ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პრანდელის ახალი პრინციპი და აქცენტი ახალგაზრდებზე

პრანდელის ახალი პრინციპი და აქცენტი ახალგაზრდებზე

"სკუადრა აძურა" ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ პაექრობას სლოვენიაში გამართავს, შემდეგ კი უკრაინას ამხანაგურად გაეჯიბრება
იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ორი თემაა ყველაზე აქტუალური: იტალიის ეროვნული ნაკრების მოახლოებული თამაშები და მილანური დერბი, რომელიც სერია A-ს მომდევნო ტურის ეგიდით გაიმართება. თუმცა, დერბიმდე სანაკრებო ბატალიებია და სწორედ "სკუადრა აძურაზე" შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. ჩეზარე პრანდელის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ პაექრობას სლოვენიაში გამართავს, შემდეგ კი უკრაინას დაუპირისპირდება ამხანაგურად. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სლოვენიასთან მატჩია და ჩვენც სწორედ ამ შეხვედრის ჭრილში ვისაუბროთ. კიდევ ერთხელ გადავხედოთ პრანდელის სიას და შემდეგ განვავრცოთ თემა.

მეკარეები: ბუფონი (იუვენტუსი), სირიგუ (პალერმო), ვივიანო (ბოლონია).

მცველები: ასტორი (კალიარი), ბალცარეტი (პალერმო), ბონუჩი (იუვენტუსი), კიელინი (იუვენტუსი), კრიშიტო (ჯენოა), გასტალდელო (სამპდორია), მაჯო (ნაპოლი), რანოკია (ინტერი), სანტონი (ჩეზენა).

ნახევარმცველები: აკვილანი (იუვენტუსი), მარკიზიო (იუვენტუსი), მაური (ლაციო), მონტოლივო (ფიორენტინა), ტიაგო მოტა (ინტერი), ნოჩერინო (პალერმო), პაროლო (ჩეზენა).

თავდამსხმელები: კასანო (მილანი), ჯილარდინო (ფიორენტინა), ჯოვინკო (პარმა), მატრი (იუვენტუსი), პაცინი (ინტერი), როსი (ვილიარეალი, ესპანეთი).

მეკარეები

ჩეზარე პრანდელიმ იმ სამ მეკარეზე შეაჩერა არჩევანი, რომლებსაც აქამდე ენდობოდა. ბუნებრივია, რომ ძირითადი შემადგენლობისთვის ჯანლუიჯი ბუფონი მოიაზრება, სალვატორე სირიგუს და ემილიანო ვივიანოს კი სათადარიგოთა სკამზე მოუწევთ ყურყუტი. ამასობაში, კრიატიან აბიატიმ აიმაღლა ხმა და პრესას შემდეგი განუცხადა:

"ჩემი ოცნება ეროვნულ ნაკრებში თამაშია და სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ვხვდები რატომ ხდება მუდმივად ჩემი იგნორირება. არაერთი მწვრთნელი გამოიცვალა "აძურამ" და არც ერთ მათგანს არ გამოვუძახებივარ. როდესაც ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩეზარე პრანდელი დაინიშნა, ოპტიმიზმით ავივსე, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი იმედები არ მართლდება. იმედია, ოდესმე მეც მოვირგებ ნაკრების მაისაურს".

აბიატის გულისწყვეტა გასაგებია, სერია A-ს ლიდერი გუნდის ძირითადი კიპერია და მიუიხედავად ამისა, ეროვნულ ნაკრებში არ იძახებენ. როგორც ჩანს, პრანდელი ახალგაზრდებზე აკეთებს აქცენტს და ცდილობს ისეთი მეკარე იპოვნოს, რომელიც მომავალში ბუფონს ღირსეულად შეცვლის. სალვატორე სირიგუსა და ემილიანო ვივიანოს გარდა, პრანდელიმ რამდენჯერმე ანტონიო მირანტე გამოიძახა, ასევე ახალგაზრდა მეკარე.

დაცვა

იტალიურ პრესაში იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ პრანდელიმ დავიდე სანტონი დააბრუნა ეროვნულ ნაკრებში. ახალგაზრდა უკანახაზელი "ჩეზენაში" ასპარეზობს იჯარის წესით და ახალ გუნდში საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი. დაუფასდა კიდეც და "აძურას" მთავარი მწვრთნელის სიაშიც მოხვდა. განაცხადშია ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა რანოკია და ჯორჯო კიელინი - ის სამეული, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება. აქვე ვთქვათ, რომ რანოკიას მცირე ტრავმა აქვს და შესაძლოა, სლოვენიასთან ვერ იასპარეზოს - თუმცა, ამის შანსი საკმაოდ მცირეა. ზოგადად კი პრანდელი საკმაოდ საინტერესო დაცვის ხაზს გვიმზადებს: სანტონი, ბონუჩი, რანოკია, კიელინი. ამბობენ, რომ სწორედ ამ ოთხეულზე აპირებს აქცენტის გაკეთებას და ვნახოთ, რამდენად გამართლდება პროგნოზი.

ჟურნალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთ ახალგაზრდა მცველებზე აქცენტის გაკეთება, სარისკოა, თუმცა უმეტესობა მწვრთნელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ყველამ კარგად ნახა, რომ რანოკია-ბონუჩის ცენტრალურმა ტანდემმა გერმანიასთან ამხანაგურ შეხვედრაში საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი - წესით, არც სანტონმა უნდა დააშავოს რამე, რომელიც გამორჩეულია თავისი სისწრაფით და შესაბამისად, შეტევებში ჩართვაც ეხერხება.

ნახევარდაცვა

საყოველთაო მოსაზრებით, იტალიის ნაკრების ხერხემალი ანდრეა პირლოსა და დანიელე დე როსისგან შემდგარი ნახევარდაცვის ცენტრალური ტანდემია. თუმცა, ისე მოხდა, რომ სლოვენიასთან ვერც ერთი ითამაშებს და ვერც მეორე. მილანელი ტრავმირებული გახლავთ და უკვე დიდი ხანია კლუბსაც ვერ ეხმარება, რაც შეეხება რომაელს, პრანდელიმ არასპორტული საქციელის გამო დასაჯა და ნაკრების შემადგენლობიდან ორი მატჩით მოკვეთა.

დიახ, სენიორ ჩეზარემ საქმისადმი ახალი მიდგომის შესახებ გვამცნო - ის, ვინც ფეარ პლეის პრინციპებს არ დაიცავს, აუცილებლად დაისჯება. დე როსი რომაულ დერბიში შერცხვა, გასახდელში წაეკიდა მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს და სწორედ ამის გამო დარჩა განაცხადს მიღმა. პრანდელის თქმით, დანიელე აუცილებლად დაუბრუინდება ნაკრებს და იმედია, შეცდომას აღარ გაიმეორებს.

პირლოსა და დე როსის არყოფნაში, ნახევარდაცვა თითქოს გამოფიტულია, თუმცა სხვა გზა არ არის და პრანდელის არსებული რესურსით მოუწევს ფონს გასვლა. თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მოედნის ცენტრის გამაგრება სტეფანო მაურის, ტიაგო მოტას და კლაუდიო მარკიზიოს მოუწევთ. უშანსოდ არც ალბერტო აკვილანი და რიკარდო მონტოლივო არიან - ამ უკანასკნელმა საკმაოდ სუსტად ჩაატარა გერმანიასთან შეხვედრა და ბევრი არ ელოდა თუ კიდევ მოხვდებოდა პრანდელის სიაში.

თავდასხმა

თავდასხმაში იმ ფეხბურთელებს ვხედავთ, რომლებსაც ჩეზარე პრანდელი ტრადიციულად ეყრდნობა. საგერმანიოდ ალბერტო ჯილარდინო დარჩა განაცხადს მიღმა, ამჯერად კი სიაშია და ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. კვლავ მოხვდა რჩეულ ფეხბურთელებს შორის ალესანდრო მატრი, რომელსაც ბუნდესგუნდთან თამაშის საშუალება არ მიეცა და ვნახოთ, სლოვენიასთან მაინც თუ შედგება მისი სანაკრებო დებიუტი. ჯუზეპე როსის და ანტონიო კასანოს განაცხადში მოხვედრა არ გვიკვირს, აი სებასტიან ჯოვინკოს მიჯრით მეორე გამოძახება კი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი იმკვიდრებს ადგილს ეროვნულ ნაკრებში.

იმათ შესახებაც ვთქვათ, ვინც შესაძლოა ელოდა "აძურაში" მოხვედრას, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩა. პირველ რიგში, ეს ანტონიო დი ნატალეზე ითქმის, რომელსაც პრანდელი არაფრით სწყალობს. სერია A-ს ბოლო ტურებში ტოტო განსაკუთრებულად პროდუქტიული გახლდათ და ამად იყო, რომ პრესასთან საუბარში ნაკრებში მოხვედრის იმედი გამოთქვა. როგორც ჩანს, პრანდელის დი ნატალეს ასაკი აშინებს, ის ხომ ძირითადად ახალგაზრდებზე აკეთებს აქცენტს.

ახალგაზრდაა მარიო ბალოტელი, მაგრამ კიდევ ერთხელ დარჩა განაცხადს მიღმა - ჟურნალისტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ამ შემთხვევაშიც პრანდელის ახალ პრინციპთან გვაქვს საქმე, რომელიც უდისციპლინო ფეხბურთელების დასჯას გულისხმობს - გავიხსენოთ "მანჩესტერ სიტის" და კიევის "დინამოს" დაპირისპირება ევროპის ლიგაზე და ის, რომ არასპორტული საქციელისთვის მარიო გაძეწვებულ იქნა მოედნიდან. თუმცა, სულ რომ ფეარ პლეის პრინციპების დამცველი იყოს ბალოტელი, ძნელი სათქმელია დაიმსახურებდა თუ არა ნაკრებში გამოძახებას - ბოლო პერიოდში, არც თუ ისე პროდუქტიულია.

რეზიუმე

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩეზარე პრანდელი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს აქცენტს. ახალ გუნდს აშენებს, რომელმაც წლების განმავლობაში უნდა ითამაშოს დიდ საფეხბურთო ფორუმებზე და მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს. სწორედ ამიტომ რისკავს და დაცვის ხაზში ლამის თინეიჯერ ფეხბურთელებს ათამაშებს: ბინუჩი, რანოკია, სანტონი - ძალიან იმედისმომცემი, მაგრამ მაინც გამოუცდელი ფეხბურთელები არიან. ახალგაზრდები ყავს შეტევაშიც: როსი, მატრი, ჯოვინკო - სწორედ მათზე კეთდება აქცენტი და ეს მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს ბომბარდირთა სიას კვლავაც ანტონიო დი ნატალე უდგას სათავეში.

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო