მსოფლიოს პირად-გუნდური ჩემპიონატი ბუდაპეშტში 28 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება
მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის სამგზის გამარჯვებული ძიუდოში ავთანდილ ჭრიკიშვილი (90) მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავებს, ოღონდ - ნაკრებს საჭიროებისას მხოლოდ გუნდურ ტურნირში დაეხმარება, პირად პირველობაში კი არ გამოვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირად-გუნდური ჩემპიონატი ბუდაპეშტში 28 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, სადაც ბოლო დღე სწორედ გუნდურ ასპარეზობას დაეთმობა. ის ეროვნულ ნაკრებთა დონეზე პირველად ჩატარდება ახალი ფორმატით - ქალთა და ვაჟთა შერეული გუნდით, რომელშიც ორივე სქესის 3-3 წარმომადგენელი იქნება. ვაჟთა წონებია 73, 90 და +100, ქალებისა - 57, 70 და +78.

პირად პირველობაში ჩვენი ვაჟთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მედალოსანი ამირან პაპინაშვილი (60), ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (66), ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73), ევროპის პრიზიორები - ზებედა რეხვიაშვილი (81) და ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე - 90), ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ვალერი ლიპარტელიანი (100), ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ასევე კონტინენტის გამარჯვებული და მსოფლიოს მედალოსანი ადამ ოქრუაშვილი (+100).

ამათ გუნდურში ჭრიკიშვილი და ლაშა გიუნაშვილი (73) ემატებიან.

ქალებში პირად პირველობაში ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მარიან ჯანაშვილი (57), სამბოში ევროპის ორგზის ჩემპიონი ნინო ოძელაშვილიც (70) და ევროპისა და მსოფლიოს მედალოსანი ელენე ქებაძე (+78) გამოვლენ, გუნდურში კი მათ ევროპის ვიცე-ჩემპიონი ესტერ სტამი (70) დაემატებათ.

გუნდში ტრავმების მხრივ ყველაზე პრობლემური ისევ შავდათუაშვილის მდგომარეობაა, დანარჩენები კი, საბედნიეროდ, ჯანმრთელად არიან. სამწუხაროდ, შავდათუაშვილი ჯერ ისევ ვერ ვარჯიშობს სათანადოდ და გაგლეჯილი მენისკის მქონე ფეხიც ისევ სტკივა. ის ამ დღეებში მხოლოდ ფიზიკურად დაიტვირთა, თუმცა ესეც მხოლოდ სპეციფიკური ვარჯიშებით, ფეხი ძალიან რომ არ დაეტვირთა, ტატამზე კი ვერ შედის. ბუდაპეშტში მას კიდევ დააკვირდებიან და ვარაუდობენ, რომ შეჯიბრებამდე იქ უკვე მოასწრებს ლეიბზე ვარჯიშს. ყოველ შემთხვევაში, გუნდურში მწვრთნელებს მაინც მიჰყავთ სათადარიგო მონაწილე.

ჩვენი გუნდი, თავად სპორტსმენებთან შეთანხმებით და მათი სურვილის გათვალისწინებით, ნაწილ-ნაწილ გაემგზავრება იმის გათვალისწინებით, ვის როდის უწევს ჭიდაობა. ერთადერთი, მხოლოდ ევროპის სამგზის ჩემპიონს, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან ვალერი ლიპარტელიანს (100) თავად გამოუთქვამს სურვილი, რომ თავიდანვე წასულიყო და დასწრებოდა მთელ ტურნირს.

პირველი ჯგუფი მწვრთნელებთან და სამედიცინო შტაბთან ერთად 26 აგვისტოს, გამთენიისას გაფრინდება უნგრეთში. მასში ლიპარტელიანი და პირველ დღეებში მოჭიდავე ძიუდოისტები: პაპინაშვილი, მარგველაშვილი, შავდათუაშვილი და ჯანაშვილი შედიან.

მომდევნო ჯგუფი 29 აგვისტოს, ასევე გამთენიისას გაფრინდება 81, 90 და 70 კილოგრამების ფალავნებთან ერთად, პრაქტიკულად, ორ დღეში კი მათ გზას მძიმეწონოსნებიც დაადგებიან: ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ასევე კონტინენტის გამარჯვებული და მსოფლიოს მედალოსანი ადამ ოქრუაშვილი (ორივე - +100) და ელენე ქებაძე (+78).

შეჯიბრება ერთ კვირაზეა გადანაწილებული, სადაც პირველი ოთხი დღე ინდივიდუალურ პირველობაში ორ წონას - ერთს ქალებიდან და ამდენივეს ვაჟებიდან დაეთმობა. თან ასპარეზობას უმჩატესი წონების წარმომადგენლები დაიწყებენ. მაგალითად, 28-ში იჭიდავებენ 60-ის ვაჟები და 48-ის ქალები, 29-ში - 66-ის ვაჟები და 52-ის ქალები და ასე გაგრძელდება 1 სექტემბრამდე, როცა საქმეში უკვე 3 წონა ჩაერთვება: ვაჟებში - 90, ხოლო ქალებში - 70-78 კილოგრამები.

2 სექტემბერსაც ამდენივე წონა იჭიდავებს, მაგრამ უკვე ვაჟებს ეყოლებათ 2 წონა - 100 და +100, ხოლო ქალები მხოლოდ მძიმეში გამოვლენ.

3 სექტემბერი მთლიანად გუნდურ შეჯიბრებას დაეთმობა.

levan
ტატალაშვილი რატომ არ მიყავთ, ტრაუმა აქვს?
კახა
აბა რანაირი ვეტერანი შენა ხარ ტო. არ უყურებ ავთოს ჭიდაობას? წონა შეიცვალა კაცმა და ჯერ ფორმაში არ დგას
სოსო
მომავალში აღარ გვჭირდება ლაშა?გაგლეჯილი მენისკით კაცის გაყვანა როგორ შეიძლება,მაინც და მაინც უნდა დაინვალიდდეს?ცოდვაა ბიჭი,ასე უვარჯიშებელი ვერც ვერაფერს იზავს და თავსაც დაიღუპავს,თუ არა და ერთი მედლის დედა არ ვატირე?იჭიდაოს გიუნაშვილმა,ეგეც კარგი ბიჭიაჭრიკიშვილზეც ეჭვი მეპარება.გამოვიდა მდგომარეობიდან?უარესი არ დავმართოთ.ესენი ხომ ოქროს ბიჭები არიან. საერთოდ კი ყველას დიდ წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო და ახლა უკვე გოგოებოც.გამარჯვებით დაგვიბრუნდით.
fraternity
შენ შემთხვევით სამი წლის წინანდელ ჩანაწერებს ხომ არ უყურებ? რა ქართული ფინალი? ახალ წონაში ავთოს შეხვედრა არ მოუგია და ქართული ფინალი როგორ უნდა გენახა თან მსოფლიო ჩემპიონატზე? ან ვითომ ლაშასგამ რატომ არის შედეგი გამორიცხული? ოლიმპიური ოქრო-ბრინჯაო და ავროპის მედალი ციდან ჩამოვარდა?
ჯ ი ჯ ი
საინტერესოა რატომ ჭრიკიშვილს არ აჭიდავებენ პირადში, იქნებ ქართული ფინალი გვენახა.მიუხედავად დიდი სიმპატიისა ლაშას მიმართ, მისგან შედეგი გამორიცხულია. საქართველოს ნაკრები გუნდური პირველობის მოგების მთავარი კონკურენტი იქნება, ვფიქრობ გუნდური ოქრო ჩვენია.ბიჭებო თქვენთან ერთად ვართ ტატამზე, მთელი ვეტერანი მოჭიდავეები.
გია
ნეტა ქუთაისიდან მიფრინავენ თუ ტბილისიდან.
პაატა
საერთოდ რატომ მიდის ლაშა ტურნირზე ტრამვით??? ჭრიკიშვილი ხო დაღუპეს ამ ვითომ სპეციალისტებმა და ძალით კეთილისმსურველებმა, ეხლა შავდათუაშვილი უნდა დაღუპოთ??? აცადეთ ბიჭს მოუშუშოს ტრამვები და მერე აჭიდაცლვეთ, ამდენი წელია გატანჯა ტრამვებმა და რა ვერ უწამლეთ ბიჭს?!
Mindia
ლაშას ტრმავიანად ათამაშებენ? ხეიბრად უნდა დატოვონ კაცი?
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
[VIDEOS] ორი ოქროს შანსი - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!
[VIDEOS] არიის! - ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი