საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში ბაჩანა არაბულის გარეშე ითამაშებს
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში ბაჩანა არაბულის გარეშე ითამაშებს. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ იგი ჩვენი გუნდის წამყვანი თავდამსხმელი და ლიდერია - პირველი შესარჩევი ეტაპის 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

არაბული ვარჯიშზე, ყოვლად უწყინარ სიტუაციაში დაშავდა - მკერდით ბურთი მიიღო, ბრუნი გააკეთა და თანაგუნდელთან კონტაქტის გარეშე მუხლი დაიშავა.

“საბედნიეროდ, დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდა, მაგრამ უახლოესი ათი დღის განმავლობაში დატვირთა მის კარიერას რისკის ქვეშ დააყენებდა და ცხადია, ასეთი რისკი გაუმართლებელია. ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა, მაგრამ ჩვენი მიზანი უცვლელია - ფინალურ ეტაპზე გასასვლელად ვიბრძოლებთ და ამ კონტინგენტითაც ეს სავსებით შესაძლებელია”, - გვითხრა ნაკრების თავკაცმა კობა ჟორჟიკაშვილმა.

რაღა თქმა უნდა, ასეთი მოთამაშის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში გამოკლება ნაკრებს საქმეს ურთულებს, მაგრამ კარგია, რომ სამწვრთნელო შტაბი სიტუაციას გამოუვალად არ მიიჩნევს და გუნდშიც საბრძოლო სულისკვეთება შენარჩუნდა.

ფეხბურთელთა განწყობასა და საკუთარი ძალების რწმენას უთუოდ აამაღლებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გუშინდელი სტუმრობა. ილია მეორემ გუნდი დალოცა და გამარჯვებები უსურვა.

არაბულს ნაკრების 18-კაციან განაცხადში 35-ე საფეხბურთო სკოლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე შეცვლის, რომელიც ნაკრებს სომხურ და ურეკულ შეკრებებზე ახლდა და მის შესაძლებლობებს მწვრთნელები კარგაც იცნობენ.

ძირითად შემადგენლობაში კი არაბულს რამდენიმე ალტერნატივა ჰყავს - ფანცულაია, ტარყაშვილი, მარკოზაშვილი...

Saba
ამას მანჩესტერ სიტიში რა უთხრეს მიიღებენ? თუ დაიწუნეს
Tornike
რას ვიზავთ, ხდება. თუმცა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს ბაჩანა! :)
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა