მიულერმა ანჩელოტის კბილი გაჰკრა

ბუნდესლიგას ოთხი ტურის შემდეგ ოთხი ლიდერი ჰყავს

"დორტმუნდს" შინ წაგება დაავიწყდა

ლევანდოვსკის მე-80 გოლი

ვერდერი-ბაიერნი

14 წაგება ზედიზედ და 55 გაშვებული გოლი - ასეთი სავალალო სტატისტიკა აქვს "ვერდერს" "ბაიერნთან", რომლის კარშიც, როგორც იქნა, მანუელ ნოიერი დაბრუნდა. ეს მისი პირველი გამოჩენა იყო მოედანზე აპრილის შემდეგ. გერმანიის ნაკრების მეკარემ 223-ე გამარჯვება მოიპოვა ბუნდესლიგაში, რითაც გაუთანაბრდა ული შტაინს და ემუქრება აბსოლუტურ რეკორდსმენ ოლივერ კანს (310).

ნოიერს თითქმის არ ჰქონია პრობლემები, სამაგიეროდ, მიუნხენელ წინახაზელებს საკმაო წვალება მოუწიათ იმის მიუხედავად, რომ უდიდესი სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ. 73-ე წუთამდე მიუნხენელებს, ტოლისოს ძელის გარდა, არც ერთი რეალური მომენტი არ ჰქონიათ. ყველაფერი ანჩელოტის შეცვლების შემდეგ, სამწუთიან ინტერვალში მოხდა, როცა საგოლე გადაცემები შეასრულეს რეზერვისტებმა - კინგსლი კომანმა და თომას მიულერმა, დუბლი კი რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა, თან პირველ შემთხვევაში, პოლონელმა ქუსლით გაიტანა.

სხვათა შორის, თომას მიულერი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ძირითად შემადგენლობაში ვერ დაიკავა ადგილი. "არ ვიცი, რა თვისებების ხილვა სურს მწვრთნელს, მაგრამ მგონია, რომ ის ჩემს შესაძლებლობებს 100 პროცენტით ვერ იყენებს", - განაცხადა მიულერმა.

"ბაიერნის" დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მიულერი თადარიგში ტაქტიკური მოსაზრებებით დარჩა.

"ვაპირებდით, აქცენტი ფლანგებზე გაგვეკეთებინა და უფრო ხშირად გვქონოდა ბურთი ცენტრში. ამიტომაც დარჩა თომასი სკამზე. მაგრამ ის წარმატებით შევიდა თამაშში მეორე ტაიმში. ეს იყო სუფთა ტაქტიკური გადაწყვეტილება", - თქვა ანჩელოტიმ.

ფაქტები

გერმანიის თასის მატჩების ჩათვლით, "ბაიერნი" "ვერდერს" ზედიზედ 17 მატჩია უგებს. ბოლოს ბრემენელებმა მიუნხენელებს ქულები 2009 წელს წაართვეს

ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" მაისურით ბუნდესლიგაში გოლების რაოდენობა 80-მდე აიყვანა (98 მატჩში)

"ვერდერმა" ბუნდესლიგაში 1800-ე მატჩი ჩაატარა

დორტმუნდი-ჰერტა

"დორტმუნდი" იმდენად მიჩვეულია ვარსკვლავებთან გამოთხოვებას, რომ უსმან დემბელეს დაკარგვა არ დასტყობია. პიტერ ბოშის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო "მშრალი" ანგარიშით.

დემბელეს წასვლის შემდეგ "ბორუსიაში" საკმარისად დარჩნენ ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ პასებით პიერ-ემერიკ ობამეიანგის მომარაგება. ამჯერად, ეს როლი ნური შაჰინმა იტვირთა, ობამეიანგი კი არაფერში ჩამორჩება ლევანდოვსკის და წელს ოთხივე ოფიციალურ მატჩში აქვს გატანილი. მეორე გოლი კი თავად შაჰინმა ჯარიმიდან გაიტანა და ამისთვის თურქს 925-დღიანი ლოდინი დასჭირდა.

ფაქტები

"დორტმუნდი" 2015 წლის 4 აპრილის შემდეგ არ მარცხდება ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე. ეს სერია 875 დღეა გრძელდება

"დორტმუნდის" მცველმა ლუკაშ პიშჩეკმა 250-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში. პოლონელ ფეხბურთელებს შორის ეს აბსოლუტური რეკორდია. პიშჩეკმა გაუსწრო "შალკესა" და "ბოხუმის" ყოფილ მცველ ტომაშ ვალდოხს

"ჰერტას" მთავარ მწვრთნელ პალ დარდაის დორტმუნდში არც მოთამაშისა და არც მწვრთნელის რანგში არ მოუგია

სხვა ფაქტები

ტრავმებით გაწამებული ჰოლგერ ბადშტუბერი რამდენიმე კვირის წინ "შტუტგარტმა" შეიფარა და მცველმა მადლობა გადაუხადა ხელმძღვანელობას ნდობისთვის - "მაინცის" კარში ერთადერთი გოლი ექსბაიერნელმა გაიტანა. ეს ბადშტუბერის პირველი გოლია ბუნდესლიგაში 2009 წლის დეკემბრის შემდეგ

33 წამი დასჭირდა "აუგსბურგის" ისლანდიელ ფორვარდ ალფრედ ფინბოგასონს "გლადბახთან" მატჩში ანგარიშის გასახსნელად

"ლევერკუზენის" გარემარბმა იულიან ბრანდმა 21 წლისა და 25 დღის ასაკში მე-100 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში. ის გუნდის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია

ჟონათასი რამდენიმე დღის წინ გადავიდა "რუბინიდან" "ჰანოვერში" და ბრაზილიელმა სადებიუტო გოლით მოაგებინა თავის გუნდს "შალკესთან"

კიოლნი-ჰამბურგი 1:3

გოლები: 0:1 ჰანი (34), 0:2 ვუდი (59), 1:2 სორენსენი (90), 1:3 ჰოლტბი (90)

გაძევება: მავრაი (59. ჰამბურგი)

აუგსბურგი-გლადბახი 2:2

გოლები: 1:0 ფინბოგასონი (1), 1:1 ზაკარია (7), 1:2 ვენდტი (30), 2:2 კორდოვა (89)

ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 2:2

გოლები: 1:0 ვენდელი (32), 1:1 კრამარიჩი (47), 2:1 ბელარაბი (49), 2:2 უტი (70)

აინტრახტი-ვოლფსბურგი 0:1

გოლი: 0:1 დიდავი (22)

შტუტგარტი-მაინცი 1:0

გოლი: 1:0 ბადშტუბერი (53)

ვერდერი-ბაიერნი 0:2

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (72), 0:2 ლევანდოვსკი (75)

ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ვიდალი (85. რუდი), ტოლისო, ტიაგო ალკანტარა - რობენი (64. კომანი), რიბერი (73. მიულერი) - ლევანდოვსკი.

დორტმუნდი-ჰერტა 2:0

გოლები: 1:0 ობამეიანგი (15), 2:0 შაჰინი (57)

დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი (39. თოფრაქი), ბარტრა, ზაგადუ - შაჰინი - გონსალო კასტრო, გიოტცე (63. კაგავა) - პულიშიჩი, ფილიპი (79. დაუდი) - ობამეიანგი.

ლაიპციგი-ფრაიბურგი 4:1

გოლები: 0:1 ნიდერლეხნერი (48), 1:1 ვერნერი (48), 2:1 ორბანი (55), 3:1 ვერნერი (71), 4:1 ბრუმა (80)

გაძევება: ჰიოფლერი (81. ფრაიბურგი)

ჰანოვერი-შალკე 1:0

გოლი: 1:0 ჟონათასი (67)

ბომბარდირები: 3 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 2 - ობამეიანგი (დორტმუნდი), კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), ლეკი (ჰერტა), ვერნერი (ლაიპციგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
"ბაიერნმა" ნოიერის შემცვლელს კონტრაქტი გაუფორმა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" სახლში მარცხი განიცადა
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მარცხი "გლადბახთან"
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰამბურგი" "გლადბახს" ფრედ ეთამაშა
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია