მსოფლიოს ახალი ჩემპიონატი მოტოგრანპრის კლასში ყატარის გრანპრით გაიხსნა
ყატარის გრანპრით გაიხსნა მსოფლიოს ახალი ჩემპიონატი მოტოგრანპრის კლასში. პირველი უქმეების გმირი "ჰონდას" პილოტი კეისი სტოუნერი აღმოჩნდა, რომელმაც შაბათს პოულის მოგების შემდეგ რბოლაშიც პირველი ადგილი დაიკავა.

თუმცა სტარტზე სტოუნერის უკან ჩამოტოვება მოახერხა დანი პედროსამ და პირველ მოსახვევში ლიდერის რანგში შევიდა, შემდეგ კი რბოლაში სრული ქაოსი სუფევდა. რაღაც მომენტში მეორე ადგილზე გავიდა ვალენტინო როსი, მაგრამ "დოქტორის" ეს წარმატება გვიანი დამუხრუჭებით იყო გამოწვეული. იტალიელი იძულებული გახდა გარე რადიუსით გამოსულიყო მოსახვევიდან, რის გამოც ძალიან ბევრი პოზიცია დაკარგა - მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა.

პედროსამ პირველივე წრეზე დაკარგა სტარტზე მოპოვებული ლიდერობა, მაგრამ მას არა სტოუნერმა, არამედ მოქმედმა ჩემპიონმა ხორხე ლორენსომ გაასწრო. ესპანელს კარგი სტარტი გამოუვიდა და სულ მალე შეძლო პირველ ადგილზე გადასვლა. თუმცა მისი სიხარული დიდი ხანი არ გაგრძელებულა. თავიდან სტოუნერმა პედროსას გაუსწრო, შემდეგ კი "ჰონდას" ორივე მრბოლელმა თანდათან ჩამოიშორა ჩემპიონი.

ისე ჩანდა, რომ სტოუნერი მაშინვე გაექცეოდა პედროსას, მაგრამ ასე არ მოხდა. დანი აჰყვა გრანპრის ფავორიტის ტემპს, მეოთხე წრეზე კი ლიდერიც გახდა - მან ეს სასტარტო სწორი მონაკვეთის ბოლოს დამუხრუჭებისას შეძლო. სტოუნერმაც, თავის მხრივ, შორს არ გაუშვა თანაგუნდელი, მაგრამ საპასუხო შეტევის ნაცვლად მეორე ადგილის შენარჩუნება არჩია. ასეთმა ტაქტიკამ ნაყოფი გამოიღო - დანი მაქსიმალური ტემპის განვითარებას ცდილობდა და საბურავთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

მე-11 წრეზე სტოუნერი ლიდერი გახდა და ახლა უკვე საბოლოოდ, პედროსას პრობლემები კი გაგრძელდა. მან არათუ კონკურენცია ვერ გაუწია კეისის, არამედ ლორენსოსაც დაუტოვა ბრძოლის შანსი. ორ ესპანელს შორის მეორე ადგილისთვის პაექრობა ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა.

რბოლა კიდევ რამდენიმე წრე რომ გაგრძელებულიყო, პედროსას, შესაძლოა, ანდრეა დოვიციოზოსთანაც წაეგო, რომელიც მთელი რბოლა მარკო სიმონჩელის ებრძოდა. დისტანციის დიდი ნაწილი წინ სწორედ სიმონჩელი იყო, მაგრამ დოვიციოზომ უფრო სტაბილური რბოლა ჩაატარა და შეძლო თანამემამულის დამარცხება.

რაც შეეხება ვალენტინო როსის, მან მეშვიდე ადგილი დაიკავა. პირველი წრის შემდეგ ის მეექვსე პოზიციაზე იყო, მაგრამ უკან მოსდევდა ძალიან სწრაფი ბენ სპისი, რომელსაც სტარტი არ გამოუვიდა. ამერიკელი ძალიან მალე დაეწია როსის და შემდეგ ორი შეტევა განახორციელა. თავიდან ის ფართოდ შევიდა პირველ მოსახვევში და ვალემ შეინარჩუნა პოზიციია, მაგრამ შემდეგი იერიში უფრო კარგად მომზადებული აღმოჩნდა. მრბოლელები პირველ ორ მოსახვევში ერთდროულად შევიდნენ, რის შემდეგაც სპისმა ხისტი მანევრით ჩამოიცილა კონკურენტი და წინ გაიჭრა. ამ დროს როსი კინაღამ დაეცა, მაგრამ შესანიშნავი კოორდინაცია გამოავლინა და რბოლა გააგრძელა.

ყატარის გრან-პრი

1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 22 წრე; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +3,440; 3. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +5,051; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +5,942; 5. მარკო სიმონჩელი (იტა, "ჰონდა") - +7,358; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +10,468; 7. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +16,431; 8. კოლინ ედვარდსი (აშშ, "იამაჰა") - +26,293; 9. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +27,416...

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა