საქართველოს ნაკრების წევრი მინსკში ჩოგბურთელ ვაჟთა 15 000-იან საერთაშორისო ტურნირში გამოდის
მინსკში ჩოგბურთელ ვაჟთა 15 000-იან საერთაშორისო ტურნირში გუშინ ორჯერ მოსინჯა კორტები საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ცივაძემ და ორჯერვე გამარჯვებულმა დატოვა სარბიელი.

ერთეულებში მან საათ-ნახევარში დაამარცხა შვეიცარიელი ჯესი კალამბაი - 6:4, 7:6. საგულისხმოა, რომ მეტოქემ შვიდი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ჩვენებურმა - სამი, ბრეიკ-პოინტების გამოყენებისას კი ორივე სცოდავდა: ქართველის ანგარიშზეა 10-დან ორი შედეგიანი ბრეიკ-პოინტი, კალამბაისა - რვიდან ერთი. მერვედფინალში ცივაძე უზბეკი ხუმოუნ სულტანოვის მძლეველ (6:7, 6:3, 7:5) მასპინძელს, მეორე ნომრად განთესილ ძმიტრი ჟირმონტს შეხვდება.

წყვილებში ცივაძესა და ვასკო მლადენოვს (ბულგარეთი) განთესვით მესამე ნომერი აქვთ. ქართულ-ბულგარულმა დუეტმა გუშინ 50 წუთში დაამარცხა მარტინ ბორისიოუკისა (ბელორუსი) და გიორგი კრავჩენკოს (უკრაინა) ტანდემი - 6:3, 6:2. გიორგიმ და ვასკომ რვიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენეს, მეტოქეებმა - ორიდან ერთი.

მეოთხედფინალში ცივაძე და მლადენოვი გზიდან შალვა ჯანაშიასა და მატვეი ხომენტოვსკის (ორივე-რუსეთი) დუეტის ჩამოშორებას შეეცდებიან.

თურქულ ართვინში ჩოგბურთელ ქალთა 60 000-იანი საერთაშორისო ტურნირში გუშინ ძირითადი ბადის პირველი წრის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.

კვალიფიკაციიდან აღზევებული ეკატერინე გორგოძე იტალიელ კრისტინა ფერნანდოს დაუპირისპირდა. შეხვედრა სამ საათსა და 7 წუთს გაგრძელდა. განსაკუთრებით მესამე სეტი იყო დაძაბული და ხანგრძლივი - 1 საათი და 22 წუთი. მართალია, მეტოქემ ხუთი ეისი მიითვალა გორგოძის ერთის წინააღმდეგ, მაგრამ იტალიელმა ცხრა ორმაგი შეცდომა დაუშვა. აპენინელის ასეთი ხარვეზით ბოლომდე ვერ ისარგებლა ჩვენებურმა, მეტიც - მთელი მატჩის განმავლობაში 20 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ცხრა გამოიყენა, მეტოქემ კი - ცხრიდან შვიდი. საბოლოოდ იტალიელმა გაიმარჯვა - 7:6, 3:6, 7:6 და მერვედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ერთეულებში პირველ ნომრადაა განთესილი სოფიო შაფათავა, რომელიც დღეს რუს ვალერია სავინიხთან გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილებში შაფათავა და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილ ელზა კოსტოვასა (ბულგარეთი) და იანა სიზიკოვას (რუსეთი) ეთამაშებიან, ხოლო ასპარეზობის რეიტინგფავორიტები - ოქსანა კალაშნიკოვა და ენ-სოფი მესტაჩი (ბელგია) ბერფუ ჯენგიზსა (თურქეთი) და კარმან კაურ ჩანდის (ინდოეთი) გამოცდიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
საით მივდივართ?! - მაროკოს ქვიშაში ჩამარხული ქართული ჩოგბურთი
ქართველი ჩოგბურთელები: ართვინში ქართული დუელი ვერ დასრულდა
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე გაემგზავრა
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ATP CUP: ტყემალაძემ და ბაკშმა იაპონელთა დუეტი იოლად დაამარცხეს
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები ლიდერის გარეშე და აუტსაიდერები ჯუჯა სახელმწიფოსთან
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს