ცნობილმა ბრიტანელმა ექსპერტმა და ანალიტიკოსმა ჯეიმს ალენმა ITV-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ახალი სეზონის საინტერესო პრევიუ შემოგვთავაზა
ცნობილმა ბრიტანელმა ექსპერტმა და ანალიტიკოსმა ჯეიმს ალენმა ITV-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შემოგვთავაზა ახალი სეზონის საინტერესო პრევიუ...

ჯეიმს ალენი: "ამ კვირას იწყება ახალი სეზონი და ეს შესანიშნავი პერიოდია - ყველას ქულათა ერთნაირი რაოდენობა აქვს და ყველაზე საინტერესო წინ გველოდება.

ზამთრის ტესტების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ "რედ ბული" და "ფერარი" იბრძოლებენ ლიდერობისთვის. ისინი ინარჩუნებენ იმ ტემპს, რომლითაც გასული სეზონი დაასრულეს, მაგრამ საინტერესოა, ვინ გაუწევს ამ დუეტს კონკურენციას?

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა აკვირდებოდა "მაკლარენისა" და "მერსედესის" გამოსვლას - წესით ორივემ უნდა იბრძოლოს ლიდერობისთვის, მაგრამ ტესტებზე გარკვეულ პრობლემებს წააწყდნენ.

"მაკლარენი" სხვებზე გვიან შეუერთდა ტესტებს. მან იქ რთული მანქანა გამოიყვანა, რომელსაც არაერთი ინოვაციური ტექნიკური სიახლე გამოარჩევდა. ამან გუნდს ბოლიდის ნაკლები საიმედოობა მოუტანა, ასეთ პირობებში კი სისწრაფეზე მუშაობა ყოველთვის რთულია.

ისეთი შეგრძნება არსებობს, რომ "მაკლარენი" ახალ სეზონს იმაზე ცუდად დაიწყებს, ვიდრე ამას გუნდში იმედოვნებდნენ, მაგრამ მოსალოდნელია უკვე ჩემპიონატის მსვლელობისას სერიოზული პროგრესი. მთავარია, გუნდმა სეზონის სტარტზე არ დაკარგოს ბევრი ქულა.

ტესტების დასაწყისში "მერსედესიც" აგებდა კონკურენტებთან, მაგრამ გუნდმა ეს მანქანის სერიოზული განახლებისთვის მზადებით ახსნა. პირველ ტესტებზე გერმანული ბოლიდის პირველი ვერსია თითქმის წამს აგებდა ლიდერებთან და ბევრმა "მერსედესის" მორიგ ფიასკოზე დაიწყო ლაპარაკი. გუნდმა ძალიან ადრე შეწყვიტა გასულ წელს მანქანის დახვეწაზე ზრუნვა და უკვე ზაფხულში გადაერთო 2011 წლის ბოლიდის შექმნაზე. ნუთუ ისევ შეცდომა იქნა დაშვებული?

ბარსელონას ფინალური ტესტებისთვის ინჟინრებმა ბევრი ახალი ტექნიკური გადაწყვეტა შემოგვთავაზეს, რითაც გაუმჯობესდა მოჭიდების ძალა. მანქანა სწრაფია - მიხაელ შუმახერმა ბარსელონას ტესტებზე საუკეთესო დრო აჩვენა და ახლა ყველა ცდილობს ერთი რამის გარკვევას - ხომ არ აჯობა მანქანის დახვეწაში ყველას "მერსედესმა"?

ჩემი ვარაუდი ასეთია: "მერსედესის" მანქანები ახლოს არიან ორ პოტენციურ ლიდერთან, მაგრამ ოდნავ მაინც ჩამორჩებიან. მელბურნში და უფრო მეტად მალაიზიაში გავიგებთ, რამდენად ზუსტად ასახავს ბარსელონას ტესტების შედეგები ძალთა რეალურ თანაფარდობას. კარგი იქნება შუმახერისა და როსბერგის ლიდერთა შორის ხილვა. მიხაელს კარგი შედეგები სჭირდება იმისთვის, რომ გაამართლოს დიდ სპორტში დაბრუნება, ნიკო კი დიდი ხანია ოცნებობს ფორმულა 1-ში პირველ გამარჯვებაზე. შესაძლოა, წლევანდელმა მანქანამ მისცეს მას ამ ოცნების რეალიზების საშუალება.

ასე რომ, მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას. "პირელის" საბურავზე გადასვლა შეცვლის რბოლების სცენარს. გაიზრდება პიტსტოპების რაოდენობა და სტრატეგიის მხრივ ეს იქნება ძალიან საინტერესო ჩემპიონატი.

პირველად 1970 წლიდან სტარტზე გავა მსოფლიოს ხუთი ჩემპიონი - ეს ყველაზე უკეთ გამოხატავს მომავალ სეზონში კონკურენციის სიმძაფრეს".

ფეტელს წასვლა შეუძლია

"რედ ბულის" მფლობელმა დიტერ მატეშიცმა კომენტარი გაუკეთა ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გუნდის ლიდერმა სებასტიან ფეტელმა 2014 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი ავსტრიულ საჯინიბოსთან. გაზეთ Frankfurter Allgemeine-თვის მიცემულ ინტერვიუში მატეშიცმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონს მოქმედების გარკვეული თავისუფლება რჩება...

"თუ ამ პერიოდში ჩვენ ვერ შევძლებთ სებასტიანისთვის კონკურენტუნარიანი მანქანის შეთავაზებას, მას აქვს უფლება მოითხოვოს კონტრაქის გაუქმება, სხვა გუნდში წარმატების უკეთესი შანსის მისაღებად. ასეთ სიტუაციაში ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენ შეიძლება ხელი შევუშალოთ მისი კარიერის განვითარებას.

არ არსებობს ჩემპიონატში ძლიერი გუნდი, რომელსაც არ უნდოდეს მისი გადაბირება, მაგრამ ვფიქრობ, ფეტელი მოისურვებს დარჩენას - ჩვენ ერთად გავაგრძელეთ კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც გუნდის ამოცანაა მისთვის ღირსეული მანქანის შეთავაზება", - განაცხადა მატეშიცმა.

მაკლარენის ერთგული

"მაკლარენის" პილოტმა ლუის ჰემილტონმა უარყო ბოლო დროს პრესაში გავრცელებული ჭორი იმის შესახებ, თითქოს უახლოეს პერიოდში "რედ ბულში" აპირებდეს გადასვლას. ცნობილია, რომ ავსტრიული გუნდის მეორე პილოტს მარკ უებერს ამ სეზონის შემდეგ უმთავრდება კონტრაქტი და პრესა სწორედ მის შემცვლელად მოიაზრებს ბრიტანელ პილოტს.

"მაკლარენი" - განსაკუთრებულია გუნდია, - ამბობს ჰემილტონი. - აქ შეკრებილნი არიან ნამდვილი პროფესიონალები, რომლებიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან. ჩემი გული ყოველთვის აქ დარჩება. არ ვაპირებ გუნდის დატოვებას".

ამასობაში, 2011 წლის ჩემპიონატის სტარტამდე ცოტა ხნით ადრე "მაკლარენის" ბოსმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, რომ ბრიტანული საჯინიბოს ახალი მანქანის კონსტრუქციაში სერიოზული ცვლილებები ჯერ კიდევ ავსტრალიის გრანპრიმდე იგეგმება. შეგახსენებთ, რომ ადრე გუნდის ორივე პილოტმა - ლუის ჰემილტონმა და ჯენსონ ბატონმა უკმაყოფილება გამოთქვეს ახალი ბოლიდით. ჰემილტონმა ისიც კი განაცხადა, რომ ეს მანქანა წელს ბევრს ვერაფერს მიაღწევს.

"დღეისთვის მეც უკმაყოფილო ვარ ახალი ბოლიდით, - ამბობს უიტმარში. - ტესტების შედეგებით კმაყოფილი არავინ დარჩენილა. ავსტრალიის გრანპრიმდე შევიტანთ კონსტრუქციაში კარდინალურ ცვლილებებს. რა თქმა უნდა, რისკზე მივდივართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ - გუნდი სწორ გზას ადგას. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს რისკი გაამართლებს და მანქანა უფრო კონკურენტუნარიანი იქნება. სიმართლე გითხრათ, რამდენიმე წინა სიახლემ არ იმუშავა და ამიტომაც გვიწევს სწრაფად ბევრი რამის შეცვლა".

Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით მედია-სემინარი ჩატარდა
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება