- ახლოს ნამდვილად არის. მანქანით რამდენიმე საათში მიხვალ. ხოლო მენტალიტეტს რაც შეეხება, დაღესტანში პირველად ვარ, გავეცნობი ქალაქს და ნელ-ნელა მივეჩვევი. ჯერ ნაკლებად ვიცნობ დაღესტანს და დაღესტნელებს, მაგრამ ვიცი, რომ აქ მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხია.

"რიგითი გულშემატკივარი"
სად პოულობს ლორია ასეთ "კარგ"გუნდებს?.ჯერ იყო და სამარა კარგი გუნდიაო და შარშან იქ გადავიდა,გადავიდა და გავარდნენ რუსეთის პრემიერლიგიდან,ახლა ამდენი გუნდების ოხრობაში იპოვა ყველაზე უპერსპექტივო (წინა ტურში 0:6 წააგეს,იქამდე მწვრთნელი გაექცათ)გუნდი და გვიმტკიცებს კარგი გუნდიაო,არ დაიღალე გიორგი რუსეთში ამდენი წანწალით? ჩამოდი სამშობლოში, მანდ არავინ დაგიფასებს გარჯას, როგორც კი პირველივე შესაძლებლობა მიეცემათ მაშინვე დაგსვამენ სათადარიგოთა სკამზე, აქ მიღებული 10 ლარი გერჩიოს მანდ მიღებულ 1000რუბლს.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა