ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ლევან კობიაშვილი: ჩვენ ამ ბაზას დიდი ხანი ველოდით

ლევან კობიაშვილი: ჩვენ ამ ბაზას დიდი ხანი ველოდით

იტალიელებმა - კახა კალაძე არ დატვირთოთო, ჯანო ანანიძის ამბავი ადგილზე გაირკვევა

ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ “ბასას” კარი მედიისთვის გაიღო და ფეხბურთის ფედერაციას თავის მოწონების საფუძველი მიეცა: რეაბილიტირებული საწვრთნელი ბაზა მართლაც კარგი სანახავია. შენობა საფუძვლიანად განახლდა და რაც მთავარია (ეს კი ნამდვილი კურიოზია), 2002 წელს აშენებულ ბაზას ნორმალური საფარი მხოლოდ 9 წლის შემდეგ ეღირსა.

საინტერესო შეთანხმება გაფორმდა ფედერაციასა და მის გენერალურ სპონსორ “სოკარს” შორის - აზერბაიჯანულმა სანავთობო კომპანიამ, სასპონსორო თანხის გადახდის ნაცვლად, ყოველწლიურად ორი მოედნის გაკეთება ივალდებულა. პირველი მოედანი “ბასაზე” გაკეთდა, რიგში კი ფედერაციის საკუთრებაში გადასული მიხეილ მესხის სახელობის სტადიონია.

სხვათა შორის, კომპანიამ, რომელმაც ტექნიკურ ცენტრში საფარი დააგო, ასეთივე დაკვეთა თბილისის “დინამოს” საწვრთნელ ბაზაზეც მიიღო. როდესაც ქეცბაიას საფრის ხარისხზე ვკითხეთ, ლაკონურად, მაგრამ კმაყოფილმა გვიპასუხა, რომ მოეწონა. ქეცბაიას “ყანა” ყველას კარგად გვახსოვს, ასე რომ მისი შეფასება ობიექტური უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ ბაზისა და საავტომობილო კომპანია “აუდის” წარმომადგენლობის ტერიტორიათა მიჯნაზე მალე მეორე ბალახისსაფრიანი მოედანი მოეწყობა, რომელიც 90/65 მეტრი იქნება და მართალია, მინიმალურ სტანდარტებში ჯდება, მაგრამ სავარჯიშოდ სავსებით საკმარისი იქნება. ამდენად, ეროვნული ნაკრების განკარგულებაში სამი მოედანი იქნება - ორი ბალახის საფარით, ერთიც - ხალიჩით. ამას გარდა, ფედერაციის ხარჯით ცენტრალური მოედნისა და დავით აღმაშენებლის ხეივანს შორის დარჩენილ საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ორი მინი-მოედანი მოეწყობა, მათგან ერთი - ქვიშის, აგრეთვე საჩოგბურთო კორტი.

ცნობილი იყო, რომ ცენტრალურ მოედანზე აშენდებოდა 3000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. სიახლე ისაა, რომ ტრიბუნა გადახურული იქნება და განათების სისტემაც დამონტაჟდება. მოედნებს შემოერტყა დამცავი ბადეები, ბაზის შენობის გაშიშვლებული კედლები კი ძველი და ახალი თაობის ფეხბურთელთა ბანერებით “შეიმოსა” - ეს “ბასას” გარკვეულ ხიბლს მატებს და იმ საფეხბურთო გარემოს ქმნის, რომელიც ასეთი ნიუანსებით ყალიბდება.

ახლა საცხოვრებელ კორპუსში “შევიხედოთ”, რომლის რეაბილიტაციაც კომპანია “ქართუმ” დააფინანსა: გარემონტდა გასახდელები, სამედიცინო და მასაჟის კაბინეტები, ფეხბურთელთა ოთახებში შეიყვანეს ინტერნეტი, შეიტანეს ახალი ავეჯი, ჰოლში ინტერნეტის კუთხეა. საპრესკონფერენციო დარბაზში მცირე კინოთეატრია, რომელიც მთავარ მწვრთნელს მატჩის ჩანაწერის გარჩევის საშუალებას მისცემს, ახალ სასადილოს კი პროდუქტებით ემ-ჯგუფი მოამარაგებს. მალე მზად იქნება აუზი და ტრენაჟორების ორი დარბაზი. მოკლედ, ფეხბურთელებს ის კომფორტული გარემო დახვდათ, რაზეც ისინი დიდი ხანია, ოცნებობდნენ.

”როგორც იქნა, სრულყოფილი ბაზა გვეღირსა. ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ბაზიდან სხვა მოედანზე ავტობუსით არ მოგვიწევს სიარული და როცა მოგვინდება და რამდენი ხანიც, მაშინ და იმდენს ვივარჯიშებთ. ეს დიდი პლუსია და, იმედია, წაგვადგება. სხვათა შორის, ფეხბურთელისთვის მთავარია არა მხოლოდ ვარჯიში, არამედ მის შემდეგ ინდივიდუალურად მომზადება. სხვაგან მოედანზე ამის საშუალება არ გვქონდა. გუნდი რომ მიდის, ავტობუსში სხვებს ვერ ალოდინებ, ცალკე ვერ ივლი და ათასი ნიუანსია, რომელიც ყველა ჩვენგანს დისკომფორტს უქმნიდა. საბედნიეროდ, ახლა ეს პრობლემა მოგვარდა”, - გვითხრა ლევან კობიაშვილმა.

ამასობაში “ბასას” ახალდაგებული ბალახის საფარი გუშინ პირველად გაითელა. ეროვნული ნაკრების წევრები ნელ-ნელა იკრიბებიან. გუშინ შემდეგმა ფეხბურთელებმა ივარჯიშეს:

მეკარეები: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე.

მცველები: კახა ალადაშვილი, გიორგი ხიდეშელი, გურამ კაშია, აკაკი ხუბუტია, ალექსანდრე ამისულაშვილი.

ნახევარმცველები: ზურაბ ხიზანიშვილი, მურთაზ დაუშვილი, ჯაბა კანკავა, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე გურული.

თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, ლადო დვალიშვილი, ნიკა გელაშვილი, ირაკლი მოდებაძე.

საღამოს ჩამოფრინდა კახა კალაძე, თუმცა “ჯენოამ” ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური წერილით სთხოვა, კალაძეს კუნთი აქვს გაჭიმული და იქნებ, მძიმე დატვირთვები აარიდოთო.

დღეს დილით კი გუნდს უნდა შეუერთდნენ რუსეთის პრემიერლიგის ის ფეხბურთელები, რომლებიც 21 მარტის მატჩებში მონაწილეობდნენ: “ანჟის” მეკარე ნუკრი რევიშვილი, “ვოლგას” ფეხბურთელები ლაშა სალუქვაძე, გოგიტა გოგუა და ოთარ მარცვალაძე, აგრეთვე ბერძნული “პანიონიოსის” მცველი დავით კვირკველია და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე.

ნაკრების მწვრთნელებს განსაკუთრებით ჯანოს ამბავი აფიქრებთ. რუსულ მედიაში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ანანიძეს კოჭის მყესი ჰქონდა გაწყვეტილი, ამ დროს კი ამსტერდამის “აიაქსთან” 18-კაციან განაცხადში მოხვდა და ნაკრების მწვრთნელთა ინფორმაციით, მატჩის წინა დღეს ივარჯიშა კიდეც. კოჭის მყესის გაწყვეტის შემთხვევაში კი ფეხბურთელი ვერ ივარჯიშებდა. ვითარებაში უკეთ გასარკვევად მის ჩამოსვლას ელიან.

თემურ ქეცბაიას თქმით, ხორვატიასთან მატჩამდე მოთამაშეებს დღეში მხოლოდ ერთხელ ავარჯიშებს, 25 მარტს ეროვნულ სტადიონზე ხორვატიასთან მატჩისთვის “გენერალურ რეპეტიციას” გაივლიან, 26 მარტს კი მატჩი 21 საათზე დაიწყება.

• jilina

წინ ჯვაროსნებო!!! გულით და სულით ველი ამ შეხვედრას, რა სშედეგითაც არ უნდა დასრულდეს მე ამ ბიჭების გულშემატკივარი ვარ ბოლომდე თქვენს გვერდით ვიქნები. ვიცი რომ ყველა ყველაპერს დადებს და ტავს არ დაზოგავენ.. გმერტი იყოს ჩვენი შემწე, წინ გამარჯვებისკენ ჯვაროსნებო!!!

• chcihka

მიდით ბიჭებო საქართველო თქვენთან არის!ახვარი რუსები არ უნდათ ჯანომ აქ ითამაშოს

• davit

გენაცვალეთ ბიჭებო,ერთიც დიდი ზეიმი გვაჩუქეთ საქართველოს

"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა