ამერიკაში გადაბარგებული ნახევარმცველი ევროპაში დაბრუნებაზე ჯერ არ ფიქრობს
პოლონურმა sportl interia.pl-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ვაკო ყაზაიშვილთან, ვინც ვარშავის "ლეგიადან" ამერიკულ "სან ხოსეში" (MLS) გადავიდა:

"მივიღე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩემთვის მომგებიანი იყო როგორც ფინანსურ, ისე სპორტულ ასპექტში, - ამბობს ყაზაიშვილი. - "სან ხოსეს" სპორტული დირექტორი ჩემს შესაძლებლობებს კარგად იცნობდა იმ დროიდან, როცა ჰოლანდიაში ვთამაშობდი. მან მითხრა, რომ თუ გადავიდოდი "სან ხოსეში", გუნდის თამაში ჩემ გარშემო აეწყობოდა.

მე უკვე მივიღე მწარე გამოცდილება და მინდა დავამტკიცო, რომ კარგი ფეხბურთის თამაში შემიძლია. მინდა, ხშირად გავიდე მინდორზე...

არ ყოფილა კონკრეტული შეთავაზებები სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ თუ ცოტა ხანს მოვიცდიდი, უთუოდ შემეხმიანებოდნენ ჰოლანდიიდან. იქ ყველაზე კარგად იციან, რა შემიძლია. მივიღე თუ არა "სან ხოსეს" წინადადება, კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ...

რაც შეეხება "ლეგიას", რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. ამ კლუბთან ხელშეკრულება სატრანსფერო "ფანჯრის" ბოლო დღეს გავაფორმე. ჩავედი პოლონეთში და უკვე სამ დღეში ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაზე "დორტმუნდთან". ამას მოჰყვა ის, რომ "ლეგიაში" მწვრთნელი შეიცვალა და თავიდანვე არ ამეწყო ურთიერთობა ახალ მწვრთნელ იაცეკ მაგიერასთან. მან თავიდანვე მითხრა, რომ გუნდში მისი მიყვანილი არ ვიყავი და იქ ჩემი ადგილი არ იყო.

მაქვს ამაზე ჩემი აზრი, მაგრამ ახლა არაფერს ვიტყვი. ძველი ამბების გახსენება საჭირო აღარ არის. მინდა, მას "სან ხოსეში" წარმატებული თამაშით ვუპასუხო...

ცხადია, "ლეგიადან" ბევრი კარგი მოგონებაც გამომყვა. ვითამაშე ისეთ მაღალი დონის შემსრულებლებთან, როგორებიც არიან ნიკოლიჩი, პრიოვიჩი, ოჯიჯა-ოფოე... ჩვენ ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგაზე და მოვიგეთ პოლონეთის პირველობა. ბოლოს გუნდმა რამდენიმე ლიდერი დაკარგა, თუმცა "ლეგია" მაინც დიდი კლუბია...

იქიდან წასვლის შემდეგ მწვრთნელებთან არ მისაუბრია. ველაპარაკე თანაგუნდელებს - ოჯიჯა-ოფოეს, ჰამალაინენს, გილერმეს... მოხარული ვარ, ოჯიჯა-ოფოე "ოლიმპიაკოსში" რომ გადავიდა. ის დიდი ტალანტია და ნებისმიერ ლიგაში წარმატებით ითამაშებს. მან ჩემპიონთა ლიგაში უკვე გაიტანა "ოლიმპიაკოსის" მაისურით...

დააზარალებს თუ არა ჩემს კარიერას ამერიკაში გადასვლა? სექტემბრის დასაწყისში საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები აქვს ჩასატარებელი ირლანდიასა და ავსტრიასთან. ეროვნულ გუნდში მეც ვარ გამოძახებული...

ახლა არ ვფიქრობ იმაზე, მუდმივად ვითამაშებ აქ თუ ევროპაში დავბრუნდები. კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი მაქვს და მინდა, "სან ხოსესთვის" მაქსიმუმი გავაკეთო", - თქვა ვაკო ყაზაიშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
ვაკო წარმატებებს გისურვებ, მაღალი პროფესიონალური დამოკიდებულებაა დიდი წარმატებების საფუძველი, რასაც გულით გისურვებ. გაიხარე.
gio
სამჯერ შემტვევით როგორ აღმოჩნდა? ვაკო კარგი ფეხბურთელია და ამას მალე დაამტკიცებს
ვახტანგი
საინტერესო და სამწუხარო ის არის რომ მაგ ამერიკულ კლუბშიც არ აქვს მთლიანი თამაშების ჩატარების ფუფუნება და მასზე არ არის გუნდი აწყობილი, სამივე ისეთი გოლი გაიტანა , შემთხვევითი , უფრო სწორად შემთხვევით რომ აღმოჩნდა სწორ დროს სწორ ადგილას , პირველის შემთხვევაში მასზე გაკეთდა პასი მაგრამ , სპეციალურად ვუყურე 3 თამაშს ( აქედან 2 ში გოლი გაიტანა და ბედნიერიც ვიყავი ძალიან) მაგრამ არაფრითაა გამორჩეული არც ერთ გუნდელზე, პირიქით 3-4 ფეხბურთელს ჩამორჩება კიდეც გუნდში და საერთოდ არ ეტყობა რომ "მასზე აწყობენ თამაშს"
ზაზა
აუცილებლათ უნდა დაბეუნდეს ევროპაში.აშშ-ში ყველა ფეხბურთელი დაიკარგა...
სოსო
ვაკო რომ ტექნიკორი ფეხბურთელია ყველამ ვიცით და ამიტომაც წაიყვანეს ამერიკაში,ნაგრამ ფიზიკა ეტყობა ჯერ მაინც ვერ ამოქაჩა,ყოველ თამაშში სცვლიან.განსაკუთრებით ნაკრებში,მაგრამ ყველა ფრონტზე წარმატებებს ვუსურვებ ვაკოს

dzalian magari pexburtelia vako da tkvenze dzalian unda evropis karg gundshi tamashi magram arc amerikaa cudi varianti mistvis
G.M.
ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ვაკომ
ჩუბინიძემ "ბორნმუთთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
ვაკო ყაზაიშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში განაგრძობს?
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
legionisci.com: ვაკო გვილია თანაგუნდელის ზურგსუკან "იმალებოდა", ორთაბრძოლებს აგებდა
"სან ხოსეს" გურამ კაშიაც დაემშვიდობა
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ვაკომ სასწრაფოდ უნდა დააღწიოს თავი "ლეგიას"!
ვაკო გვილია გიბრალტარულ ფრეს თვითკრიტიკულად აფასებს: ასე თამაში არ შეიძლება
ვაკო გვილიამ გაიტანა - "ლეგიამ" გაიმარჯვა
ქართველების ამერიკული თავგადასავალი სრულდება? - რა ბედი ელით კაშიასა და ყაზაიშვილს
ვაკო გვილიამ "ლეგიას" გამარჯვება 90+4-ე წუთზე მოუპოვა [VIDEO]
"ლეგიას" მწვრთნელი: ვაკო ყაზაიშვილმა დაამტკიცა, რომ შანსს იმსახურებს
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
გვილიას საჩემპიონო მატჩის ელის: შეიძლება მთელი პოლონეთი ჩვენ წინააღმდეგაა, მაგრამ...
ვაკო გვილია: შეცვლაზე შესვლისას ჩემი ამოცანა გოლის გატანა იყო
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
ვაკო ყაზაიშვილმა "სან ხოსე" დატოვა
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა
ყაზაიშვილი "სან ხოსეს" სეზონის საუკეთესოებში ვერ ხვდება, არადა კონკურენტზე 6 გოლით მეტი გაიტანა