"ბერნაბეუზე" გუნდებმა ქულები გაიყვეს
ორი ტურის მერე ქულათა მაქსიმუმით "ბარსელონას" გვერდს "რეალ სოსიედადი" და "ლეგანესი" უმშვენებენ. ბასკური გუნდის კარგ სტარტს, ასე თუ ისე, ველოდით, აი, "ლეგანესი" კი სიურპრიზია.

ჰაკერებმა "ტვიტერზე" ახლა "რეალის" გვერდი იმსხვერპლეს - "კეთილი იყოს შენი მობრძანება, მესი", - იუწყებოდა "სამეფო კლუბის" "ტვიტერის" გვერდი.

სანამ ყველაფერი გაირკვა, რამდენიმე ათასი ადამიანი სერიოზულად დაიბნა. ამ დროს კი ლეო მესი ბასკეთში ისევ "ბარსას" მაისურით ვიხილეთ, რომელმაც ბასკთა კარში 2 გოლი გაიტანა, არადა, ოთხის გატანა მაინც შეეძლო - პირველ ტაიმში "ალავესის" მეკარე პაჩეკოს პენალტი ვერ გაუტანა; მერე, როცა დუბლი მიითვალა, ბურთი ბასკთა ხარიხასაც გაარტყა - 2:0.

"ბარსა" ჯერაც უდანაკარგოა, თუმცა ახლა ვალვერდეს გუნდს გარდამავალი პერიოდი აქვს - შემდეგი ტურიდან საქმეში ახალწვეულები – პაულინიო (ბრაზილიელმა ბოლო 2 წუთი ითამაშა მხოლოდ) და დემბელეც უნდა ვიხილოთ. ისიც აღვნიშნოთ, რომ "ბარსას" დაუბრუნდა გამოჯანმრთელებული ანდრეს ინიესტა.

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "ალავესი" ისე კომპაქტურად თამაშობდა, რომ მათი ფორვარდი უფრო ახლოს იყო ჩვენს ნახევარმცველებთან, ვიდრე მცველებთან. ამიტომაც ძალზე გაგვიჭირდა და დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პირველ გოლს. მოედნის მცირე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყო და ჩვენ გოლის გატანა გვიჭირდა. დემბელეს დამატებით უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება".

დიეგო სიმეონემ ამ სეზონში პირველად იმარჯვა, ჩვენ ისევ ძველებური "ატლეტიკო" ვიხილეთ - მეტოქეზე დაგეშილი. მადრიდელებმა კვლავ ხუთი გოლი გაუტანეს "ლას პალმასს" (როგორც გასულ სეზონში) - 5:1. კანარის კუნძულებზე ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაიტანა კოკემ, თავი გამოიჩინეს ანხელ კორეამ, ფერეირა-კარასკომ და თომასმა. მოკლედ, ანტუან გრიზმანის დისკვალიფიკაცია მადრიდელებს არ დასტყობიათ.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ძალიან დინამიკურად და ენერგიულად ვუტევდით მეტოქეს და მალევე მოვიპოვეთ საჭირო უპირატესობა".

"ვილიარეალმა" არა მარტო მატჩი დათმო სან სებასტიანში, არამედ მეკარეც დაკარგა დიდი ხნით - ანდრეს ფერნანდესმა მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა.

"ბილბაომ" და "სევილიამ" 3-3 ქულა მოიპოვეს - ბასკურ დერბიში "ატლეტიკმა" არიც ადურისის გოლით იმარჯვა "ეიბართან", ხოლო "სევილიამ" გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯა "ხეტაფეს", ანდალუსიელებს ბრაზილიელმა განსომ მოაგებინა.

"რეალმა" პირველი ქულები დაკარგა შინ "ვალენსიასთან". ის კი არა, "სამეფო კლუბი" ბოლოს გადაურჩა მარცხს - 2:2. მარკო ასენსიომ დუბლი მიითვალა და შესანიშნავადაც ითამაშა, თუმცა ზიდანის გუნდს მოსაგებად ეს არ ეყო.

ფაქტები

ანდრეს გუარდადომ ("ბეტისი") ლა ლიგის 1 მატჩში ორი საგოლე პასი მეორედ შეასრულა. პირველად ეს 2008 წელს იყო "რეალის" წინააღმდეგ.

გუარდადოს საგოლე პასების 59% (22-დან 13) თავით არის გატანილი.

ამ სეზონში "სელტას" სამივე გოლი მაქსი გომესის ანგარიშზეა. აქედან ორში საგოლე პასი დანიელ ვასმა შეასრულა.

"ვილიარეალმა" ლა ლიგაში სასტარტო ორი ტური ისტორიაში პირველად წააგო.

ჩაბი პრიეტომ ("რეალ სოსიედადი") კლუბის მაისურით მე-500 მატჩი ითამაშა. ამ მატჩებში მის ანგარიშზე 51 გოლი და 47 საგოლე პასია.

ლეო მესი ("ბარსელონა") გახდა მეორე ფეხბურთელი ევროპის ტოპ-5 ლიგაში, რომელმაც 350-ზე მეტი (351) გოლი გაიტანა ერთი კლუბის სახელით. პირველი გერდ მიულერია - 365 გოლი "ბაიერნის" მაისურით.

"ჟირონამ" ლა ლიგაში ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

"ბარსელონამ" "ალავესთან" მატჩი "ლა მასიას" 8 აღსაზრდელით დაიწყო.

დიეგო სიმეონემ მე-200 მატჩი მოიგო "ატლეტიკოს" მწვრთნელის რანგში (321 თამაში).

2014/15 სეზონიდან მოყოლებული, ლა ლიგაში ყველაზე მეტი პენალტი - 5 - იან ობლაკმა (ატლეტიკო) მოიგერია ლა ლიგის ახლანდელ გოლკიპერებს შორის.

კოკემ "ატლეტიკოს" მაისურით პირველად შეასრულა დუბლი.

ანხელ კორეამ ("ატლეტიკო") პირველად გაიტანა ზედიზედ სამ მატჩში მადრიდული კლუბის მაისურით.

მადრიდის "ატლეტიკომ" ლა ლიგის საგარეო მატჩში პირველ ხუთ წუთში 2 გოლი პირველად გაიტანა.

ენცო ფერნანდესმა ("ალავესი") ლა ლიგაში მამის (ზინედინ ზიდანი) ბოლო თამაშიდან 4 120 დღის შემდეგ ითამაშა.

ლეო მესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც გოლი ლა ლიგის ბოლო 14 გათამაშებაში გაუტანია.

პაჩეკომ ("ალავესი") ერთ ტაიმში 7 "სეივი" მიითვალა, რაც ამ სეზონის რეკორდია.

პაჩეკო და ირაისოსი ორად ორი მეკარეა ლა ლიგის ისტორიაში, რომელთაც პენალტი მესისაც აუღეს და კრიშტიანო რონალდოსაც.

ჟერარდ პიკემ "ბარსელონას" მაისურით მე-400 მატჩში ითამაშა.

განსომ ("სევილია") მეტოქის ნახევარზე 80 პასი გააკეთა, თუმცა თავად ბურთს მეტოქის ნახევარზე ერთხელ შეეხო და გოლი გაიტანა.

კეპა არიზაბალაგას ("ბილბაო") ლა ლიგაში "სეივების" 100%-იანი შედეგი აქვს.

21-ე საუკუნეში ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი თავით არიც ადურისმა (ბილბაო) გაიტანა - 47.

"ესპანიოლმა" ლა ლიგაში ზედიზედ მე-4 საშინაო მატჩი წააგო.

"რეალი" ევროპის ტოპ-5 ლიგის პირველი კლუბია, რომელმაც ზედიზედ 70 მატჩში გაიტანა.

მარკო ასენსიომ ("რეალი") ამ სეზონში 6 დარტყმით 3 გოლი გაიტანა ყველა შეჯიბრებაში.

სოსიედადი-ვილიარეალი 3:0

გოლები: 1:0 ვილიან ჟოზე (25), 2:0 ჩაბი პრიეტო (34), 3:0 ხუანმი (45)

ბეტისი-სელტა 2:1

გოლები: 0:1 მაქსი გომესი (10), 1:1 სერხი ლეონი (31), 2:1 ფედალი (77)

ალავესი-ბარსელონა 0:2

გოლები: 0:1 მესი (55), 0:2 მესი (66)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ა. ვიდალი (57. პაკო ალკასერი), პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა (88. პაულინიო) - ს. რობერტო, მესი, დეულოფეუ (71. დ. სუარესი)

გამოუყენებელი პენალტი: მესი (39. ბარსელონა)

ჟირონა-მალაგა 1:0

გოლი: 1:0 ალკალა (28)

ლევანტე-დეპორტივო 2:2

გოლები: 0:1 კარტაბია (5), 0:2 სიდნეი (31), 1:2 ბარდი (35), 2:2 ივი (83)

გაძევება: მორალესი (76. ლევანტე)

ლას პალმასი-ატლეტიკო 1:5

გოლები: 0:1 ა. კორეა (3), 0:2 ფერეირა-კარასკო (5), 1:2 კალერი (58), 1:3 კოკე (62), 1:4 კოკე (75), 1:5 თომასი (88)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო (70. სავიჩი), ხ. ხიმენესი, გოდინი, ლ. ერნანდესი - საულ ნიგესი, თომასი, კოკე, ფერეირა-კარასკო - ა. კორეა (65. ფ. ტორესი), ვიეტო (55. გაბი)

გამოუყენებელი პენალტი: ვიერა (81. ლას პალმასი)

ეიბარი-ბილბაო 0:1

გოლი: 0:1 ადურისი (38)

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ბოვედა, ნუნიესი, ლაპორტი, საბორიტი - სან ხოსე, ვესგა - ვილიამსი (81. ლეკუე), რაულ გარსია, კორდობა (66. მუნიაინი) - ადურისი

გაძევება: ჯორდანი (91. ეიბარი)

ესპანიოლი-ლეგანესი 0:1

გოლი: 0:1 მანტოვანი (27)

ხეტაფე-სევილია 0:1

გოლი: 0:1 განსო (83)

სევილია (4-1-4-1): ს. რიკო - მერკადო, კიაერი, პარეხა (46. ლონგლე), ესკუდერო - პისარო - ხესუს ნავასი, კრონ-დელი (69. სარაბია), განსო, ნოლიტო - ბენ იედერი (64. მურიელი)

რეალი-ვალენსია 2:2

გოლები: 1:0 ასენსიო (10), 1:1 სოლერი (18), 1:2 კონდოგბია (77), 2:2 ასენსიო (83)

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, კაზემირო, ნაჩო, მარსელო - კროოსი (84. მაიორალი), მოდრიჩი, ისკო (46. კოვაჩიჩი) - ბეილი (74. ლ. ვასკესი), ბენზემა, ასენსიო

ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია (75. ნ. ვიდალი), ვეზუ, მურილიო, ლატორე (83. ნაჩო) - სოლერი, პარეხო, კონდოგბია, გაია - როდრიგო (88. მინა), ძაძა

ბომბარდირი: 3 - მაქსი გომესი (სელტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
[VIDEO] "სად არის შენი "ოქროს ბურთი"?! - ვინისიუსი მორიგ სკანდალშია... ბრაზილიელს "ხეტაფეს" ფეხბურთელმა სამაგიერო გადაუხადა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
გლასნერი დარჩენას არ გეგმავს - "კრისტალ პალასს" მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატურა ჰყავს
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - კაცნაკლულმა "გრანადამ" სტუმრად "ეიბართან" ფრეს მიაღწია [VIDEO]
ქოჩორაშვილის შესანიშნავი საგოლე პასი - "ლევანტე" "ეიბართან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] გოლი და რა გოლი - მიქაუტაძემ გაიტანა, "ვილიარეალი" წინ მიიწევს
ქოჩორაშვილის ლამაზი საგოლე გადაცემა - "ლევანტე" "ეიბარს" ამარცხებს [VIDEO]
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ბენზემას დუბლი და “რეალის” 8 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ლა ლიგაში [VIDEO]
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] მიქაუტაძის დიდოსტატური გოლი - "ვილიარეალი" "ხეტაფესთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი სეგუნდა დივიზიონის გუნდში გადავიდა
გულიაშვილის "რასინგს" "ეიბართან" მარცხი შეიძლება ლიდერობის დაკარგვად დაუჯდეს
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
[VIDEO] "რეალი" ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა - გულშემატკივრები პერესს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა