ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

აბი, ჩვენ შენ გვიყვარხარ

აბი, ჩვენ შენ გვიყვარხარ

ბუსკეტსის სახელობის სტადიონი და "უხეში" ჩავი

"ბარსელონამ" თავის დაავადებულ ფეხბურთელს, ერიკ აბიდალს გამარჯვებით საჩუქარი უძღვნა - "ხეტაფეს" 2:1 მოუგო და "რეალთან" 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. იმ დღეს "კამპ ნოუზე" უხვად იყო აბიდალის გასამხნევებლად გამოკიდებული ბანერი. ფრანგს, რომელსაც მოულოდნელად ღვიძლის სიმსივნე დაუდგინეს და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, მხარდაჭერას ფეხბურთელები, ფუნქციონერები და გულშემატკივრები უცხადებდნენ. ორივე გუნდი მოედანზე აბიდალის 22-ნომრიანი მაისურებით გამოვიდა, ხოლო ყოველი ტაიმის 22-ე წუთზე "კამპ ნოუს" ტრიბუნებმა ოვაციები მოუწყეს ფრანგს, რომელიც კლინიკაში ებრძვის ვერაგ დაავადებას.

ბევრს ეეჭვებოდა, რომ აბიდალის ავადმყოფობა "ბარსას" თამაშზე ცუდ გავლენას იქონიებდა, თუმცა ხოსეპ გვარდიოლა ამაყია, რომ გუნდმა გაუძლო ამ ფსიქოლოგიურ ტვირთს: "არავითარი აპათია და ცუდი თამაში, ისევ ის ფანტასტიკური ფეხბურთი", - სიამაყით აცხადებდა მატჩის შემდეგ პეპი, რომელსაც განსაკუთრებით ზაფხულში შემატებული ადრიანოსა და ხავიერ მასკერანოს თამაში მოეწონა: "ორივე დიდებულად თამაშობდა, ისევე როგორც გაბი მილიტო. სეზონი გრძელია და რთული, ჩვენ კი ყოველთვის გვესაჭიროება მათი დახმარება. ბოლო დროს მხოლოდ ერთი პრობლემა გვაქვს, ცოტა გოლი გაგვაქვს შედარებით, მაგრამ ბევრ მომენტს ვქმნით, ამიტომაც გოლთა წვიმები მომავალშიც გაგრძელდება".

"ბარსელონას" ფეხბურთელებმა აბიდალის კუთვნილ ადგილზე გამოფინეს მაისური წარწერით: "აბი, ჩვენ შენ გვიყვარხარ" და თქვეს, რომ მას აბიდალის დაბრუნებამდე არ აიღებენ. თამაშის შემდეგ პირველი გოლის ავტორმა დანი ალვეშმა "ბარსა ტვ-ის" გადაცემა "ელ მარკადორში" აღნიშნა, რომ გუნდმა გამარჯვება მას უძღვნა, რომ ის თამაშამდე ესაუბრა ერიკის მეუღლეს. თურმე ახლადნაოპერაციებ აბიდალს თამაშისთვის ტელევიზორში უყურებია. ასე რომ, ფრანგმა თავისი თვალით ნახა ყველა სახის მხარდაჭერა, რაც იმ დღეს ფანებმა და ფეხბურთელებმა გამოხატეს, მათ შორის სპეციალურად მის მხარდასაჭერად შექმნილი ვიდეორგოლი, სადაც ის საოცარი მომენტიცაა, როცა აბიდალი საკუთარ საჯარიმოში მიწაზე მგორავ ბურთს თავით იგერიებს, როცა სხვა შანსი აღარ რჩებოდაა. ეს ვიდეო ინტერნეტში 160 ათასმა ადამიანმა ნახა.

მოგეხსენებათ, "ხეტაფესთან" შეხვედრა განსაკუთრებული იყო ბოიან კრკიჩისთვის. 20 წლის ესპანელი ფორვარდი ლა ლიგის მე-100 მატჩს თამაშობდა. ბოიანმა "ბარსას" მეორე გოლი გაიტანა მადრიდელთა კარში. "მე სწორედ ასეთი თამაშები მჭირდება, რომ კვლავ მჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, რომ ვგრძნობდე, რამდენად მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ გუნდისთვის", - განაცხადა ბოიანმა: "ძალიან ბედნიერი ვარ, ბრწყინვალე საღამო იყო. ეს იყო თამაში, რომელიც მეც და გუნდსაც ძალიან გვჭირდებოდა. როცა გავიგე, რომ "ბარსას" მაისურით უკვე მე-100 მატჩს ვთამაშობდი ჩემპიონატში, საოცარი სიამაყე ვიგრძენი". ბოიანმა ჩემპიონატში სულ მე-6 მატჩი ჩაატარა სასტარტოში, ეს მისი მე-5 გოლი იყო ჩემპიონატში.

ყოველ 21 მარტს იუნესკო აღნიშნავს რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს. გუშინ აქციაში მონაწილეობა "ბარსას" ფეხბურთელებმა ჟერარდ პიკემ, ლეო მესიმ და სეიდუ კეიტამ მიიღეს დევიზით: "დავტოვოთ რასიზმი თამაშგარეში". კლუბი კი ფეხბურთელებისგან იცლება - ჯამში "ბარსას" 12 ფეხბურთელია გამოძახებული თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში. 6 ესპანეთის ნაკრებში ითამაშებს: ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი, პიკე, ვალდესი და ვილია. იბრაჰიმ აფელაი ჰოლანდიის ნაკრებშია გამოძახებული. არგენტინელები, მესი, მასკერანო და მილიტო ამერიკისა და კოსტა რიკის ნაკრებებთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახეს, დანი ალვეში კი ბრიტანეთში წავიდა - ბრაზილია ამხანაგურ მატჩში შოტლანდიას ეთამაშება. ბოიან კრკიჩსა და ახლახან პირველ გუნდში გადაყვანილ ფონტასს ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში დაუძახეს, ბელარუსებთან მატჩისთვის "ბარსას" სარეზერვო გუნდის სამი ფეხბურთელიცაა გამოძახებული: ტიაგო ალკანტარა, მინიო და მონტოია. ამიტომ გუშინდელ ვარჯიშზე მწვრთნელის განკარგულებაში მხოლოდ 6 ფეხბურთელი იყო პირველი გუნდიდან. გვარდიოლამ სარეზერვო გუნდიდან ერთბაშად 8 ფეხბურთელს უხმო, ვარჯიში, რომ არ ჩაშლილიყო.

შემდეგი ტურის მატჩს, "ვილიარეალის" წინააღმდეგ ჩავი ერნანდესი სეზონში მე-5 გაფრთხილების მიღების გამო გამოტოვებს. მან ყვითელი ბარათი "ხეტაფესთან" მატჩის მიწურულს მიიღო. აქვე გეტყვით, რომ ანალოგიური საფრთხის წინაშე არიან ვალდესი, მასკერანო, მესი და ბუსკეტსი. მათთვის მორიგი ყვითელი ბარათი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის ტოლფასი იქნება. ალბათ, საკვირველია, თუ როგორ მოახერხა ჩავიმ ამდენი ყვითელი ბარათის მიღება, როცა ის ძალზე კორექტული ფეხბურთელია. სამი ყვითელი ბარათი მან გაპროტესტებისთვის ("ლევანტე", "სპორტინგი", "ალმერია") მიიღო, ერთი დროის გაყვანისთვის ("ხეტაფე") და ერთიც სათადარიგოთა სკამზე მჯდომმა ("რეალი"). როგორც ხედავთ, არც ერთი გაფრთხილება "ბარსას" ნახევარდაცვის მაესტროს უხეში თამაშისთვის არ მიუღია!

"ხეტაფესთან" მატჩში "ბლაუგრანამ" ახალი რეკორდი დაამყარა - ზედიზედ 27 მატჩია, რაც "ბარსელონას" არ წაუგია. ამით დაემხო კლუბის 1973/74 წლების რეკორდი (26 თამაში წაუგებლად). "ბარსელონამ" მარტის თვეში (შემდეგი ტური უკვე აპრილშია) ხუთი მატჩიდან 4 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

დანი ალვეშმა სეზონში მე-3 გოლი (პრიმერაში მეორე) გაიტანა და ამით, როგორც ჩანს, სამომავლოდ კონტრაქტიც დაიბევა. კატალონიური "სპორტი" წერს, რომ ბრაზილიელი ახლოსაა ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან. 27 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკება გაუგრძელდა კლუბის ხელმძღვანელობასთან, თუმცა "სპორტის" ცნობით, ეს მოლაპარაკება კვირის ბოლოს წარმატებით დასრულდება და დანი კატალონიაში დარჩება. არადა, ინგლისური "ნიუს ოფ ზე უორლდ" წერს, რომ "მანჩესტერ სიტი" ახლავე მზადაა ბრაზილიელის გადასაბირებლად. ფეხბურთელს კლუბის პრეზიდენტ სანდრო როსელთან ჰქონია შეხვედრა, რომელიც მას "მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველს" უწოდებს.

და ერთი სახალისო ცნობაც - ქალაქ ბადია დელ ვალესში სტადიონს... სერხიო ბუსკეტსის სახელი უწოდეს. საქმე იმაშია, რომ ეს კატალონიური ქალაქი ბუსკეტსის სამშობლოა. "ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ", - აცხადებს ფეხბურთელი, რომელიც 22 წლის ასაკში მოესწრო თავისი სახელობის სტადიონს.

ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა

შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს

"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს

სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ

[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!

[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა

"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა

"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა

ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს

[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა

[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო

[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა

ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია

"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა

"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"

"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება