ამერიკელი როკი მარჩიანოზე დიდი ლეგენდა გახდა
ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა MMA-ის მებრძოლი კონორ მაკგრეგორი. როგორც მოსალოდნელი იყო, ირლანდიელისთვის რთული აღმოჩნდა კრივის წესებით ბრძოლა.

ბრძოლა ლას ვეგასის გადაჭედილ T-Mobile არენაზე გაიმართა და ის უკანასკნელი იყო ამერიკელი მოკრივის კარიერაში.

ფლოიდმა 50 ბრძოლიდან 50-ე გამარჯვება მოიპოვა და ლეგენდარული როკი მარჩიანოს რეკორდი გააუმჯობესა. მოგებისთვის ფლოიდმა თავის კარიერაში ყველაზე დიდი კონორარი დაიმსახურა, გარდა ამისა, მიიღო WBC-ის სპეციალური ქამარი, რომელიც ნიანგის ტყავისგან იყო დამზადებული და კილონახევარ ოქროსა და ბრილიანტებს შეიცავდა.

მაკგრეგორმა პირველ ნომრად დაიწყო

მაკგრეგორი რინგზე მეტად სერიოზული გამომეტყველებით ავიდა, მეივეზერს კი შავი ნიღაბი ეკეთა და გარეგნულად მშვიდი და მოდენებული იყო.

მან სახეზე ოდნავი ღიმილით დაიწყო პირველი რაუნდი და მაკგრეგორს აძლევდა ყველაფრის საშუალებას, რაც ირლანდიელს მოესურვებოდა. კონორი წინ მიდიოდა, დასარტყმელ მომენტს ეძებდა, ერთხელ ხელები ზურგს უკან წაიღო, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ერთ-ერთ ეპიზოდში მას კარგი აპერკოტი გამოუვიდა - ამგვარ დარტყმას კონორი ხშირად ხმარობს MMA-ში.

მაკგრეგორი კეფაში ურტყამს

ამ ბრძოლაში მაკგრეგორი ძალიან ბინძურად არ მოქმედებდა, მაგრამ პერიოდულად არღვევდა წესებს. მეორე რაუნდში პირველად მოარტყა მეივეზერს კეფაში და მას შემდეგ, ეს აკრძალული ილეთი ბევრჯერ გამოიყენა.

პირველი ოთხი რაუნდი მაკგრეგორი აქტიურად მუშაობდა, ცდილობდა მეივეზერისთვის მიზანში მორტყმას და ეპიზოდურად გამოსდიოდა კიდეც. ირლანდიელმა კლინჩში შესვლაც დაიწყო, ერთი-ორჯერ კი კინაღამ ჭიდაობაზე გადავიდა - ეტყობა, ოქტაგონზე ეგონა თავი. ფლოიდი ნაკლებად აქტიურობდა, ძირითადად, თავს იცავდა, მაგრამ, პერიოდულად, თავადაც გამოსდიოდა შედეგიანი დარტყმები.

მეივეზერი წინ წავიდა

მეხუთე რაუნდიდან ფლოიდმა უფრო აქტიურად დაიწყო მოქმედება და კორპუსში დარტყმებს მოუხშირა. მეექვსე რაუნდში კი მეივეზერი წინ წავიდა და უკვე მისგან თავის არეში ზუსტი დარტყმებიც ბევრი გადიოდა. მეშვიდეში ამერიკელს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა და ხშირად აღწევდა მიზანს მისი საფირმო მარჯვენა დარტყმა.

მაკგრეგორი დაიღალა

ფლოიდის დარტყმების კვალი უკვე კარგად აისახებოდა მაკგრეგორის სახეზე. თავად ირლანდიელი მიზანში საერთოდ ვეღარ არტყამდა, მეივეზერი კი აგრძელებდა მოკლე კომბინაციებითა და გრძელი მარჯვენა დარტყმით მოქმედებას. აშკარად ჩანდა, რომ მაკგრეგორი, რომელიც მიუჩვეველია გრძელ ორთაბრძოლებს, ძალიან დაიღალა და მხოლოდ უკან იხევდა.

მეივეზერმა წარმატება განავრცო

რაუნდებს შორის შესვენებისას, კონორს მწვრთნელები მიუწოდებენ - ხელები არ ჩამოუშვას და არ დანებდეს, მაგრამ ირლანდიელს უკვე აღარ ძალუძს ამ დავალების შესრულება. მეცხრე რაუნდში მაკგრეგორმა ჯები შეასრულა იმ დროს, როცა რეფერის ბრძოლა გაჩერებული ჰქონდა. ირლანდიელი ცდილობდა წინ წასვლას, მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა შერჩენილი. მეივეზერი მეთოდურად ამუშავებდა მეტოქეს უზუსტესი დარტყმებით. მაკგრეგორმა მხოლოდ იმით გადაირჩინა თავი, რომ კლინჩში შევიდა. უკვე ცხადი იყო, რომ კონორი ნოკაუტს ვერ გადაურჩებოდა.

ფლოიდმა უპირატესობა ნოკაუტამდე მიიყვანა

მეივეზერმა სერიულად და ზუსტად გააგრძელა მოქმედება. მორიგი ზუსტი მარჯვენა დარტყმით მან შეარყია ირლანდიელი, რომელმაც მხოლოდ იმის ხარჯზე შეინარჩუნა წონასწორობა, რომ ორივე ხელით ამერიკელს ჩაებღაუჭა. მაგრამ, რამდენიმე წამში რეფერიმ შეაჩერა MMA-ის საუკეთესო მებრძოლის ცემა და ბრძოლა შეწყვიტა.

მეივეზერი: ჩემი ერთადერთი საზრუნავი კეფაში დარტყმები იყო

ფლოიდ მეივეზერი: "კონორ, რეფერიმ გადაგარჩინა. მან შენს მომავალზე იფიქრა. ყველას გვინდა, რომ კარიერა გააგრძელო...

ბოლო ერთი თვე სპარინგები არ ჩაგვიტარებია. მე, უბრალოდ, ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე კარგად ვიცი: მოვნახე მისი ხაფანგში შემოტყუების ხერხი...

ვამბობდი, რომ ბრძოლას ნოკაუტით დავასრულებდი. მქონია კარიერაში შთამბეჭდავიც და მოსაწყენი ბრძოლებიც. და დამიმახსოვრებენ, როგორც გამარჯვებულს...

ვიცოდი, რომ თავიდანვე რთული იქნებოდა. ველაპარაკე ლეგენდარულ მწვრთნელს - მამაჩემს და მან მითხრა, რომ რთული მეტოქე მელოდა. ბევრი დარტყმა იყო კეფაში. თუ ბრძოლას თავიდან შეხედავთ, დაინახავთ, რომ ჩემი ერთადერთი საზრუნავი კეფაში დარტყმები იყო..."

კონორ მაკგრეგორი: "ხალხს ეგონა, რომ ბრძოლა არასოდეს გაიმართებოდა. შემდეგ ეგონათ, რომ ზუსტად ვერ მოვახვედრებდი მეივეზერს. მიყვარს კარგი ბრძოლები, ეს კი სწორედ ასეთი ბრძოლა იყო. აი, რატომ მხედავთ დღეს აქ. მე ხასიათი ვაჩვენე...

ის ძალიან ძლიერი მოკრივეა, რომელსაც შემთხვევით არ მოუგია 50 ბრძოლა...

ამიერიდან, მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი მაქვს..."

კრივმა MMA-ს აჯობა

WBC-ის პრეზიდენტი მაურისიო სულეიმანი კმაყოფილი დარჩა ბრძოლით: "ეს ნამდვილი ბრძოლა იყო და ვინც ის ნახა, დამეთანხმება ამაში. ფლოიდმა შესანიშნავი კრივი გვიჩვენა და დამსახურებულად მოიგო. რა თქმა უნდა, კრივმა აჯობა MMA-ს - ეს ფაქტია. ჩვენ ყველანი შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ იმით, რაც დღეს მოხდა. კრივს უფრო მეტი თაყვანისმცემელი შეემატა".

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ვლადიმიერ კლიჩკომ საკუთარი "ტვიტერის" მეშვეობით მოიწონა მაკგრეგორის მოქმედება: "მაკგრეგორი დისციპლინირებული იყო სადებიუტო ბრძოლაში. მან კარგი საკრივო თვისებები აჩვენა. მაგრამ, ასეა თუ ისე, ფლოიდ მეივეზერს 50 მოგება და 0 წაგება აქვს".

UFC-ის პრეზიდენტს დანა უაიტს მიაჩნია, რომ მაკგრეგორმა ფანტასტიკური ბრძოლა ჩაატარა: "ეს ის არ არის, რასაც ამ ბრძოლისგან ველოდი. იმედი მქონდა, რომ კონორი მას მთელს რინგზე შეავიწროებდა და ბევრ დარტყმას შესრულებდა. ის ფანტასტიკურად გამოიყურებოდა. მის გამო უფრო მეტად ვერ ვიამაყებდი. კონორი იმედგაცრუებულია. მას მიაჩნია, რომ ბრძოლა ძალიან ადრე დაასრულეს. მაგრამ, მაკგრეგორი არ არის პროფესიული მოკრივე. ის უპირისპირდებოდა ყველა დროის საუკეთესო მოკრივეს, რომელიც ძალიან მაგარია. კონორმა მას ბევრი სერიოზული დარტყმა მიაყენა. ეს შესანიშნავი შოუ იყო.

UFC-ში დაბრუნება? ამ თემაზე არ გვილაპარაკია. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. მაგრამ არ მინდა, რომ კონორმა კრივი გააგრძელოს".

პოლ მალინიაჯი: "ვის ახსოვს ფილმი "დიდი თეთრი ტყუილი"? კლასიკური კინო, ასე არ არის? ძალიან სასაცილოა".

ჯორჯ ფორმენი: "დიადი ბრძოლა. ვულოცავ მაკგრეგორსაც და მეივეზერსაც. დაე, კარგად დახარჯონ ფული".

მაიკლ ფელპსი: "ქუდს ვიხდი მაკგრეგორის წინაშე. დაუჯერებელი სპორტსმენი და არარეალური ათლეტი. ასევე ვულოცავ მეივეზერს 50-ე გამარჯვებას".

მენი პაკიაო: "პატივს ვცემ მაკგრეგორს იმის გამო, რომ შანსი გამოიყენა. მაგრამ ვულოცავ მეივეზერს".

ლენოქს ლუისი: "კონორი უნარჩუნებდა ბრძოლას ინტერესს, მაგრამ ფლოიდმა მას აჯობა რინგზე. მაგრამ ამაში სამარცხვინო არაფერია. მაკგრეგორი კიდევ უფრო მეტად მომეწონა".

გარი ლინეკერი: "მართლაც თამამი საქციელი მაკგრეგორის მხრიდან, მაგრამ მეივეზერი - თავისი საქმის ნამდვილი ჩემპიონია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ცეცხლთან თამაში არ ღირს: ჯეიკ პოლმა მეივეზერს კეპი წაართვა, შემდეგ კი მაისური თავზე გადაახიეს და სათვალეც დაუმტვრიეს [VIDEO]
UFC-ის ვარსკვლავი გეი-პორნოში აღმოაჩინეს? უზბეკი ბიჭის ისტორია
"ფული მე არ მმართავს, პირიქით, მას ვმართავ მე..." - მეივეზერი
"მინდა ამ ვარიანტის ცდაც, უკვე მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება..." - ცნობილი "იუთუბერისთვის" კრივი ბოლო გაჩერება არ იქნება?
ხაბიბი ფლოიდის წინააღმდეგ? MMA თუ კრივი?
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა