ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

სერბეთი-საქართველო 66:68 - "აკროპოლისის თასი" უკვე ჩვენია! [VIDEO]

სერბეთი-საქართველო 66:68 - "აკროპოლისის თასი" უკვე ჩვენია! [VIDEO]

ილიას ზუროსის ხელში საქართველო თავის ისტორიაში საუკეთესო დაცვას თამაშობს
- მოვუგებთ სერბებს?

- ბერძნებთან რთული გამარჯვების შემდეგ სლავების ძლევა ძალიან რთული იქნება.

- შანსი არის?

- შანსი ყველასთანაა.

- რეალური?

- ერთხელ უკვე მოგებული გვაქვს. 2013 წელს საფრანგეთში ამხანაგურად 75:72 ვაჯობეთ.

ასეთ დიალოგში მომიწია ჩართვა გუშინ, საქართველო-სერბეთის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. ზოგს შესაძლოა არც სჯეროდა, რომ სერბეთის ნაკრების დამარცხება რეალური იყო, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ: 23 აგვისტოს საბერძნეთთან - 72:71, 24 აგვისტოს სერბეთთან - 68:66.

დიდი საქმეა, თამამი განაცხადია... რა შედეგიც უნდა დაფიქსირდეს ევროპის ჩემპიონატზე, დღეს თავაწევით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2010-იანი წლების საქართველოს ნაკრები 60-იანი წლების თბილისის "დინამოს" ღირსეული საქმის გამგრძელებელია. აკი თქვა შარშან, მონტენეგროს ნაკრების ხანშიშესულმა თავკაცმა - ბოგდან ტანიევიჩმა: საქართველოს ნაკრების ემოციური თამაში ძველ "დინამოს" მახსენებსო... მაშინაც ვუგებდით საბერძნეთსა და იუგოსლავიას.

60-იანი წლების ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი გურამ მინაშვილი იხსენებდა, რომ ქართველებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორ დაიწყებდნენ თამაშს, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ კარგად უნდა დაგვესრულებინაო.

"აკროპოლისის თასზე" სწორედ ასეა საქართველოს ნაკრებიც. ისე მშვიდად მიდის ბოლო წუთებისკენ, თითქოს მატჩი წინასწარ აქვს ნანახი:

მერე რა, რომ საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე სერბეთი 8 ქულით იგებს (53:61), იცის, რომ გიორგი ცინცაძემ 2+1 უნდა ჩააგდოს, მაიკლ დიქსონმა - სამქულიანი (63:59), თორნიკე შენგელიამ საჯარიმოები (63:63), ხოლო საფინალო სირენამდე 44 წამით ადრე დუდა სანაძე გმირი უნდა გახდეს, სამქულიანით თამაში მოიგოს - 68:65.

არც გამარჯვების მოახლოება აფორიაქებთ ჩვენი გუნდის კალათბურთელებს, დარჩენილ 44-წამსაც ჩვეული სიდინჯით ატარებენ და ბოლო წამს ლუჩიჩის სამქულიანი ტყორცნის შემდეგაც მშვიდად ელიან ბურთს ფარქვეშ. თითქოს, იციან, რომ ბურთი კალათიდან ამოვა და თორნიკე შენგელიას ჩაუვარდება ხელებში. რატომ შენგელიას? იმიტომ, რომ იგი მატჩის მსვლელობისას ყველაზე თბილად ეპყრობოდა ბურთს - 14-ჯერ გადაარჩინა მიწაზე დანარცხებას - მოხსნა. მან 14-დან 12 საჯარიმო ჩააგდო. შენგელია მატჩის ბომბარდირიც გახდა და გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიც.

სერბეთი ტაქტიკურად განსწავლული გუნდია და კალათბურთელებმა კარგად იციან, შენგელიას ტიპის ფორვარდი ფარისკენ რომ დაიძვრება, რა უნდა მოიმოქმედონ - ჯარიმა უნდა აიღონ დროულად, რომ ბურთის ჩაგდება ვერ მოასწროს და 2+1 არ გამოვიდეს. სერბები ასეც იქცეოდნენ. ამიტომაც იყო, ოთხივე პერიოდში გუნდური ჯარიმების ლიმიტს ძალიან მალე რომ აღწევდნენ. შენგელია როგორ აგდებდა, ეს მოგახსენეთ, თუმცა გუშინ კიდევ ერთი პლუსი დავინახეთ: იმ შემთხვევებში, როცა მასზე ორი სერბი გადადიოდა, კარგად პოულობდა თავისუფალ პარტნიორს. თუ ეს ვერ ხერხდებოდა, დირკ ნოვიცკის სტილში ტრიალდებოდა, სტყორცნიდა და აგდებდა. თავისი არსენალიდან ასეთი იარაღი თოკოს ასე ეფექტურად აქამდე არ გამოუყენებია.

ეს ის თამაში იყო, სამწამიან ზონას დიდი დრო რომ უნდა დავუთმოთ. სერბებს ორი ტანმაღალი ცენტრი ჰყავთ - მარიანოვიჩი და კუზმიჩი. პირველი "სან ანტონიოს" ღირსებას იცავს, მეორე - "რეალის". ასეთი უპირატესობის გამოყენება კი ექსიუგებმა კარგად იციან. საქართველოს ნაკრებს შენგელია-შერმადინი-ბითაძე რომ არ ჰყოლოდა, მეტოქე ნამდვილად გამოიყენებდა, მაგრამ ჩვენმა ტრიომ ბოლომდე კარგად დაიცვა თავი. ვერ ვიტყვით, მეტოქის ცენტრები გავაჩერეთო, მაგრამ მარიანოვიჩის 19-მა ქულამ ვერაფერი დაგვაკლო. რაც მთავარია, გადამწყვეტ მომენტში ფარზე უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო.

ასეთი დონის მეფარეებთან გიორგი შერმადინმა ისე ვერ იფრინა, როგორც საბერძნეთთან, თუმცა თავისი საქმე კარგად გააკეთა. სწორედ ბერძნებთან ნაბოძები ათი წუთი გახდა გარდამტეხი გოგა ბითაძისთვის: სერბეთთან იგი ისევე მშვიდად მოქმედებდა, როგორც მასზე 12-13 წლით უფროსი საქართველოს ნაკრების სხვა კალათბურთელები. რაც მთავარია, 17 წლის გოგა შეტევაში მხოლოდ პარტნიორებს კი არ ეხმარებოდა, თავადაც ცდილობდა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ქულების მოგროვებას. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, იგი ევრობასკეტამდე კიდევ უფრო გაიხსნება...

გიორგი ცინცაძე კვლავ შეუდარებელი იყო თამაშის ორგანიზებაში, მანუჩარ მარკოიშვილი - დაცვაში, მაიკლ დიქსონი დასაფასებელია იმიტომაც, რომ ბევრი ამერიკელისგან განსხვავებით, გუნდზე თამაშობს, ხოლო დუდა სანაძე მატჩის გმირი როგორ გახდა, უკვე მოგახსენეთ.

ცენტრებზე ორიენტირებული, მძიმე თამაში რომ იყო, ამიტომაც ვიხილეთ ჯამში მხოლოდ 9 სამქულიანი. საბედნიეროდ, 9-დან 6 სერბეთის კალათში. პირველ ტაიმში ორქულიანების ჩაგდებაც გაგვიჭირდა - პირველ მეოთხედში მხოლოდ 1 ორქულიანი გვქონდა რეალიზებული. მეოთხედში 1 ორქულიანის ფონზე კი, სერბეთმა ვერ გაგვასწრო, რადგან 2006 წელთან შედარებით, საქართველოს ნაკრები სამმაგად უკეთესია დაცვაში. ხოლო, როდესაც დაცვა წესრიგშია, შეტევითი აღმავლობა-ჩავარდნები ანგარიშზე ნაკლებად მოქმედებს.

ილიას ზუროსის ხელში საქართველო თავის ისტორიაში საუკეთესო დაცვას თამაშობს.

იმედი დავიტოვოთ, რომ ასევე იქნება ევრობასკეტზე, სადაც ტემპი გაორმაგდება, ფიზიკური კონტაქტი საგრძნობლად მოიმატებს, ემოცია ზღვარს გადასცდება...

საქართველო-სერბეთის გუშინდელი მატჩი ევრობასკეტზე რომ ყოფილიყო, სულ სხვა სურათი იქნებოდა, სლავები კბილებით დაიცავდნენ საკუთარ კალათს, მათ ხომ ყოველთვის გამოარჩევთ ბრძოლისუნარიანობა.

...სერბები თუ დაიცავდნენ, ქართველები ჩამორჩებოდნენ? ჩვენ არ გვეხერხება თამაში და ბრძოლა? თუ ვინმეზე ნაკლები აზარტი და ემოცია გვაქვს? ეს ევროპასაც უნდა ვანახვოთ.

გუშინვე საბერძნეთი იტალიას დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 73:70 დაამარცხა. ამით ჩვენი გუნდი ერთი დღით ადრე გახდა ტურნირის გამარჯვებული.

საქართველოს ნაკრები დღეს იტალიას ეთამაშება და მატჩის ტელეტრანსლაციას 19:35 სთ-იდან "მეორე არხი" წარმოადგენს. ეს იქნება "აკროპოლისის თასის" ბოლო შეხვედრა, რის შემდეგაც ჩვენი გუნდი ევრობასკეტზე ისრაელში გაემგზავრება.

აკროპოლისის თასი

24 აგვისტო, ათენი

სერბეთი-საქართველო 66:68

20:15, 16:21, 19:14, 11:18

სერბეთი: მაჩვანი (6ქ, 3პ), ბოგდანოვიჩი (15ქ, 3პ), ლუჩიჩი, მილოსავლიევიჩი (2ქ), ბირჩევიჩი (3ქ), მიჩიჩი (4ქ, 4პ), გუდურიჩი (7ქ), იოვიჩი (2ქ), კუზმიჩი (8ქ, 9მ), მარიანოვიჩი (19ქ, 8მ).

საქართველო: დიქსონი (8ქ), გამყრელიძე, ბოისა, ცინცაძე (9ქ, 5პ), შერმადინი (8ქ), სანაძე (10ქ), მარკოიშვილი (6ქ), ბერიშვილი, შენგელია (21ქ, 14მ, 3პ), ბითაძე (6ქ), ლონდარიძე.

ა გუნდი თ მ წ ქ

1. საქართველო 2 2 0 4

2. სერბეთი 2 1 1 3

3. საბერძნეთი 2 1 1 3

4. იტალია 2 0 2 2

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ბმბ

გიო! შენ რაც დაწერე, ზუსტად პირიქითაა ყველაფერი!ტრავმა მოიმიზეზა იმიტომ, რომ შერმადინი ზაზაზე უკეთესია და თავის დამცირება არ უნდაო რომ წერ, დარწმუნებული ხაარ შენს სიტყვებში? არა მგონია შენ თვითონ გჯეროდეს შენი ნაწერის, ბიზნესში იქექებაო ამბობ კაცზე, რომელმაც 20 მილიონიან კონტრაქტზე თქვა უარი შენთვის, ჩემთვის, მთელი საქართველოსთვის, რომ ჩვენთვის უდიდესი სიხარული მოენიჭებინა. ძალიან ცუდი რამეა უმადურობა.ან ასეთ ფაქიზ თემას ეხები, რასაც გუნდურობა და ერთიანობა ჰქვია, სწორედ ზაზაა ის კაცი, რომლის ირგვლივაც შეიკრა ჩვენი ნაკრები და რომლითაც ასე ვამაყობთ ყველანი ერთად. რაც შეეხება ექიმის თემას, მთელი წელიწადია, რაც ზაზა გოლდენში თამაშობს და რა გასაკვირია, რომ საკუთარ ექიმს შეეხმიანა. ეხ გიო, გიო.

• g.v.g.

ვერავინ დედამიწის ზურგზე

• gio

https://www.youtube.com/watch?v=ukbYoi_A1Hk სანდრო მამუკელაშვილის ინტერვიუ პირველ არხზე

• sani

ყოჩაღ ზურია

• zaza

მაგარი კაცია ზუროსი და ძალიან მაგარი ბიჭები გვყვავს. რაც შეეხება კოკოშკოვს მას თავისი მომხრეები დღესაც ყავს უბრალოდ აქ მაშვინ შემოდიან ზუროსის და ნაკრების სალანძღავათ ვიმეორებ სალანძღავათ და არა საკრიტიკოთ როცა ნაკრებს ფეხი დაუცდება ხოლმე როგორც ეს ავსტრიასთან იყო. ფეხბურთს რაც შეეხება მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ჩვენი დაბალი კლასის ფეხბურთელებით სავსე ნაკრებს არც ჭირდება და რათქმაუნდა დაზოგილი თანხა ბავშვთა ფეხბურთს უნდა მოხმარდეს.თუ ცხადაძე მზადაა მინიმალური თანხებით იმუშაოს უარი არუნდა უთხრად მაგრამ არამგონია მცირე ანაზღაურებას დათანხმდეს.ვაისს ნამდვილად არუნდა ვაძლევდეთ იმას რასაც ვაძლევთ.

• goga

გაიხარე. გეთანხმები ყველაფერში მაგრამ მადა მოდის ჭამაში :)

• GIO

ჩემი აზრით ზაზა ფაჩულიას თითქოს თავში აქვს ავარდნილი, ჩამოსული არ არის საქართველოში და მარტო ჟურნალისტებთან ინტერვიუებს არიგებს. სხვა და სხვა ბიზნეს საქმეებში იქექება . შესაბამისად არ ვარჯიშობს . ასევე ჩეხებთან მისი თამაში იყო ქართველი გულშემატკივრის შერაცხყოფა მისი მხრიდან, აგდებულად უგულოდ მიუდგა მაგ შეხვედრას. ასევე მოდით სიმართლე ვთქვათ, ბოლო 3-ი წელია შერმადინი აშკარად ჯაბნის ფაჩულიას ასე იყო ჩეხებთანაც, ეტყობა დამცირებულად იგრძნო თავი შერმადინის ჩრდილ ქვეშ ყოფნა და მოიმიზეზა ტრავმა . არც ის არის სასიამოვნო სკაიპით გოლდენ სტეიტის ექიმებთან გადის კონსულტაციას თავის ტრავმის სიმძიმის შესახებ, რა ქართველ ექიმებს არ ენდობა? თუ რაშია საქმე? და ბოლოს ყველაზე მთავარი ..ბოლო ერთი წელიწადი ფაჩულია გოლდენ სტეიტში 10 წუთზე მეტს არ თამაშობდა ჯამში ეს ერთი, მერე მეორე ის არის რომ გუნდში მას აკისრია ბლოკების დაყენების ფუნქცია და მოხსნების, მოხსნებში სიმართლე ვთქვათ ნამდვილად ვერ აკეთებს სათანადოთ, მეტ ნაკლებად პასები გამოუვიდა ნუ დურანტი კარი და ტომპსონი რომ გეყოლება გვერდით გინდა არ გინდა პასებში ჩაგეთვლება ბევრი გადაცემა. ორ ქულიანებს საშუალო დისტანციიდან მთელი კარიერის განმავლობაში ვერასდროს აგდებდა ფაჩულია მაღალი პროცენტით, ამ წელს კი მითუმეტეს გაააუარესა ორ ქულიანების სროლის პროცენტი ეს ლოგიკურიცაა როდესაც წელიწადზე მეტი გუნდში სროლები არ გევალება გინდა არ გინდა მაჯა გიჩლუნგდება , ასე რომ ჯერ კარიერის პიკში დიდი ევრაფერი მსროლელი იყო და ახლა მითუმეტეს. ასე რომ ზაზა ფაჩულია ეს გაბუტვები და ვითომ ტრავმიანობა დამიეჯრე არ წაგადგება კარგად კარიერას დაასრულებ სადაცაა და ნუ წახვალ ისე რომ ხალხმა უარყოფითი თქვას შენზე, რის საბაბსაც ნამდვილად იძლევი. ისე ჩემი ჯილა სანდრო მამუკელაშვილია ძალიან მაგარი მომავალი ელოდება ამ ბიჭს საქართველოს ნაკრებშიც მომავალი წლიდან უკვე დაიწყებს თამაშებს და მერე გაიცნობთ მას.

• David

Dzaan didi professionali da taqtikosia zurosi magrad momwons

• LIVE

ზუროსმა დაამტკიცა რომ ამდენი წელი კოკოშკოვის გაჩერება ნაკრებში დიდი შეცდომა იყო და ვინც ადევნებდა თვალს იმ დროინდელ ნაკრებს ნამდვილად აკლდა გაბედულება კოკოშკოვის გადაწყვეტილებებს ყველას გახსოვთ ზუროსი წუთ შესვენება და სანაძის სამ ქულიანი ამას კოკოშკოვი ვერ გარისკავდა და ორ ქულიანზე ითამაშებდა კიდევ ბევრი ნიუანსია მაგრამ ფაკტი ერთია მწვრთნელი ბევრ რამეს წყვიტავს და ცვლის ეს რაგბის ნაკრებსაც ეხება უკვე სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ დიდი მადლობა გადაუხადოთ მელიტონას და ახალი და ძლიერი მწვრთვნელი მოვიყვანოთ ფეხბურთზე ხომ აღარ ვლაპარაკობ ქაირათის მწვრთნელს რომ მოიყვან რაღაზეე ლაპარაკი როგორც ლეგიონერზეა 10 თავით უნდა ჯობდეს შენ ფეხბურთელს იგივეა მწვრთვნელშიც ვერავინ ვერ დამიმტკიცებს ვაისი რომ ჯობია ცხადაძეს ჩემი აზრით ჩამოუვარდება ხოდა შედეგიც ისეთი გვაქვს როგგორიც მწვრთვნელი 0 მოგება. მოკლედ ბრავო ბიჭებს და დიდი პატივისცემა ზუროსს ის ცალკე აღნიშვნის ღირსია

• სადღაც მართალიხარ მაგრამ...

არ აჩვენებენ თამაშს და ამიტომ აწყობენ გენერალურ რეპეტიციას? არ აჩვენონ თუ უნდათ, ჩვენ კი ეს გამარჯვებები ფსიქოლოგიურად ძალიან გვჭირდებოდა.

• კარგადაა ნათქვამი.

ნამდვილად, ეს თამაშები როგორ გაახარებდა ჩვენს ემიგრანტებს საბერძნეთში.რამხელა სტიმულია, ქვეყანა რომ ვართ და კარჰი გუნდი რომ გვყავს.

• 888

დაიმახსოვრეთ,ევროპის ჩემპიონატის ფავორიტი ესპანეთი(ყველა რჩეული ყავს) და ლატვიაა.დიახ ლატვია,რომელსაც ბრწყინვალე შემადგენლობა ყავს.ჩვენ მათაც მოვუგეთ და ლიტვაც ზედ მივაყოლეთ.ასე,რომ იმედით დაველოდოთ ევროპის პირველობას.ქართველი ებრაელობაც იმედია არ გაგვაწბილებს და მხურვალედ უგულშემატკივრებს ქართველ კალათბურტელებს.

• akaki

ზუროსი საუკეთესო იყო. სანიკიძისა და ბურჯანაძის ტრამვა რომ არა ევროპის ფინალში გასვლას ვფიქრობ ზუროსი შეძლებდა.

• გია

იტალიასთან თამაში პირველ არხზე გაუშვით რა! ეს მეორე არხი ჩვენთან არ აჩვენებს

• სოსო

ბრავო ბიჭებს,გუნდი პირველი თამაშის შემდეგ,ცოტა დაღლილი ჩანდა,სიმძიმე იგრძნობოდა ,მაგრამ პირველი თამაშისაგან განსხვავებით სათადარიგოებმა შესძლეს დაცვაში ორგანიზებული თამაში,ერთი ორი შეტევაც წარმატებით დაამთავრეს და ჯარიმებით და დაღლილობით დამძიმებულ ძირითად ხუთეულს საშუალება მისცეს მატჩის ბოლომდე მიეღწიათ და ძალა შერჩენოდათ.ბითაძე თითქმის გაიხსნა,ლონდარიძე და გამყრელიძეც თუ გაიხსნებიან,ევროპაზე შანსი გაიზრდება.ზუროსი ამ ბიჭებს დღეს ალბათ გაცილებით მეტად დატვირთავს,რათა მეტად შეიგრძნონ თამაში,მით უმეტეს,რომ თასი უკვე ჩვენია.

• Bavaria

და ვინაა ევრობასკეტის აშკარა ფავორიტი: საბერძნეთი, საფრანგეთი, სერბეთი, ლიტვა, ესპანეთი, ამ ხუთიდან სამს მოვუგეთ, ორს მათსავე მოედანზე, ასე რომ ბიჭებო არაფერი არაა გამორიცხული, არ გადაიწვებოდნენ და არ მინდა არაფერი, უდაოდ დაბალანსირებული, მებრძოლი და მაღალი კლასის გუნდი გვყავს. წინ საქართველოვ, თქვენ სასწაულის მოხდენაც შეგიძლიათ!!!

• sandro

ვულოცავ ზუროსს და ჩვენს კალათბურთელებს !! დისციპლინა მაინც რამდენ რამეს ნიშნავს. იმედია ჩვენი ფეხბურთელები ცოტა დაიბოღმებიან ამათ შემხედვარე. აბა ბიძია-ბაბუა დღედაღამ მწვადს, პლანს და ქალებს რომ უბერავ, რაღა სპორტსმენი დადგება შენგან.

• gaxarebuli zaza

ორი დღის წინ ამ სამი გუნდიდან ერთერთისთვის რომ მოგვეგო მაგრად გამეხარდებოდა ეხლა იტალიასთან რომ წავაგოთ მაგრად მეწყინება. ჭამა მადაში მოდისო. წარმატებები ბიჭებო.საღოლ ზუროსს

• დათო

ვივა ზუროსს!!!ძალიან მაგარია!!!! იმ ქლიავ კოკოშკოვს კი არ გავს, ამ შეთხელებული შემადგენლობით ევროპის ყველა გრანდს მოუგო. დროულად იღებს წუთშესვენებებს, დროულად ახდენს შეცვლებს, ბითაძეს როგორ მოამატებინა.. ყოჩაღ ჩვენ ბიჭებს!!!!!!!!

• tazo

მადლობა ბიჭებო! ზუროს გაიხარე!ღმერთმა ისე გაგახაროთ,როგორც ჩვენ გაგვახარეთ!ისე მაგარია არა,ამ ბოლო მატჩებში მოვუგეთ ლიტვას,საბერძნეთს და სერბიას:))))ეხლა თავს მოუფრთხილდით ევროპისათვის და იღბალიც თქვენთან ყოფილიყოს, ჩვენს გულშემატკივრებს, განსაკუთრებული მადლობა, იმდენი ბერძენის ხმა გადაფარეს, მეგონა სპორტის სასახლეში ვთამაშობდით:)))

• zaza

თქვენკი გაიხარეთ ბიჭებო ისე თქვენი მლანძღველები ხო გაუშვით ღრმა იატაკქვეშეთში. არადა ავსტრიასთან მარცხის შემდეგ რამდენი იყო აქ ესეთი შემოსული.

• აკია მარგებაძე

ბიჭები საღოლ! ზუროსი მგონი შუშაკის გვერდით დადგება

• აკია მარგებაძე

ბიჭები საღოლ! ზუროსი მგონი შუშაკის გვერდით დადგება

• giorgi

ემიგრანტების შემხედვარე ცრემლები ვერ შევიკავე...

• gizog

გაიხარეთ ბიჭებო, ჩვენი ქართველი გულშემატკივრის გახარებისთვის, მაღალი ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ყოჩაღ ზუროსს, ასეთი მწვრთნელი გვჭირდება ფეხბურთშიც, თამაშის მოსაგებად სათამაშო დისწიპლინის ბოლომდე დაცვაა საჭირო. იყო მომენტი, როცა სათადარიგოებმა 2 წუთი ბურთი არ ჩააგდებინეს მეტოქეს ორგანიზებული დაცვის ხარჯზე. მოკლედ დიდ წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ სასახელო ბიჭებს ევრობასკეტზე. მათ ცოტა მაინც გამოგვიკეთეს ხასიათი ბორჯომის მძიმე დღეებიდან გამომდინარე.

• NMN789

სანიკიძე,ბურჯანაძე და ფაჩულიაც თუ იქნება,ნებისმიერ გუნდს გაარღვევენ

• დათო

მადლობა ბიჭებს ეს სიხარული დიდხანს გამყვება !!!ყველაზე მეტად კი ის გამიხარდა თუ როგორ გულშემატკივრობდნენ იქ მყოფი ემიგრენტები როგორ ხარობდნენ და ეამაყებოდათ რომ ქართველები იყვნენ დიდი მადლობა ჩვენს საამაყო კალათბურთელებს !გისურვებთ ჯამრთელობას და ძალიან ძალიან ბევრ გამარჯვებებს რათა გაგეხარებინოთ ქართველთა გულები!!!

• ლექსო

ბრავო!მაგრად ვისიამოვნე

• ხალხოოოოოოოო...

წარმოგიდგენიათ რა ბიჭები გვყავს. აკროპოლისის თასი ავიღეთ, რა გუნდებთან? კალათბურთის ასები : სერბეთი, საბერძნეთი, იტალია. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, ბოლო ადგილზე გავიდოდით. უფალი ჩვენსკენ და პროფესიონალიზმი ჩვენსკენ. როგორც ვხედავ ქართველებს მოგვეხსნა აუტსაიდერობის კომპლექსი. დრო მოვიდა ლიდერობის!!!

• haha

ვულოცავ ბიჭებს. ოღონდ ჯერ ადრეა. არავინ არ აჩვენებს თავის თამაშს. მათთვის მთავარი ევროპაა. ასე რომ თავში ნუ აგვივარდება.

• g.v.g.

ყოჩაღ კაცებო! გაიხარეთ, ბრავო ბატონ ზუროსს, ახლა უკვე შედეგებს ვითხოვთ ევროპაზე!!! (რა ვქნათ ძმაო? თქვენი "ბრალია", თქვენ აწიეთ თამასა ასე მაღლა).

• გენო

ამას ვინ წარმოიდგენდა თუ აკროპოლისის თასი ერთი ტურით ადრე ჩვენი იქნებოდა!

• dato

მართლაც შესანისნავ დაცვას თამაშობენ, ცოტა ქულების რეალიზება უჭირთ და მოსამატებელი აქვთ, თოკომ კარგად მოუმატა წინა თამაშის შემდეგ, წინ ბიჭებო ევროზე უკეთ და ყველაფერი კარგად იქნება.

"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა

გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს

შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს

იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა

ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია

საქართველო 5:0 ესტონეთი

[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა

"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია

[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"

"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ

14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა

[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!

ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო

დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს

დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში

ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა

"ჩვენი სტადიონი "დიეგო მარადონა" ნაგავსაყრელია!" - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა

FIFA-მ 2025 წლის საუკეთესო მეკარეობის პრედედენტები დაასახელა

“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა

დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი

შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა

დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]

ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა

დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს

სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო

ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი

"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა

[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა

საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა

14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა

ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი

გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს

ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი

ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა

როგორია შენგელიას მდგომარეობა - ესპანური მედია ინფორმაციას ავრცელებს

ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]

ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას

[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა

დუდა სანაძის 17-ქულიანი დებიუტი საბერძნეთში

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"

ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად

ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

დუდა სანაძის 17 ქულა თურქულ "ბურსასფორთან" მატჩში

სანაძემ "ანორთოსისში" ფიბა ევროპის თასის ბოლო მატჩი გამართა და ეროვნულ ნაკრებს უერთდება

ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს

საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!

ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]

თორნიკე შენგელიამ შეიძლება "რეალთან" ითამაშოს

იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს

ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა

[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა

მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!

"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა

ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!

[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს

მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს

სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა